Author Archives: preparatebi

იცით ნიკოტინის მჟავა-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიკოტინის მჟავა-დარნიცას გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სტრიდორული სუნთქვა). ვენაში სწრაფი შეყვანისას: ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი. სახის კანისა გულმკერდის ზედა ნაწილის ჰიპერემია, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, „ალები“ სახეზე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ადგილობრივი რეაქციები: კანქვეშ და ვენაში შეყვანის ადგილის მტკივნეულობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არედიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არედიას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები არედიას პრეპარატზე სუსტად არის გამოხატული და ტრანზიტორულია. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია უსიმპტომო ჰიპოკალციემია და ციება (სხეულის ტემპერატურის მომატება 1-2 გრადუსით), რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება პირველი 48 საათის განმავლობაში. პრეპარატის ინფუზიის შემდეგ ჩვეულებრივ, ციება გადის დამოუკიდებლად და არ საჭიროებს მკურნალობას. არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად – (>1.10), ხშირად – (>1/100, 1/10), ხანდახან – (>1/1000, <1/100), იშვიათად – (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად – (<1/10000). ინფექციები: ხანდახან – მარტივი და გარშემორტყმული ჰერპესის გამწვავება. სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ანემიით, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია; ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ხანდახან – ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, კვინკეს შეშუპება. ცნს-ის მხრივ: ხშირად – პარესთეზია, ტეტანია (როგორც სიმპტომატური ჰიპოკალციემიის გამომჟღავნება), თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა; ხანდახან – კრუნჩხვები, გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, ლეთარგია; ძალზე იშვიათად – ორიენტირების დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები. გრძნობის ორგანოების მხრივ: ხშირად – კონიუქტივიტი; ხანდახან – უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი); ძალზე იშვიათად – სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; ხანდახან – არტერიული ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად – მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები (ქოშინი, ფილტვის შეშუპება) ან შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები (შეშუპებები). კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, პირღებინება, ანორექსია, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, გასტრიტი; ხანდახან – დისპეფსია. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – გამონაყარი; ხანდახან – ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – ძვლებში ტრანზიტორული ტკივილები, ართრალგია, მიალგია, გენერალიზირებული ტკივილები; ხანდახან – კუნთოვანი სპაზმები. თირკმლის მხრივ: ხანდახან – თირკმლის მწვავე უკმარისობა; იშვიათად – ცენტრალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, დესტრუქციული ვარიანტის ჩათვლით, ნევროზული სინდრომი; ძალზე იშვიათად – თირკმლის თანმხლები დაავადების მიმდინარეობის გაუარესება, ჰემატურია. ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად – ციება და გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სისუსტე, კანკალი, დაღლილობის შეგრძნება, ჰიპერემია; ხშირად – პრეპარატის ინფუზიის ადგილში – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამკვრივება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი. ბიოქიმიური ცვლილებები: ძალიან ხშირად – ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია; ხშირად – ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, კრეატინინი შრატში; ხანდახან – ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ცვლილებები, შრატში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; ძალზე იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენებიდან ბევრი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითად დაავადებასთან. ოსტეონეკროზის (ძირითადად ყბები) ძალიან იშვიათ შემთხვევები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ ბიფოსფონატებით თერაპიას. ანგარიშების უმრავლესობა მიუთითებს ონკოავადმყოფებზე, რომლებსაც ამოუღეს კბილები ან ჩაუტარდათ სხვა ყბა-სახის ქირურგია. ყბის ოსტეონეკროზის ალბათობა იზრდება რისკის ფაქტორის არსებობის დროს, კიბოს დიაგნოზის ჩათვლით, თანმხლები თერაპია (მაგალითად, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, თერაპია კორტიკოსტეროიდებით) და თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინამორბედი დაავადებები). თუმცა მიზეზი ვერ განისაზღვრა, უმჯობესია ქირურგიული ჩარევის აცილება ყბაზე, რადგან გამოჯანმრთელება შეიძლება გაჭიანურდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

როვამიცინი / ROVAMYCINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როვამიცინი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ჩვენების მიხედვით. პრეპარატი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დიკლაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლაკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი
მოქმედება: იხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000). დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტური), აგრანულოციტოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით). ფსიქიური დარღვევები ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქიური აშლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან ძალიან იშვიათი: მხედველობის აშლილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დიპლოპია. დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრიდან ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობები. დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირი*: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში.  დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი. დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გარღვევით ან მათ გარეშე). ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავი მილის დაავადებები, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრუქტურები, პანკრეატიტი. დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-გენოხის პურპურა, ქავილი. დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი. საერთო დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას იშვიათი: შეშუპება.  *სიხშირე ასახავს მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას (150 მგ/დღე-ღამე). არტერიული თრომბოზული მოვლენები დიკლოფენაკის მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას, უკავშირდება არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის მცირე გაზრდას (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფიქსფლოუ / FIXFLOW ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფიქსფლოუ – ორსულობა • თუ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. • თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლაქტაცია • მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ მეძუძური დედა ხართ. • ფლუტიკაზონისა და სალმეტეროლის რძეში გამოყოფის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში მედიკამენტი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ პრეპარატი თქვენთვის აუცილებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა ფიქსფლოუ  ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენას არ ახდენს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ურსოკამი / Ursocam ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურსოკამი –  ორსულობა: ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე ურსოკამის მიღებისას, არსებობს ნაყოფის დაზიანების საშიშროება. ადამიანებზე ზუსტი მონაცემების არარსებობის გამო, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები. ორსულობის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. უსაფრთხოების მიზნით, ნუ მიიღებთ ურსოკამს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ლაქტაცია: საკმარისი მონაცემები, ურსოდეოქსიქოლის მჟავას დედის რძეში შეღწევადობის შესახებ, არ არსებობს. ნუ მიიღებთ ურსოკამს ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არტიკოლაზიონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არტიკოლაზიონის გვერდითი მოვლენებია: გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი. ცალკეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება. გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიკლოფარდი – DICLOFARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლოფარდი –  ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იოდბალანსი – JODBALANCE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იოდბალანსი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დექსამეტაზონი / DEXAMETHASON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დექსამეტაზონი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი