იცით ცისტენალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ცისტენალის გვერდითი მოვლენებია: გულძმარვა, ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ცისტენალის გვერდითი მოვლენებია: გულძმარვა, ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
მეგაპლატინის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ მოცემულ სექციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფუძნებულია 1893 პაციენტის მონაცემზე სიმსივნის სხვადასხვა ტიპით, რომლებიც კარბოპლატინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით. ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: ძვლის ტვინის სუპრესია დოზადამოკიდებულია. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რიცხვის დაქვეითებით 50000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 25%-ში (35%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); ნეიტროპენია გრანულოციტების რაოდენობით 1000/მმ3-ზე ნაკლებად აღინიშნება 16%-ში (21%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); ლეიკოპენია სისხლის თეთრი უკრედების დაქვეითებით 2000/მმ-ზე ნაკლებად აღინიშნება 15%-ში (26%-ში ადრე ნამკურნალები საკვერცხის კიბოს შემთხვევაში); დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება 21-ე დღეს პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მონოთერაპიას ერთი პრეპარატით. 28-ე დღისთვის პაციენტთა 90%-ში თრომბოციტების რიცხვი ნაკლებია 100000/მმ3-ზე, 74%-ში ნეიტროფილების რიცხვი ნაკლებია 2000/მმ3-ზე, 67%-ში ლეიკოციტების რიცხვი ნაკლებია 4000/მმ3-ზე. ძვლის ტვინის სუპრესია ჩვეულებრივ უფრო მწვავეა თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. პაციენტებში დაბალი ქმედუნარიანობით აგრეთვე უფრო ხშირია მწვაევ ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ჰემატოლოგიური ეფექტები, თუმცა ჩვეულებრივ შექცევადი, იწვევს ინფექციებს ან ჰემორაგიულ გართულებებს კარბოპლატინით ნამკურნალები პაციენტების 5%-ში, წამალთან დაკავშირბული სიკვდილიანობის სიხშირე 1%-ზე ნაკლებია. ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში აგრეთვე აღწერილია ცხელება. ანემია ჰემოგლობინის დანაკარგით 11გ/დლ-ზე მეტდ აღინიშნა 71%-ში იმ პაციენტებისა, რომლებმაც თერაპია დაიწყეს ამ მაჩვენებელზე მაღალი მოცულობით. ანემიის სიხშირე იზრდება კარბოპლატინისადმი ექსპოზიციასთან ერთად. ტრანსფუზია გამოიყენეს კარბოპლატინით ნამკუნალები პაციენტების 26%-ში. ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მწვავე იყოს კარბოპლატინის კომბინირებისას ძვლის ტვინის დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ან სხივურ თერაპიასთან. გასტროინტესტინური ტოქსიურობა: ღებინება აღინიშნება პაციენტების 65%-ში და დაახლოებით 1/3-ში მწვავეა. კარბოპლატინი ერთი პრეპარატის სახით ან კომბინაციაში, მნიშვნელოვნად უფრო ემეტოგენურია ვიდრე ცისპლატინი. თუმცა პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალბდნენ ემეტოგენური პრეპარატებით, განსაკუთრებით ცისპლატინით, უფრო მიდრეკილნი არიან ღებინებისადმი. მხოლოდ გულისრევა აღინიშნება დამატბით 10-15%-ში. გულსირევა და ღებინება ჩვეულებრივ წყდება მკურნალობიდან 24 საათში და ხშირად მგრძნობიარეა ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებებისადმი. თუმცა არ არსებობს ეფექტურობის დასკვნითი მონაცემები შემდეგი სქემებისთვის, ერთჯერადი ინტრავენური მიღების 24 საათამდე გახანგრძლივებისას ან მთელი დოზის გაყოფისას 5 დღიურ დოზად აღინიშნა ღებინების სიმწვავის შემცირება. ღებინება გაიზარდა კარბოპლატინის გამოყენებისას სხვა ემეტოგენურ შენაერთებთან კომბინაციაში. სხვა გასტროინტესტინური ეფექტები იყო ტკივილი, 17%-ში. დიარეა 6%-ში, შეკრულობა 6%-ში. ნევროლოგიური ტოქსიურობა: პერიფერიული ენიროპათია აღინიშნა პაციენტების 4%-ში, მსუბუქი პარესთეზიები უფრო ხშირად ვითარდებოდა. კარბოპლატინით მკურნალობა იწვევს უფრო ნაკლებ ნევროლოგიურ გვერდით ეფექტს ვიდრე ცისპლატინი. თუმცა 65 წელზე უფროს და/ან ადრე ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში გაზრდილია (10%-ით) პერიფერიული ნეიროპათიების რისკი. ცისპლატინით გამოწვეული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 70%-ში კარბოპლატინის გამოყეენებისას არ არინიშნა სიმპტომების გაუარესება. კლინიკური ოტოტოქსიურობა და გრძნობათა ორგანოების სხვა ანომალიები როგორიცაა მხედველობის დარღვევა და გემოვნების ცვლილება აღინიშნა მხოლოდ პაციენტთა 1%-ში. ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები აღინიშნა 5%-ში და უფრო ხშირად დაკავშირებულ იყო ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან. თუმცა პერიფერიული ნევროლოგიური გვერდითI ეფექტები საერთო სიხშირე დაბალია, ხანგრძლივი მკურნალობა, განსაკუთრებით ცისპლატინით ნამკურნალებ პაციენტებში, იწვევს კუმულაციურ ნეიროტოქსიურობას. ნეფროტოქსიურობა: თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტები იშვიათია, იმის მიუხედავად რომ კარბოპლატინი ცისპლატინისგან განსხვავებით, ვეულებრივ გამოიყენება ჰიდრატაციის და/ან ფორსირებული დიურეზის გარეშე. თირკმლის ანომალური ფუნქციური ტესტების სიხშირე 6%-ია შრატის კრეატინინისთვის და 14% სისხლში შარდის აზოტისთვის (10% და 22% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ამ აღწერილი ანომალიების უმრავლესობა მსუბუქია და მათი ნახევარი შექცევადი ხასიათისაა. კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის ყველაზე სენსიტიური მაჩვენებელია იმ პაციენტებში, რომლებიც კარბოპლატინს იღებენ და ყველაზე სასარგებლო ტესტია პრეპარატის კლირენსის და ძვლის ტვინის სუპრესიის კორელაციისთვის. პაცეინტების 27%-ში, რომლებშიც კლირენსი იყო 60მლ/წთ ან მეტი გამოჩნა ამ მაჩვენებლის შემცირება კარბოპლატინით მკურნალობის დროს. ელექტროლიტების ცვლილებები: შრატსი ელექტროლიტების ანომალური დაქვეითების სიხშირე შემდეგია: ნატრიუმი 29%, კალიუმი 20%, კალციუმი 22%, მაგნიუმი 29%; (47%, 28%, 31% და 43% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ელექტროლიტების დანამატები რუტინულად არ გამოიყენებოდა კარბოპლატინთან ერთად, ელექტროლიტური ანომალიები იშვიათად იყო სიმპტომებთან დაკავშირებული. ჰეპატოტოქსიურობა: ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტების სიხშირე ადრე ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებში შემდეგია: საერთო ბილირუბინი 5%, ასპარტატამინოტრანსფერაზა 15%, ტუტე ფოსფატაზა 24% (5%, 19% და 37% საკვერცხის კიბოს ადრე ნამკურნალებ პაციენტებში). ეს ანომალიები ჩვულებრივ მსუბუქი და შემთხვევათა ნახევარში შექცევადია, თუმცა ღვიძლში მეტასტაზურმა სიმსივნემ შეიძლება გაართულოს შეფასება მრავალ პაციენტში. პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც კარბოპლატინის ძალიან დიდ დოზებს იღებდნენ და რომლებშიც გაკეთდა ვლის ტვინის აუტოგენური ტრანსპლანტაცია, აღინიშნა ღვიძლის ფუნქციური სინჯების მწვავე ანომალიები. ალერგიულ რეაქციები: კარბოპლატინისადმი მომატებული მგრძნობელობა აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები მსგავსია ბუნებით დ სიმწვავით პლატინის შემცველი სხვა პრეპარატების დროს განვითარებული მოვლენებისა, მაგ. ქავილი, უტიკარია, ერითემა, სიწითლე და იშვიათად ბრონქოპსაზმი და ჰიპოტენზია. ამ რეაქციების მკურნალობა წარმატებულია ეპინეფრინით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინური საშუალებებით. სხვა მოვლენები: ტკივილი და ასთენია აღინიშნა ყველაზე ხშირად სხვადასხვა გვერდითი ეფექტებიდან. კავშირი ანემიასთან და სიმსივნესთან სავარაუდოა. ალოპეცია აღინიშნა 3%-ში. კარდიოვასკულური, რესპირატორული, შარდ-სასქესო, ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნა 6%-ში ან ნაკლებში. კარდიოვასკულური მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულირი მოვლენები) ფატალური იყო 1%-ზე ნაკლებში და დაკავშირებული არ იყი ქიმიოთერაპიასთან. კიბოსთან ასოცირებული ურეიული სინდრომი აღინიშნა იშვიათად. საერთო სისუსტე, ანორექსია და ჰიპერტენზია ისევე როგორც ინექციის ადგილის რეაქციები სიწითლის, შეშუპების და ტკივილის ჩათვლით, აღინიშნა პოსტმარკეტინგული კვლევებისას.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ამოქსი–დენკ 1000-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც, სხვა წამლებს ამოქსი-დენკი 1000 –ის გამოყენების შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ეს დამახასიათებელია ყველა პაციენტისათვის. გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში: ჩასსამელია ცხრილი გვერდითი რეაქციები: ინფექციები ხანგრძლივმა და/ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციები და რეზისტენტული ბაქტერიების ან სოკოების კოლონიზაცია. ჰემატოლოგია ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროტრომბინის დროის და სისხლდენის გახანგრძლივება, თრომბოციტოპენიური პურპურა, (ჰემოლიზური) ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია. ნერვული სისტემა აღგზნებადობა ან თავბრუსხვევა, შიში, უძილობა, დაბნეულობა, გულყრები. კუჭ-ნაწლავის სისტემა კუჭ-ნაწლავის დარღვევები ძალიან ხშირად ვითარდება და დოზა-დამოკიდებულია. შესაძლებელია განვითარდეს: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა, გემოს შეგრძნების დაქვეითება, სტომატიტი, კბილების ფერის შეცვლა (ბავშვებში) და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ღვიძლი და სანაღვლე გზები ტრანსამინაზების მომატება, ღვიძლის დისფუნქცია, ქოლესტაზი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, ჰეპატიტი. კანისა და ალერგიული რეაქციები ხშირად ვლინდება კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. შესაძლოა განვითარდეს ისეთი ანაფილაქსიური რეაქციები, როგორიცაა თავისა და კისრის მიდამოების შეშუპება (მაგალითად კვინკეს დაავადება), ალერგიული შოკი, კანის მწვავე რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაილის სინდრომი) და სხვა ალერგიული დაავადებები (შრატის დაავადება, ჰემოლიზური ანემია, ალერგიული ვასკულიტი, ნეფრიტი). თირკმელები და ქვედა საშარდე სისტემა მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა კრისტალურიასთან ერთად. სიფრთხილის ზომები გვერდითი მოვლენების დროს ზოგიერთი ზემოაღნიშნული მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს. ფსევდომემბრანოზული კოლიტი: აღნიშნულ ნაწლავურ ანთებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკ 1000 მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. არ შეიძლება პერისტალტიკის დამაინჰიბირებელი პრეპარატების გამოყენება. მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსია): მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. გადაუდებელი დახმარება უნდა ჩატარდეს სასწრაფოს ექიმის მიერ. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშულ ინსტუქციაში აღწერილი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ზოკარდისი 30 მგ – ორსულობა აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება იყოთ ორსულად). თუ გეგმავთ ორსულობას, ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში, სავარაუდოდ თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ზოკარდისის® მიღების შეწყვეტის შესახებ და გირჩევთ სხვა პრეპარატს. ზოკარდისის® მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებული არ არის; არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის 3 თვიდან, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს. ძუძუთი კვება აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ზოკარდისი® რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის; ამიტომ, თუ გეგმავთ ძუძუთი კვების გაგრძელებას, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი – განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
ნეიროქსის გვერდითი მოვლენებია: პარენატარალური შეყვანისას (განსაკუთრებით ინტრავენური ნაკადობრივი): სიმშრალე, პირში „ლითონის“ გემო, „გამტარი სითბოს“ შეგრძნება მთელ სხეულში, უსიამოვნო სუნი, ყელის წვა და დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება (როგორც წესი, დაკავშირებულია შეყვანის ზედმეტად სწრაფ სიჩქარესთან და ატარებს მოკლევადიან ხასიათს). ხანგრძლივი გამოყენებისას – გულისრევა, მეტეორიზმი, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან ჩაძინების დარღვევა). ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25-ის გვერდითი მოვლენებია: კარდიოვასკულარული სისტემა: შემთხვევით, განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას, ისევე როგორც დეჰიდრატაციის შემთხვევებში (მაგ: ღებინება, ფაღარათი, შარდმდენებით მკურნალობა) გულის უკმარისობის ისტორიის მქონე, ასევე თირკმლისმიერ ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში კაპტო-ჰქთ-დენკ 50/25 დოზის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია ჭარბი ჰიპოტენზიური ეფექტი (ორთოსტაზი), რომელსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღევევა, იშვიათად აღინიშნება გონების დაკარგვა (სინკოპე). ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას ხშირია ჰიპოკალემიით გამოწვეული ეკგ ცვლილებები და არითმიები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ძლიერ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სტენოკარდია, გულის ინფარქტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ცერებრალური აპოპლექსია. თირკმელი: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან დარღვევა იშვიათია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პროტეინურია, რაც ზოგჯერ თან ახლდა თირკმლის ფუნქციის დარღვევას. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას გამოვლინდა აბაქტერიული ინტერსტიციული ნეფრიტის ინდივიდუალური შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარობის განვითარებით. სასუნთქი სისტემა: მშრალი გამაღიზიანებელი ხველა და ბრონქიტი ხშირია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გაძნელებული სუნთქვა, სინუსიტი და რინიტი. ასევე შეიძლება იყოს ბრონქიტის, გლოსიტის, პირის სიმშრალის და წყურვილის ერთეული შემთხვევები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კაპტოპრილთან დაკავშირებული ალერგიული ალვეოლიტი (ეოზინოფილური პნევმონია). ინდივიდუალურ შემთხვევებში, ასევე უეცრად განვითარდა ფილტვის შეშუპება, რასაც თან ახლდა შოკის სიმპტომები. Fიქრობენ, რომ ეს იყო ალერგიული რეაქცია ჰიდროქოროთიაზიდზე. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა აგფ ინჰიბიტორების შემცველი წამლებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც მოიცავდა ხახას, ხორხს და/ან ენას. კუჭ-ნაწლავის სისტემა/ღვიძლი: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ნაწილის მხრივ ჩივილები და მონელების გაძნელება იშვიათია. ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, პანკრეატიტი და განსაკუთრებით ქოლეცისტიტი, თუ პაციენტს უკვე გააჩნია ქოლელითიაზი. იშვიათ შემთხვევაში პაციენტებში, ვინც იტარებდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, გამოვლინდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ღვიძლის ნეკროზამდე (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით). Mმისი კავშირი მედიკამენტის მიღებასთან უცნობია. ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის, ღვიძლის ანთების და ნაწლავის ობსტრუქციის (ნაწილობრივი და სრული გაუვალობის) შემთხვევები. კანი და სისხლძარღვები: კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, იშვიათია. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ურტიკარია, ქავილი, ისევე როგორც ტუჩების, სახის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: მულტიფორმული ერითემა და პემფიგოიდური რეაქციები, წითელი მგლურა (ჰიდროქლოროთიაზიდის გამო). ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს: სიცხე, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი და/ან მომატებული ANA-ს ტიტრი, ან მომატებული ედსი. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზებით მიღებისას სითხის დაკარგვის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და ემბოლია. განსაკუთრებით შეიძლება განუვითარდეთ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც აწუხებს ვენური სისტემის დაავადებები. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცრემლდენის დაქვეითება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, წამოწითლება, ოფლიანობა, ალოპეცია, ონიქოლიზისი, გინეკომასტია და რეინოს სინდრომის გაუარესება. ნერვული სისტემა: წყლის და ელექტროლიტების დისბალანსით გამოწვეული თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, სისუსტე, აპათია იშვიათია. ასევე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა, იმპოტენცია, პარესთეზია, ბალანსის დარღვევა, გონების დაბინდვა, ხასიათის ცვლილებები, ხმაური ყურებში, მხედველობის დაბინდვა, გემოვნების შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება. ძვალ-სახსროვანი სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კუნთების სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი და ჰიპოკალემიით გამოწვეული პარეზი. ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო პარამეტრები: ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ არის ხშირი. იშვიათად, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის, კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ან მათ, ვინც იტარებს ალოპურინოლის, პროკაინამიდის, ან ზოგიერთი იმუნოსუპრესიული წამლების თანმხლებ თერაპიას, შეიძლება გამოვლინდეს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია და ინდივიდუალურ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა G-6, PDH – ის დეფიციტთან დაკავშირებული ჰემოლიზი/ჰემოლიზური ანემია. თუმცა მისი კავშირი აგფ ინჰიბიტორებთან არ არის დამტკიცებული. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალცემია, გლუკოზურია და მეტაბოლური ალკალოზი. შრატში დაფიქსირდა შაქრის, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, შარდოვანას და ამილაზის მაჩვენებლების მომატება. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის მაჩვენებლები იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მცირდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შრატის კალიუმის კონცენტრაცია იზრდება, ასევე შეიძლება მოიმატოს შარდში ცილების ექსკრეციამ. ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაცია. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი სისხლის ტესტები რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თერაპიამდე და მკურნალობის დროს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა წამლის გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ზომეტა® – იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ზომეტის გამოყენების გამოცდილება ორსულობის დროს, ეს პრეპარატი არ შეიძლება რეკომენდებული იყოს მოცემული კონტინგენტის პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება რისკს ნაყოფისათვის. *ამჟამად ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ზომეტის მიღება არ შეიძლება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
ლიზიგამას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნედოკრომილის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად – თავის ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული მოვლენები სუსტადაა გამოხატული და მალევე ქრება. ხშირად – ხველება და ბრონქოსპაზმი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნიზოკონის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები