Author Archives: preparatebi

იცით რინოპრონტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რინოპრონტის გვერდითი მოვლენებია: : პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთი, დამუხრუჭება, გულისცემის გაძლიერება, კარდიალგია, არტერიული წნევის მომატება, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოდიფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოდიფენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენები: დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, მიღებული დოზის სიდიდესა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ ვითარდება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, მუცლის გადავსების შეგრძნება, წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – ძილის დარღვევა, აგზნებადობა. დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები: (წვის შეგრძნება). თირკმელების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი. ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძ¬ლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. სხვა: შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კინიტოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კინიტო გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები. ნაკლებად ხშირად (1 000-დან 10-მდე შემთხვევაში): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ნერწყვის მომატებული გამოყოფა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, თავრბუსხვევა, ზურგის ან მკერდის არეში ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, კრეატინინის და აზოტის მომატებული მაჩვენებლები სისხლში, ლეიკოპენია, სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება (შესაძლოა გამოიწვიოს რძის გამოყოფა ან/და სარძევე ჯირკვლის გაზრდა). იშვიათად (10 000-დან 10-მდე შემთხვევაში): გამონაყარი, კანის სიწითლე და ქავილი. უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან): თრომბოციტოპენია, კანკალი, გულისრევა (ღებინების სურვილი), სარძევე ჯირკვლის ზრდა (გინეკომასტია), იქტერულობა, ზოგიერთი ენზიმის – ფოსფატაზებისა და ბილირუბინის დონის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორციპრენალინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორციპრენალინის გვერდითი მოვლენებია: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დათრგუნული მდგომარეობა, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები. იშვიათად – თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ურტიკარიის სახით. პრეპარატის ინჰალაციების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის დესტრუქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვალტრექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალტრექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისკომფორტის შეგრძნება; იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ტრანზიტორული მომატება. ცნს-ის მხრივ: იშვიათად _ თავის ტკივილი; განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევებში – შექცევადი ხასიათის ნევროლოგიური მოშლილობანი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებსა და სხვ.). ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია. სხვა გვერდითი მოვლენები:  იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ქოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ვალაციკლოვირის მიღებასა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარებას შორის ურთიერთკავშირი საბოლოოდ არ დადასტურდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორალური უნაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორალური უნაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ნორმალურად გადაიტანებოდა მკურნალობის გაგრძელებისას. კუჭ-ნაწლაავის ტრაქტის მხრივ – მეტნაკლებად ხშირად გვხვდება დიარეა/არამდგრადი განავალი. აგრეთვე აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, და ტკივილები/სპაზმები მუცელში. ისევე როგორც ამპიცილინის სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიღებისას, იშვიათ შემთხვევბში ვითარდებოდა ენტრეოკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, გლოსიტი, სტომატიტი, შავი ხაოიანი ენა. კანის მხრივ – არც ისე ხშირად აღინიშნებოდა გამონაყარი და ქავილი, ანგიოედემა, დერმატიტი და ჭინჭრის ციება. იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. სხვადასხვა – იშვიათ შემთხვევებში ვითარდებოდა ძილიანობა, სედაციური მოქმედება, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა და თავის ტკივილი. ზოგადი რეაქციები – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქციები. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუსხვევა, კრუნჩხვების იშვიათი შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, თრომოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეტროპრნია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა. ღვიძლის მხრივ – ალანინ (ალტ) და ასპარაგინ (ასტ) ამინოტრანფერაზების აქტივობის წარმავალი მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე. საშარდე სისტემის მხრივ – ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი. ინფექციურ მონონუკლეოზს აქვს ვირუსული წარმოშობა, ამიტომ ამპიცილინის გამოყენება მისი მკურნალობისთვის არ შეიძლება. მონონუკლეოზით დაავადებულთა დიდ ნაწილში, რომლებიც იღებენ ამპიცილინს, აღინიშნება კანზე გამონაყარი. შეიძლება ვივარაუდოთ გვერდითი მოვლენები, რომელბიც დაკავშირებულია ამპიცილინის მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონტრაჰისტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონტრაჰისტის გვერდითი მოვლენებია: კონტრაჰისტმა, სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: ს განვითარება. ხშირად (100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში): პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა. იშვიათად (1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში): აღგზნებადობა და მუცლის ტკივილი.  ძალიან იშვიათად (10000 პაციენტიდან აღინიშნება 1 პაციენტში):Pპალპიტაცია, სინკოპე, თავბრუხვევა, ტრემორი, მხედველობის გაუარესება, მტკივნეული ან გაძლიერებული შარდვა, შარდის ბუშტის დაცლის უუნარობა, გამონაყარი, ურტიკარია, სუნთქვის გაძნელება, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული საქციელი, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდის მცდელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დილასიდომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დილასიდომის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც. თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპოტონიის დროს. გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის გულის ინდექსის შემცირება. მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს. მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორვალოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორვალოლის გვერდითი მოვლენებია:  კორვალოლი, როგორც წესი კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონკორ კორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონკორ კორის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები ცნს-ის მხრივ, მაგალითად, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატური ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატორიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში, თერაპიის დასაწყისში, აღწერილი სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეული შემთხვევვებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან რამოდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო – ან პოლიართრიტი). დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი. შარდ-სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ასტ, ალტ). თანმხლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება. განსაკუთრებული მითითებანი: – ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზმისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები. – ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობილების შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორ კორით მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს. – ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები