Author Archives: preparatebi

რითმოკარდი / RYTMOCARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რითმოკარდი – რითმოკარდის გამოყენება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან: თუ რითმოკარდს იყენებთ, თავი შეიკავეთ გრეიფრუტის წვენის მოხმარებისაგან. მან შეიძლება გაზარდოს პროპაფენონის პლაზმური დონე.  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.  პროპაფენონი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს, ამიტომ ორსულობის პერიოდში ამ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიყენების პოტენციურ რისკს. პროპაფენონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძური დედის ამ პრეპარატით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთ კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როტარიტმილი / ROTARITMIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როტარიტმილი –  ამი­ო­და­რო­ნი ორ­სულებში მხო­ლოდ სა­სი­ცოც­ხლო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან პრე­პა­რა­ტი ზე­მოქ­მე­დებს ნა­ყო­ფის ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეტრა – ჰუმანითი / Detra – Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეტრა – ჰუმანითი –  ორსულობა: ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი გინეკოლოგია და მეანობა“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დიოსმინით და  ჰესპერიდინით ბუასილის მოკლევადიანი მკურნალობა ორსულობის დროს უსაფრთხო, მისაღები და ეფექტურია. კვლევის განმავლობაში მკურნალობა არ ზემოქმედებს ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე, ნაყოფის წონაზე, ზრდაზე და კვებაზე.  ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული გამოყენება უსაფრთხოების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფამვირი / FAMVIR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფამვირი – გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორსულობა მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ აჩვენეს ფამვირისა ან პენციკლოვირის რაიმე ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენული ეფექტის არსებობა, ფამციკლოვირის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დასაბუთებული არ არის. ფამციკლოვირის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი შედეგი, დედის მკურნალობის დროს, ჩვილისთვის შესაძლო რისკებს აღემატება. ლაქტაცია ცხოველებზე ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა ის, რომ პენციკლოვირი გამოიყოფა დედის რძეში. არ არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, გამოიყოფა თუ არა პენციკლოვირი ადამიანის ძუძუს რძეში. ფამციკლოვირი არ გამოიყენება მეძუძურე დედების მიერ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  დედისთვის მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლომპასარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომპასარის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაალოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაალოქსის გვერდითი მოვლენებია: დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პარკინი / PARKYN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პარკინი –  ორსულობის C კატეგორია. პარკინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, თუ პრეპარატის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს შესაძლო ნაყოფის მხრივ ზიანს. პარკინის მიღების დროს მოსალოდნელია ლაქტაციის ინჰიბირება პროლაქტინის სეკრეციის დათრგუნვის გამო. შესაბამისად, პარკინის მიღება არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მალტოფერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მალტოფერის გვერდითი მოვლენებია: მალტოფერის სიროფის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.  ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია. ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლაქტულოზა – LACTULOSE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაქტულოზა –  ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება გამონაკლის, აუცილებელ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როტალუდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტალუდის გვერდითი მოვლენებია: ტიზანიდინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. დაბალი დოზების მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, გულისრევა, არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება. უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია კუნთების სისუსტე, უძილობა, ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, რაც პრეპარატის მოხსნის ჩვენებას არ წარმოადგენს; ერთეულ შემთხვევებში – სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის დროებითი მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები