Author Archives: preparatebi

იცით ვი პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვი პლუსის გვერდითი მოვლენებია: წინააღმდეგჩვენებები და გვერდითი მოვლენები:  ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის  მიმართ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ვი პლიუსი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ასპირინს და მის მსგავს პრეპარატებს. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთაქვიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთაქვიქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები შეიძლება პაციენტების დაახლოებით 10%-ში გამოვლინდეს. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ფორმით გამოვლინდებიან, შექცევად ხასიათს ატარებენ და ძირითადად თვალის სიმპტომებით შემოიფარგლებიან. ვინაიდან მოცემული სამკურნალო საშუალება ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, ამ კომპონენტმა, ისევე როგორც აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება კონტაქტური დერმატიტი, თვალის გაღიზიანება ან ორივე ერთად გამოიწვიოს. ხშირი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 1 – 10%): თვალის წვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ლორწოს გაჩენა ძაფების სახით. იშვიათი გვერდითი მოვლენები (პაციენტების 0,1 – 1%): ქუთუთოების აქერცვლა, ქემოზი, კონიუნქტივის პაპილარული რეაქცია, ქუთუთოების შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები თვალში, ქავილი თვალში, ტკივილი თვალში, კონიუნქტივის ჰიპერემია, კონიუნქტივაზე ფოლიკულების გაჩენა, მშრალი თვალის სინდრომი, ქუთუთოების ერითემა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, სინათლის შიში და ალერგიული რეაქციები. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი სხვა გვრდითი მოვლენები მოიცავენ თავის ტკივილსა და რინიტს. კლინიკურ კვლევებში რქოვანაზე პრეციპიტატები არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვარფარექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვარფარექსის გვერდითი მოვლენებია:  შედარებით ხშირად აღინიშნება ორგანოებიდან  სისხლდენები და სისხლჩაქცევები. აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს. ცალკეულ შემთხვევაში ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას მოსალოდნელია კიდურებში ან შინაგან ორგანოებში სისხლმიმოქცევის დარღვევა. სისხლმიმოქცევის დარღვევაზე ყველაზე ხშირად მიუთითებს ტკივილი ფეხის თითებში  და კანის მუქი-წითელი ფერი. სხვა (იშვიათ) გვერდით მოვლენებს წარმოადგენს კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, ურტიკარია, ანთება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სიყვითლე), ცხელება, სისუსტე, სისხლის სურათის ცვლილება, გარდამავალი გამელოტება. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პულმოდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პულმოდინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.ალერგიული რეაქციები: იშვიათად ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დორმიკინდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორმიკინდის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაგიმინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაგიმინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:იშვიათად პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ადგილობრივი წვა ან გაღიზიანება ვაგინალური სუპოზიტორიის შეყვანისთანავე. იშვიათად აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორმიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორმიცინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. სიხშირეების განმარტება: ძალიან ხშირი: 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში ხშირი: 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში არახშირი: 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში იშვიათი: 10 000-დან მინიმუმ 1 პაციენტში ძალიან იშვიათი: 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით კლინიკური ცდებისას გამოვლენილი არასასურველი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, რომლებიც გადის პრეპარატის შეწყვეტისთანავე და მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე და მოიცავს ძირითადად გულისრევას, ღებინებას, დიარეას ან მუცლის ტკივილს. პოტენციურად სერიოზული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ლარინგეალური ედემა (გამოწვეული ალერგიული რეაქციით) ან ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ვითარდება კანის სიყვითლის თანხლებით. ეს არის შედარებით იშვიათი რეაქცია. გარდა ამისა 500 მგ ორმიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილია პერორალური აზითრომიცინის მიღებისას: • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი დონე) და მსუბუქი ნეიტროპენიის ტრანზიტორული ეპიზოდები (სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა) • აგრესიულობა, ნევროზულობა, აღგზნება, თავბრუსხვევა, კონვულსიები, თავის ტკივილი, ძილიანობა და ჰიპერაქტიურობა. • სმენის დაქვეითება და იშვიათად, გემოს ცვლილება • დარღვევები გულის მხრივ • მონელების დარღვევები, როგორიცაა ანორექსია, ღებინება/გულისრევა (რაც იწვევს დეჰიდრატაციას), თხელი განავალი, დისკომფორტი მუცლის არეში (კუჭის ტკივილი/სპაზმები), ყაბზობა, გაზების დაგროვება და იშვიათად მძიმე დიარეა, ენის ფერის შეცვლა. • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იშვიათად მძიმე) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა • კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, სითხის აკუმულაცია ან ჭინჭრის გამონაყარი. გამონაკლის შემთხვევებში – მძიმე რეაქციები კანზე. • სახსრების ტკივილი • ვაგინალური სოკოვანი ინფექცია (ვაგინიტის) • სოკოვანი ინფექციები, დაღლილობა, დაბუჟება და ალერგიული რეაქციები. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რუტოზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რუტოზიდის გვერდითი მოვლენებია: პერორალური მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები, თავის ტივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით პროქტოესკულანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროქტოესკულანის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, პროქტოესკულანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები. ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება სპორადულად გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, იშვიათად – ანაფილაქსური შოკი. პრეპარატის შემადგენლობაში პერუს ბალზამის, გვირილის ზეთისა და ეთილპარაჰიდროქსიბენზოატის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება. ბრონოპოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის ექიმს მიმართოს. სხვა ისეთი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დე-ნოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დე-ნოლის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კუჭის მოქმედების გახშირება, ყაბზობა. ეს გამოვლინებები არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო და ატარებს დროებით ხასიათს. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი.  მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – ენცეფალოპათია, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ბისმუტის დაგროვებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები