Author Archives: preparatebi

კეტო-გელი / KETO-GEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტო-გელი –  კეტო-გელის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია. ორსულობის I და II ტრიმესტრში გელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.  მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კეტილეპტი / KETILEPT® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტილეპტი –  ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მისაღებად აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რელანიუმი / RELANIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რელანიუმი –  პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული საშუალების გამოყენება არ არის შესაძლებელი ან წინააღმდეგნაჩვენებია. ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.  იმის გამო, რომ დიაზეპამი გამოიყოფა დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანდანტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდანტე გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ყველაზე ხშირი შეტყობინებებია ისეთი არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიც არის ამნეზია, პარესთეზიები, ძილიანობა, დისმენორეა. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ისაზღვება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშირად (≥1/100 – <1/10)     არახშირად (≥1/1000 – <1/100) იშვიათად (≥1/10000 – <1/1000) ძალიან იშვიათად (<1/10000)   უცნობი (არსებული მონაცემებით განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია) სიხშირის ყველა ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდეგნილია კლებადობით  ჩასასმელია ცხრილი ამნეზია პრეპარატის რეკომენდებული, თერაპევტული დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია. ეს რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. ამნეზიის ეფექტს შეიძლება ახლდეს მიუღებელი ქცევა (იხ. განყოფილება “სიფრთხილით”).  დეპრესია ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ფარული დეპრესიის კლინიკური ნიშნების გამოვლენა. ფსიქიკურ დარღვევები და <<პარადოქსული>> რეაქციები ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია შეიძლება განვითარდეს  ფსიქიკური და <<პარადოქსული>> რეაქციები. ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ფსიქმოტორული ტიპის აგზნების, შფოთვის, გაღიზიანებულობის, კონტროლის დაქვეითების, აგრესიის, აზროვნების დარღვევის, ბოდვის, ძლიერი სიბრაზის მოვლის, ღამის კოშმარების, დეპერსონალიზაციის, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, მიუღებელი ქცევის, ექსტრავერსიების, ხასიათისთვის არადამახასიათებელი და ქცევის სხვა არასასურველი რეაქციები. ისინი უფრო ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ადამიანებში. დამოკიდებულება პრეპარატის მიღებამ (თერაპევტულ დოზებშიც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მიღების შეწყვეტას შეიძლება ახლდეს <<მოხსნის>> სინდორომი (იხ. განყოფილება “სიფრთხილით”. შეიძლება ჩამოყალიბდეს ფსიქიკური დამოკიდებულება. აღწერილია ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პეფსალი / Pefsal ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პეფსალი –  ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისათვის პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ჰალიდორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰალიდორის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სპორადული შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის მოშლა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგჯერ, ცნობიერების გარდამავალი არევა, ჰალუცინაციები, ძალიან იშვიათად – ცნს-ის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტონური და კლონური კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს წინაგულის ან პარკუჭოვანი ტაქიარითმიები (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენურ პრეპარატებთან ერთად შეყვანისას). კანის მხრივ: ალერგიის სიმპტომები. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის წონის მომატება თრომბოფლებიტის შიგნით შეყვანისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კოლნარი-სანოველი /COLNAR-SANOVEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოლნარი-სანოველი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როზუვასტატინის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები. რამდენადაც ნაყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები, ჰმგ-KOA-რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება ორსული ქალებისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელს. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ქალის რძეში როზუვასტატინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამდენად, ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მატარენ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მატარენ პლუსის გვერდითი მოვლენებია: დამოკიდებულია ინდივიდუალურ რეაქციაზე კრემზე. შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), კანის აქერცვლა, ჰიპერემია. ძლიერი და შემაწუხებელი რეაქციის განვითარების შემტხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარმატექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარმატექსის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მინიმალურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიკლო-დენკი 100 რეტარდი / Diclo-Denk 100 Retard ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლო-დენკი 100 რეტარდი –  ნატრიუმის დიკლოფენაკი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ბავშვსა და დედაზე ტოქსიური ზეგავლენის გამო.  ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.  მისი მოქმედების გამო ნატრიუმის დიკლოფენაკი თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბოტალის სადინრის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენებისკენ და დედის შეშუპების რისკს.  აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი, და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი