Author Archives: preparatebi

გელოფუზინი – GELOFUSINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გელოფუზინი –  დღეისათვის არ არსებობს მონაცემები გელოფუზინის ემბრიოტოქსიკურობის შესახებ. რადგან გელოფუზინით მკურნალობის პროცესში ალერგიული (ანაფილაქსიურ/ანაფილაქტოიდური) რეაქციების განვითარების საშიშროება მთლიანად გამორიცხული არ არის, ორსულობის დროს მისი დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს. გელოფუზინის დედის რძეში ექსკრეგირების მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლარიტინი – CLARITINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლარიტინი –  ცხოველებზე კვლევისას კლარიტინის ტერატოგენობა დამტკიცებული არ არის, მაგრამ, რადგანაც არ გვაქვს მონაცემები ადამიანებზე, ორსულობის დროს კლარიტინის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს. * ლორატადინი და მისი მეტაბოლიტი დეკარბოეტოქსილორატადინი აღწევს დედის რძეში იგივე კონცენტრაციით რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის დროს მიზანშეწონილია ან ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნონბლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონბლონის გვერდითი მოვლენებია: ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც); ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება; სხვა: ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიტოლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიტოლაქსის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს: • მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია; • ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის); • ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პროპრანოლოლი – PROPRANOLOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროპრანოლოლი –  ორსულობის დროს ანაპრილინი ინიშნება სიფრთხილით, ხოლო მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე მისი მიღება წყდება. ლაქტაციის პერიოდში იგი ინიშნება სიფრთხილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იოდი ლაროფარმა / iodide ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იოდი ლაროფარმა –  იოდი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში, ამიტომ საკვების დანამატის მიღება ორსული და მეძუძური ქალების მიერ შეიძლება მხოლოდ ექიმის რჩევით. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეოაგრეგანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოაგრეგანის გვერდითი მოვლენებია: აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება;  ზოგიერთ შემთხვევაში – სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი. ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი. ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალბეზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალბეზის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰეპატიტი; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; დერმატოლოგიური რეაქციები: სხვადასხვა გენეზის ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შექცევადი ალოპეცია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, პანციტოპენია; სხვადასხვა: ცხელება, არტერიული წნევის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხონდროქსიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხონდროქსიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდირატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდირატის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება; იშვითად – ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (დოზის შერჩევის პერიოდში), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურებში გაცივების შეგრძნება), ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომების ან რეინოს სინდრომის გამწვავება; ცალკეულ შემთხვევებში – გულის უკმარისობა.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქული ასთმა (მიდრეკილ ავადმყოფებში); იშვიათად – ცხვირის გაჭედილობა.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. სისხლის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.  სხვა – კიდურების ტკივილი, იშვიათად – პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები