Author Archives: preparatebi

როტალეპტინი / ROTALEPTIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როტალეპტინი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის და შესაძლო რისკი ნაყოფისთვის.  გაბაპენტინი გადადის დედის რძეში, ამიტომ საჭიროა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის და შესაძლო რისკი ახალშობილისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მელიპრამინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელიპრამინის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფებში, ვინც იღებს ამ პრეპარატს, შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. მათგან ზოგიერთი დამოკიდებულია დოზაზე და უკუვითარდება მისი შემცირებისას, ან მკურნალობის გაგრძელებისას მათი გამოხატულება მცირდება დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განსხვავება რთულია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი სიმპტომებისაგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე). – იმიპრამინის შეყვანა უნდა შეწყდეს მძიმე ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების ჩივილებისა ან სიმპტომების გამოვლენისას. – ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიქოლინერგული, ნევროლოგიური, ფსიქიკური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენების მიმართ. მეტაბოლიზმი და პრეპარატის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, რის შედეგადაც პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში იმატებს. – ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები დაღლილობა, ძილიანობა, შფოთვის მომატება, აგზნება, ძილის დარღვევა, ჰიპომანიაკალურ-მანიაკალური მდგომარეობა, ცნობიერების დარღვევა (განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში და პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში), დეზორიენტაცია, ზოგჯერ ჰალუცინაციები, იშვიათ შემთხვევებში აქტივირდება ფსიქოზის სიმპტომები. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგრესიული ქცევა. – ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები ხშირად აღინიშნება ტრემორი. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ეპილეფსიურ შეტევებს. ზოგჯერ აღინიშნებოდა ელექტროენცეფალოგრამის ცვლილებები, კუნთების კლონური შეკუმშვები, სისუსტე, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ატაქსია, არამკაფიო მეტყველება, მაღალი ცხელება. – გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად აღინიშნება სინუსური ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (T კბილის და ST სეგმენტის) გულის ნორმალური მდგომარეობის მქონე პაციენტებში და ორთოსტატული ჰიპოტენზია. არსებობს არითმიის, QRS კომპლექსის გაფართოების, PR ინტერვალის გაზრდის და აგრეთვე წინაგულოვანი ჰისის კონის ბლოკადის შემთხვევები. ზოგჯერ აღინიშნებოდა არტერიული წნევის ზრდა, გულის მუშაობის დეკომპენსაცია, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი. – ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები პაციენტები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, ოფლიანობას, ყაბზობას, აკომოდაციის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დარღვევას, მხურვალების შეგრძნებას ან ალებს. ზოგჯერ აღინიშნება შარდვის გაძნელება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თვალის გუგის გაფართოება, გლაუკომა და ნაწლავების პარალიზური გაუვალობა. – გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, უმადობა. რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია სტომატიტი, ენის დაზიანება და არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. – ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები: ზოგიერთ შემთხვევაში – ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი სიყვითლის გარეშე. – დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები ზოგჯერ აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), აღწერილია ცალკეული შემთხვევები ლოკალური ან გენერალიზებული შეშუპებით, შუქმგრძნობელობით, ქავილით, პეტექიებით, ალოპეციით. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ენდოკრინულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას: ხშირად მატულობს სხეულის წონა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და პოტენციის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია გინეკომასტია, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონების სეკრეციის დარღვევის სინდრომი, ჰიპო – ან ჰიპერგლიკემია, სხეულის წონის შემცირება. – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრირებულია ალერგიული პნევმონიტი ეოზინოფილიით ან მის გარეშე. სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტენზიით. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სისხლის სისტემას: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და პურპურა. – გვერდითი მოვლენები გრძნობათა ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ათერომოდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ათერომოდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები არ გამოვლენილა  დამატებითი შენიშვნები •             სისხლში ლიპიდების ზრდა, განსაკუთრებით ქოლესტეროლის,  ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორი, რომელიც არის გავრცელებული მდგომარეობა უფროსი ასაკის ადამიანებში და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზი.   ათერომოდის შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ათეროსკლეროზის რისკის დაწევაში, ქიმიური ჰიპო-ლიპიდემიური მედიკამენტების  გვერდითი მოვლენების გარეშე. •             ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. •             სხვა მედიკამენტების მსგავსად ათერომოდის შემოგარსული ტაბლეტები შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.  •             შეინახეთ მედიკამენტი თავის კონტეინერში, სინათლისაგან მოშორებულ ადგილას 15-30°Cტემპერატურაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკომის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის მიღებისას, დაკავშირებული დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია სემცირდეს, პრეპარატის დოზის შემცირებით. მეტნაკლებად ხშირ არასასურველ რეაქციად გვევლინება დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის აუცილებელ სემცირებას არის კუნთების მოძრაობა და ბლეფაროსპაზმი. არასასურველი რეაქციები, რომლებიც, როგორც ნავარაუდებია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან ნაჩვენებია ქვემოთ. თითოეულ ქვეჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის შესუსტების მიხედვით. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (მოვლენათა წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია). კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, (კისტების და პოლიპების ჩათვლით) სიხშირე უცნობია: მელანომა. (იხ. ნაწილი „უკუჩვენება“) სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევის მხრივ იშვიათად: ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიტური), თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. იმუნური სისტემის მხრივ იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევის მხრივ ხშირად: ანორექსია; სიხშირე უცნობია: წონის დაკარგვა ან მატება, შეშუპებები. ფსიქიკის მხრივ ხშირად: ძილის დარღვევა, რომელიც კოშმარულ სიზმრებს მოიცავს, ჰალუცინაციები, დეპრესია მათ შორის სუიციდალური განზრახვებით და მის გარეშე, გონების დაბინდვა; არახშირად: აჟიტაცია; იშვიათად: ფსიქოტური რეაქციები, ბოდვების და პარანოიდალური აზროვნების ჩათვლით, ლიბიდოს მომატება. სურვილების (იმპულსების) კონტროლის დარღვევები: აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულება, მომატებული სექსუალური აქტივობა, მომატებული ლიბიდო, დაუძლეველი სწრაფვა ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიური ჭარბი კვება (ბულიმია) შეიძლება გაჩნდეს იმ პაციენტებში, რომლებიც დოფამინის აგონისტებს და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველ დოფამინერგიულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ. (ნაკომის ჩათვლით) (იხ. „სიფრთხილის ზომები“). ეს არასასურველი რეაქციები ძირითადად შექცევადია პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიხშირე უცნობია: მღელვარება, დეზორიენტაცია, ეიფორია, უძილობა, ბრუქსიზმი, დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს)* *დდს წარმოადგენს წამალზე დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება ზოგიერთ პაციენტს, სამკურნალო პრეპარატის მიღებისას, კარბიდოპის და ლევოდოპის შემცველობით (ნაკომი), და გამოკვეთილი აკვიატებული მისწრაფებით პრეპარატის დოზის ბოროტად გამოყენებით, რომელიც აჭარბებს მოტორული სისტემის ადექვატური კონტროლისათვის აუცილებელ ნორმას, რომელსაც შედეგად მივყავართ მძიმე დისკინეზიამდე. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: დისკინეზიები, ქორეას, დისტონიის.ხშირად: ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი), თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა, მათ შორის დღის პერიოდში გადაჭარბებული ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ძილის უეცარი დადგომა. არახშირად: სინკოპე; იშვიათად: დემენცია, კონვულსიები; სიხშირე უცნობია: ატაქსია, ხელების ტრემორი, ექსტრაპირამიდული დარღვევები და მოძრაობის დარღვევები,  თავის ტკივილი, ინტელექტის სიმახვილის შემცირება,, ბერნარ-გორნერის ლატენტური სინდრომის აქტივაცია, დამუნჯება, გულის წასვლა, ვარდნები და სიარულის დარღვევები,  ოკულოგირული კრიზები (თვალის კაკლის გარეთა კუნთების ტონური კრუნჩხვა) გაღიზიანების შეგრძნება, ტრიზმი. დარღვევები მხედველობითი ორგანოს მხრივ სიხშირე არ არის დადგენილი: ბლეფაროსპაზმი, მხედველობის დაბინდვა, გუგის გაფართოება, გაორება. გულის მხრივ დარღვევები: სიხშირე უცნობია: გახშირებული გულისცემა. იშვიათად: გულის მუშაობის დარღვევა დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ხშირი: ორთოსტატიკური რეაქციები, ჰიპოტინეზიის ეპიზოდების ჩათვლით იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ფლებიტი. სიხშირე დადგენილი არ არის: მოწოლა, ჰიპერემია სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ ხშრად: ქოშინი; სიხშირე უცნობია: ხმის ხრინწიანობა, სუნთქვის ანომალიური ხასიათი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ხშირად: ღებინება, დიარეა; იშვიათად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, ნერწვის გამუქება; სიხშირე უცნობია: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნერწყვდენა, დისფაგია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, დისპეპსია, ენის წვის შეგრძნება, პირში სიმწარის შეგრძნება, გულისრევა, ბოყინი. კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევების მხრივ არახშირად: ჭინჭრის ციება; იშვიათად: ქავილი, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლის გამუქება; სიხშირე უცნობია: მომატებული ოფლის გამოყოფა. ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევების მხირვ არახშირი: კუნთების კრუნჩხვა სიხშირე დადგენილი არ არის: კუნთების მოძრაობა შარდგამომყოფი სისტემის და თირკმელების დარღვევის მხრივ იშვიათად: შარდის გამუქება. სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება. რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევების მხრივ სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი. ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას ხშირად: ტკივილი გულმკერდის არეში; სიხშირე უცნობია: ასთენია, შეშუპებები, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, მომატებული დაღლილობა, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, (იხ. „სიფრთხილის ზომები“), სისუსტე. ლაბორატორიული  და ინსტრუმენტალური მონაცემები სიხშირე უცნობია: ფუნქციონალური ღვიძლის სინჯის გაზრდილი მაჩვენებლები (ტუტე ფოსფატაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის), სისხლის შრატში შარდოვანას აზოტის, სისხლის შრატში შარდოვანას შემცველობის მომატება, კუმბსის დადებითი სინჯი. ყოფილა შეტყობინებები ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონეების შემცირების, ჰიპერგლიკემიის, ლეიკოციტოზის, ბაქტერიურიის, ჰემატურიის შესახებ. ლევოდოპას და კარბიდოპას შემცველმა პრეპარატემა შეიძლება გამოიწვიონ ცრუ-დადებითი რეაქცია კეტონურ სხეულებზე შარდში, თუ კეტონურიის განსაზღვრისთვის გამოყენება ტესტ-ზოლები. შარდის ნიმუშის ადუღების შემდეგ ეს რეაქცია არ შეიცვლება. ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას გლუკოზურიის განსაზღვრის გლუკოოქსიდაზური მეთოდის გამოყენებისას. არასასურველი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის რაც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ურსოდეოქსიქოლის მჟავა – URSODEOXYCHOLIC ACID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურსოდეოქსიქოლის მჟავა –  ვინაიდან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი პრეპარატის ემბრიოტოქსიურობა, ქალებში რეპროდუქციის პერიოდში მისი დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებების გამოყენების შემდეგ. პრეპარატის მიღების წინ ორსულობა უნდა გამოირიცხოს. უსაფრთხოების მიზნით პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეო-ენტეროსეპტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეო-ენტეროსეპტოლის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შეკრულობა,  ნაწლავური გაუვალობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებული მითითებანი: მწვავე დიარეის შემთხვევაში პრეპარატის მიღებიდან 2 დღის, ხოლო ქრონიკული დიარეის შემთხვევაში _ 10 დღის შემდეგ არ იქნა გამოხატული ეფექტი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დიაგნოზის დაზუსტება. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ბაქტერიული ეთიოლოგიის მწვავე დიარეის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაქსიბიოტიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიბიოტიკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები:მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი   ეფექტები:ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება  და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ავანდიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავანდიას გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ ანემია ლეიკოპენია თრომბოციტოპენია გრანულოციტოპენია მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ანემია ხშირად დოზადამოკიდებულია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერგლიცერიდემია ჰიპერლიპიდემია სხეულის მასის ზრდა მადის გაძლიერება ჰიპოგლიკემია მასის გაძლიერება დოზადამოკიდებულია და შესაძლოა, უკავშირდებოდეს სითხის შეკავებასა და ცხიმოვანი ნადების დაგროვებას. დაბალი და საშუალო ხარისხის ჰიპოგლიკემია უმთავრესად დოზადამოკიდებულია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ თავბრუსხვევა თავის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება მიოკარდიუმის იშემია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შეკრულობა (საშუალო და მსუბუქი) ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ ძვლების მოტეხილობა მიალგია ორგანიზმის მხრივ მთლიანობაში შეშუპება ფილტვების ზომიერი შეშუპება ხშირად დოზადამოკიდებულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კოკლავი / COCLAV ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოკლავი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა. კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუოქსეტინი / FLUOXETINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუოქსეტინი –  • ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მესამე ტრიმესტრში მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს. • ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი