Author Archives: preparatebi

იცით კარბოზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოზინის გვერდითი მოვლენებია: ძვლის ტვინი: ძვლის ტვინის დათრგუნვა, უპირატესად თრომბოციტოპენიის, და ნაკლებად ლეიკოპენიის სახით, არის კარბოპლატინის ძირითადი დოზით-შეზღუდული ტოქსიკურობა. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა შექცევადი ად არა-კუმულაციურია. თრომბოციტების მინიმალური დონე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, რომელიც 5 კვირის განმავლობაში აღდგენა. ლეიკოპენია მაქსიმუმს აღწევს 3-4 კვირის შემდეგ. აღდგენა, უფრო ნელია, თუმცა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 5-6 კვირის შემდეგ. ხშირად აღინიშნება მსუბუქი ანემია.  ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მძიმე იყოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში ძვლის ტვინის არასაკმარისი ეზერვითა და პაციენტებში სუსტი აქტივობის სტატუსით. გასტროინტესტინალური მოვლენები: ხშირად აღინიშნება გულისრევა და ღებინება, რომელიც მძიმეა შემთხვევათა 20%-ში. გულისრევა და ღებინება ხშირად ქრება მკურნალობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ნეფროტოქსიკურობა: ზოგადად, ნეფროტოქსიკურობა არ არის დოზა-შეზღუდული კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში. პაციენტების დაახლოებით 16%-ში (13-20%) შეიძლება გაიზარდოს სისხლის კრეატინინისა და შარდოვანას დონეები.  თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევა, რომელსაც ვადგენდ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით <60 მლ/წთ, შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების 25%-ში (19.31%). ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, რომელიც კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე დგინდება.  ჯერ უცნობია, შეიძლება თუ არა ნეფროტოქსიკური ეფექტის პრევენცია სათანადო ჰიდრატაციით, თუმცა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეჩერება შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევის შემთხვევაში.  შრატში ელეტქროლიტების (მაგნიუმი, კალიუმი და ზოგჯერ კალციუმი) დონის შემცირება შეიძლება აღინიშნებოდეს კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში, თუმცა კლინიკური შედეგების გარეშე. ნერვული სისტემა: პაციენტების დაახლოებით 5%-ში შეიძლება განვითარდეს პერიფერული ნეიროპათია პარესთეზიების სახით. სიხშირე და სიმძიმე შეიძლება უფრო მაღალი იყოს პაციენტებში, რომლებიც ადრე ცისპლატინით მკურნალობდნენ.  ოტოტოქსიკურობა: კარბოპლატინით მკურნალი პაციენტების 15%-ში (6-35%) აღინიშნებოდა აუდიოგრამით გამოვლენილი, კლინიკურად უმნიშვნელო სმენის დაქვეითება მაღალი სიხშირის ტალღებში (4000-8000 Hz). პაციენტების 1%-ში (0.5-2.3%) აღინიშნებოდა ოტოტოქსიკურობის კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები, უფრო ხშირად ხმაური ყურებში. პაციენტებში, ცისპლატინით ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული სმენის დაქვეითება კარბოპლატინით მკურნალობისას შეიძლება გაგრძელდეს ან განიცადოს პროგრესი.  ალერგიული რეაქციები: კარბოპლატინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების დაახლოებით 2%-ში, ხშირად კანის რეაქციების სახით, როგორებიცაა ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი.  სხვადასხვა: აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვეული შედეგები (ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, SGOT/SGPT). ეს დარღვევა ხშირად მძიმე არ არის. აღინიშნება ალოპეციისა და მუკოზიტის შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რეგულონი / REGULON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეგულონი –  ორსულობა: რეგულონის ტაბლეტების დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა. თუ პრეპარატის მიღების ფონზე დადგა ორსულობა, საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს პრეპარატის რეგულონი მიღება. ეპიდემიოლოგიურ კვლევებში დადგინდა, რომ თანდაყოლილი მანკების სიხშირე ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პერორალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს ორსულობამდე, არ გაზრდილა და ორსული ქალის მიერ ორსულობის ადრეულ ვადაზე პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების მიღებისას ტერატოგენული ეფექტი არ გამოვლენილა. ლაქტაცია: იქიდან გამომდინარე, რომ პერორალურ კონტრაცეპციულ საშუალებებს შეუძლია ლაქტატის რაოდენობის შემცირება და მისი შემადგენლობის ცვლილება, გარდა ამისა, ლაქტატში გადასვლა, პრეპარატების მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულიარ არის 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იმიგრანი / IMIGRAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმიგრანი –   ორსულობა  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელი ეფექტი უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მიყენებული ზიანის რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როტაბიოტიკი / ROTABIOTIC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როტაბიოტიკი –  გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ადენიტ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადენიტ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, ადენიტ ფორტესაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ადენიტ ფორტეს მიღება და მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე: • მწვავე ალერგიული რეაქცია – მოულოდნელი ქავილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება (გამოვლინდება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით), გულის წასვლის შეგრძნება. ყველა ჩამოთვლილი მოვლენა სერიოზულ ხასიათს ატარებს. ნებისმიერი მათგანის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. გვერდითი მოვლენები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი: 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველ 100 პაციენტში ნაკლებად ხშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში იშვიათი: 1 შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტში უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფენოგელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენოგელის გვერდითი მოვლენებია: ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, ფენოგელის 50 მგ/გ გელმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.  შესაძლოა გამოვლინდეს პერიოდული ზომიერი ადგილობრივი ერითემა, დერმატიტი, ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი დამუშავებულ ადგილზე, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. გვერდითი მოვლენის სახით შესაძლოა გამოვლინდეს ფოტოსენსიტიური რეაქციები. სხვა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპო-პროვერას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპო-პროვერას გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ანაფილაქტოიდური რეაქციები. შედედების სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა. ცნს-ის მხრივ: ნერვული აგზნებადობა, ძილიანობა, სისუსტე, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. სასქესო ორგანოების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საძევე ჯირკვლის მგრძნობელობის მომატება, სასქესო ორგანოდან გამონაყოფის ხასიათის შეცვლა. სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, პიროგენული რეაქციები. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ტკივილი, გამკრივება და კანის ფერის შეცვლა. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობის პროცესში თუ ტარდება საშვილოსნოს ყელისა და/ან ენდომეტრიუმის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიურ კვლევა საჭიროა ამის შესახებ ჰისტოლოგის ინფორმირება. დეპო-პროვერა უარყოფითად არ მოქმედებს ლაქტაციის პერიოდში. მისი კონცენტრაცია რძეში უმნიშვნელოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გლიფორი 1000 მგ / GLIFOR 1000 mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიფორი 1000 მგ –  B კატეგორიის პრეპარატი  ადექვატური გამოკვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეტფორმინის გამოყენების უსაფრთხოებაზე არ არსებობს. ამდენად, მისი გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაზიქსი / LASIX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაზიქსი –  ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რივანოლის ფხვნილი 0,1 გრ. / Rivanolum ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რივანოლი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს უკუჩვენება არა აქვს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი