Author Archives: preparatebi

იცით იმოვაქსი ოერილონსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმოვაქსი ოერილონსის გვერდითი მოვლენებია:  – ინექციის ადგილას შესაძლოა უმნიშვნელო ერითემატოზული რეაქციის განვითარება, რომელსაც ხანდახან თან ახლავს ტემპერატურის ზომიერი მომატება და (იშვიათად) – ყბა-ყურის ჯირკვლების ანთება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ხანმოკლე და უმნიშვნელოა, რომელიც ვლინდება ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ ან მოგვიანებით. – მონიტორინგის შედეგად იშვიათად აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევები როგორიცაა: მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი და ცალმხრივი სიყრუე. ვაქცინის შეყვანის შემდეგ 30 დღის განმავლობაში, რომელიც შეიცავს Urabe AM-9-ის შტამს, აღინიშნება არაბაქტერიული მენინგიტი გართულებების გარეშე. ხანდახან ცერებროსპინალური სითხიდან შეიძლება იზოლირებულ იქნას ეპიდემიური პაროტიტის ვირუსი. ზოგიერთ შემთხვევებში სპეციალური მეთოდის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე და ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვაზე იძლევა ვაქცინის მსგავსი ვირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. – ასეპტიური მენინგიტის შემთხვევების სიხშირე ვაქცინაციის დროს შედარებით დაბალია, ვიდრე ეპიდემიური პაროტიტის, რომელიც პაროტიტის ველური ვირუსით არის გამოწვეული. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოჯანმრთელებას რაიმე გართულებების გარეშე. – ორქიტის განვითარების შემთხვევები ძალზე იშვიათად აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლომუსტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომუსტინის გვერდითი მოვლენებია: სისხლის წარმომქმნელ სისტემაში ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – ანემია. მომნელებელ სისტემაში: გულისრევა, ღებინება უმადობა, სტომატიტი; იშვიათად – ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: ინფილტრატები და ფიბროზი ფილტვებში. სხვა: ალოპეცია (გამელოტება), თირკმლის ფუნქციის მოშლა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივიალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივიალის გვერდითი მოვლენებია: ენდოკრინული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სხეულის მასის ცვლილება, საშოდან სისხლდენა, პრეთიბიალური შეშუპება. ცნს–ის მხრივ: ზოგჯერ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება. გვერდითი მოვლენების რიცხვი არ არის დიდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციტრარგინინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტრარგინინის გვერდითი მოვლენებია: ურტიკარია პარაბენის არსებობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პაკლიტაქსელი-ჰუმანითი / PACLITAXEL – HUMANITY ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პაკლიტაქსელი-ჰუმანითი –  პაკლიტაქსელი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. პაკლიტაქსელით მკურნალობის დროს საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. პაკლიტაქსელით მკურნალობის დროს და თერაპიის დასრულებიდან 3 თვის მანძილზე, უნდა მოხდეს კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრობიოქსინი / PROBIOCSIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრობიოქსინი –  პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეოქოლდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოქოლდის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდირებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიული რეაქციების განვითარებას კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ჰემოპოეზური სისტემის მხრივ დარღვევები. პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას მოსალოდნელია ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, რისთვისაც აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კოზაარი – COZAAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოზაარი –  * არ არის მონაცემები კოზაარის გამოყენების შესახებ ორსულებში. ცნობილია, რომ პრეპარატი მოქმედებს რენინგ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, II და III ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტი ან ზოგ შემთხვევაში სიკვდილიანობაც, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის მიღება სასტიკად აკრძალულია. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრიმაცეფი / PRIMACEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრიმაცეფი –  არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. პრიმაცეფის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, თუმცა ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კამპტოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამპტო გვერდითი მოვლენებია: სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი. ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე). სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე). ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა. მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს. მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები