Author Archives: preparatebi

იცით ლორინდენი A-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორინდენი A-ის გვერდითი მოვლენებია: კონტაქტური ეკზემის სხვადასხვა რეაქციები, ალერგიის სიმპტომები, განსაკუთრებით ალერგიული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. არსებული ვულგარული ან ვარდისფერი ფერიმჭამელების და პერიორალური დერმატიტის გამწვავება. შესაძლებელია აგრეთვე პოსტსტეროიდული ფერიმჭამელები, კანის ატროფია და სტრიები, კანის წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შესაძლებელია დეპიგმენტაციით მიმდინარე კანის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უროჰერბი / Uroherb ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უროჰერბი –  მიუხედავად იმისა რომ პრეპარატში შემავალი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულებისთვის, მისი გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის სასურველი. ხოლო ორსულობის მოგვიანებით ვადებზე, ასევე მეძუძურ დედებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კალიუმის იოდიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიუმის იოდიდის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას პირებში იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გვერდითი მოვლენების განვითარება აღინიშნება იშვიათად. ფარისებრ ჯირკვალში დიდი უბნების არსებობის შემთხვევაში, სადაც აღინიშნება ჰორმონების უკონტროლო შიდასეკრეცია, პრეპარატის დოზირებისას 150 მკგ, შესაძლებელია განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ (დოზირება 300 მკგ-დან 1000 მკგ-მდე) ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. ამას შეიძლება წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოაქტიური სიმსივნე ან სიმსივნე, ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე. ამის საშიშროება აღინიშნება მოხუცებულ პაციენტებში ხანგრძლივად არსებული ჩიყვით. იშვიათად აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები. ასევე იშვიათად, იოდისმიერი ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლის შეშუპება. შესაძლებელია კალიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში, კერძოდ, თირკმელების ფუნქციის შეზღუდვისას და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უროფოსი / Urofos ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უროფოსი – ორსულობა  მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ. თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორუსლობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ. ლაქტაცია მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უცნობია, გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი გადადის დედის რძეში და რადგან უროფოსი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ახალშობილებისთვის, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის ან მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი, ნაყოფისთვის სავარაუდო რისკისა და დედისთვის სარგებლის შეფასების გზით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მედაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედაზეპამის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: – ძილიანობა, ყურების დაგუბება; – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; – გონების არევა და დეზორიენტაცია; – ატაქსია. ეს მოვლენები ყველაზე ხშირია ხანდაზმული ასაკის პირებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში დოზის შესაბამისი შემცირება მნიშვნელოვნად აქვეითებს ამ არასასურველი მოქმედებების წარმოქმნის სიხშირეს. იშვიათია: – საერთო სისუსტე, ზოგჯერ გულყრა; – პირის სიმშრალის შეგრძნება; – მხედველობის დარღვევები (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია); – დიზართრია გაურკვეველი მეტყველებით და არასწორი გამოთქმით; – ამნეზია; – კუნთების ტრემორი; – დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხივ; – ლიბიდოს დაქვეითება; – მენსტრუალური ციკლის დარღვევა; – ღვიძლის ფუნქციის მოშლა; – სისხლის მორფოლოგიური სურათის შეცვლა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); – შარდის გამოყოფის დარღვევები; – არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება; – კანის ალერგიული რეაქციები; – პარადოქსული რეაქციები – ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესია, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები ყველაზე ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ხანდაზმულ და ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში; – პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს წამალზე დამოკიდებულების განვითარებას, ასევე აბსტინენციური სინდრომის განვითარებას მედაზეპამის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიკლაზიდი MR –APO –  გლიკლაზიდ MR – APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან დადასტურდა თქვენი ორსულობის ფაქტი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს უფრო შესაფერისი მკურნალობა.   თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ გლიკლაზიდ MR – APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. სხვა ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრესტანსი / PRESTANCE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრესტანსი –  კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან სანამ დაიწყებთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.  ორსულობა  თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას)  თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ პრესტანსის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე.ის ასევე გირჩევთ პრესტანსის შეცვლას სხვა პრეპარატით, რადგანაც პრესტანსის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებული არ არის, ხოლო მისმა მიღებამ ორსულობის მე-3 თვის შემდეგ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.  ლაქტაცია თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ ამას აცნობეთ თქვენს ექიმს. პრესტანსის დანიშნვა რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში. თქვენმა ექიმმა Dშეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალოეს წვენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალოეს წვენის გვერდითი მოვლენებია: • საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;  • ალერგიული რეაქციები; • საშვილოსნოს ტონუსის მომატება ორსულობის დროს;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მასიჟენი პაპა რეალეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მასიჟენი პაპა რეალე გვერდითი მოვლენებია: გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი. გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაზივინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაზივინის გვერდითი მოვლენებია: ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება. იშვიათად – ნაზივინის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ – „გაჭედილი ცხვირის“ უფრო ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია). ადგილობრივი ნაზალური გამოყენების დროს დოზის მრავალჯერადი გადაჭარბება ხანდახან იწვევს ისეთ სისტემურ სიმპატომიმეტურ ეფექტს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები