Author Archives: preparatebi

იცით ნორმოშპირონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმოშპირონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ალდოსტერონით კალიუმის გაძლიერებული გამოყოფის კონკურენტულ ბლოკირებასთან და სპირონოლაქტონის ანტიანდროგენულ ეფექტთან. კანის მხრივ: ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანულარული ერითემის, კანის მგლურასმაგვარი ცვლილებების, ალოპეციის ერთეული შემთხვევები. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ოსტეომალაცია (ცალკეული შემთხვევა). ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ატაქსია, მომატებული ძილიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭის ტკივილი, წყლული, დიარეა, ღებინება, გულისრევა, სისხლდენა კუჭიდან. ღვიძლის მხრივ: ჰეპატიტი (ცალკეული შემთხვევა). წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია (ხშირად განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას), ჰიპონატრიემია, ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად გინეკომასტია, დოზადამოკიდებული ამენორეა, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, მენსტრუაციების შეცვლა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია, ქალებში ხმის ტემბრის შეცვლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის არასასურველი დაწევა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია ღვიძლის ციროზის ფონზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსინის გვერდითი მოვლენებია: როგორც წესი ცეფტრიაქსონი კარგად გადაიტანება. მისი გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ქრება ან თავისით, ან პრეპერატის მიღების შეწყვეტისთანავე: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ(ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს). თხიერი განავალი ან დიარეა, გულის რევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი. კანის რეაქციები(დაახლოებით 1%): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება. სხვადასხვა: იშვიათად თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება. ინტრავენური ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

როსისეპტინი / Rosiseptin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როსისეპტინი –  სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

თვაისი– HL –ჰუმანითი / Twice – HL –Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თვაისი– HL –ჰუმანითი – ფერტილობა,  არ არსებობს საკმარისი მონაცემები  *** (მედიკამენტის სახელი)გამოყენების შესახებ ორსულებში ან  ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლექსიპარინი / KLEXIPARIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლექსიპარინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი დოზებისთვისთვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; ორსულობა. I ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. ორსულობის I ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, მისი ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტების შესაფასებლად არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები. ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში სასურველია ენოქსაპარინი არ დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. II და III ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით II და III ტრიმესტრში გამოყენებისას ცნობილი არ არის ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა დამაჯერობლობისთვის აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ II და III ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განიხილონ. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. დოზებისთვისთვის: 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; არსებული კლინიკური მონაცემები საშუალებას არ იძლევა დადგინდეს, ორსულობის პერიოდში ენოქსაპარინის სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, განვითარების მანკებისა და ფეტოტოქსიკურობის გამოწვევის უნარი. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ორსულობის დროს ენოქსაპარინის სამკურნალო დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპინალური და ეპიდურული ანესთეზია აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დაბალმოლეკულური ჰეპარინით.     ძუძუთი კვება. ვინაიდან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის აბსორბცია შეუძლებელია, მეძუძური დედების ენოქსაპარინით მკურნალობა უკუნაჩვენები არ არის.   ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა გასათვალისწინებელია მოსალოდნელი გვერდითი რექციების გამოვლენა (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლოტეგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოტეგრას გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა თავის ტკივილი. იშვიათად პირის სიმშრალე, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპილაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპილაკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ქრება. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება ძილის დარღვევა, რომელიც გაივლის პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დეპრექსორი / DEPREXOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეპრექსორი –  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ან ბავშვს აწოვებთ ძუძუს. ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენ მიიღოთ ეს პრეპარატი სარგებელი/რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.  საჭიროა აცნობოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრექსორს. ორსულობის პერიოდში მსგავსი სამკურნალო პრეპარატების (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორების ჯგუფი) მიღებამ ახალშობილში შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, რომელიც ცნობილია როგორც ახალშობილის პერსისტული პულმონალური ჰიპერტენზია (აპპჰ). ის ვლინდება სუნთქვის გახშირებით და ციანოზით (გალურჯებით), უფრო ხშირად მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა ეს მოვლენები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მეანს.  თუ თქვენ იღებდით დეპრექსორს ორსულობის პერიოდში, თქვენს ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს მოხსნის სინდრომი (სუნთქვის და ძილის პრობლემები, კვების გაძნელება, მოუსვენრობა, გულჩვილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდებიან ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.  თუ თქვენს ახალშობილს მშობიარობიდან მოკლე ხანში განუვითარდა ეს სიმპტომები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და/ან მეანს. დეპრექსორი გადადის ქალის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. თუ დეპრექსორით მკურნალობა აუცილებელია, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნოვაქოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვაქოლინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეობლოკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეობლოკის გვერდითი მოვლენებია: მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები