Author Archives: preparatebi

იცით ნოვოლაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოვოლაქსის უკუჩვენებებია: *  პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გალაკტოზემია, ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის ქრონიკული დისფუნქცია, ლაქტიტოლის შეუთავსებლობა. *მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე; * ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში; * თუ პაციენტს აღენიშნება ან ახლო წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; * თუ პაციენტს ჩაუტარდა ნაწლავზე ოპერაცია; * ძლიერი აბდომინალური ტკივილების, ანალური სისხლდენის ან აპენდიციტის სიმპტომების გამოვლენისას (დაუდგენელი აბდომინალური ტკივილები, გულისრევა ან ღებინება); * დიაბეტით დაავადებული პაციენტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

დიფოსფოცინი / Difosfocin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიფოსფოცინი –  საკმარისი მონაცემები ციტიქოლინის გამოყენების შესახებ ორსულებში არარსებობს. ორსულობის პერიოდში ციტიქოლინი გამოიყენება მხოლოდ რისკი/სარგებლის გათვალისწინებით. ლაქტაციის დროს ციტიქოლინის დანიშვნისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვალტანი / VALTAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვალტანი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. ხოლო მკურნალობის პერიოდში პაციენტის დაორსულების შემთხვევაში პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას. ვალტანის მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კანდეზეკ კომბს რა უკუჩვენებები აქვს?

კანდეზეკ კომბის უკუჩვენებებია: არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი • თუ ხართ ალერგიული ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ბლოკერების მიმართ. თუ ხართ ალერგიული კანდესარტანის ცილექსეტილის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). • თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) • თუ გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი სისხლი) • თუ გაქვთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ • თუ ხართ სულ მცირე სამი თვის ორსული (იხ. ორსულობა და ლაქტაცია) • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღველის გადმოსვლა ნაღვლის ბუშტიდან) • დაუშვებელია კანდეზეკ კომბის მიღება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები (GFღ<60მლ/წთ/1.73მ2). გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს კანდეზეკ კომბის მიღებამდე: – თუ ბოლო დროს გქონიათ გულის შეტევა – თუ გაქვთ გულის უკმარისობა – თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზიული კრიზი) – თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) – თუ ხართ ხანდაზმული და თქვენი დოზა უნდა გაიზარდოს – თუ გავქთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები ან გადიხართ დიალიზს – თუ ახლო წარსულში გადაინერგეთ თირკმელი – თუ შეუძლოდ ხართ – ბოლო დროს გქონდათ ღებინება ან დიარეა – თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც აზიანებს თირკმელზედა ჯირკვალს, რასაც ეწოდება კონის სინდრომი (ასევე ეწოდება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი) – თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი – თუ ოდესმე მიგიღიათ რომელიმე შემდეგი პრეპარატებიდან, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: • აგფ ინჰიბიტორები (მაგ. ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები • ალისკირენი ექიმმა შესაძლოა რეგულარულად შეგიმოწმოთ თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (მაგ. კალიუმის დონე) სისხლში. იხ. ასევე ნაწილი „არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“. რომელიმე მითითებული მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მასთან ხშირი ვიზიტი გარკვეული სამედიცინო ანალიზების ჩასატარებლად. თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს რომ იღებთ კანდეზეკ კომბის. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან კანდეზეკ კომბი ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იწვევს არტერიული წნევის უჩვეულო დაწევას. აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ორსულობის დასაწყისში და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტი ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე სერიოზული ზიანი მისი მესამე თვის შემდეგ გამოყენებისას (იხ. ორსულობა და ლაქტაცია) ბავშვები და მოზარდები არ არსებობს მონაცემები კანდეზეკ კომბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ კანდეზეკ კომბის მიღება დაუშვებელია ბავშვებში და მოზარდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ქაფურის ზეთი – OLEUM CAMPHORATUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქაფურის ზეთი –  ორსულებსა და ალქტაციის პერიოდში პრეპარტის გამოყენების შესახებ არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ერივეჯი / Erivedge ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ერივეჯი –  ორსულ ქალებში ერივეჯის გამოყენების ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ვისმოდეგიბი ემბრიოტოქსიური და ტერატოგენულია. ვინაიდან ემბრიოგენეზში გადამწყვეტი როლი აკისრია Hedgehoge-ს სასიგნალო გზას, ხოლო ვისმოდეგიბი უარყოფით გავლენას ახდენს პრე – და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. ქვეთავი 3.3 პრეკლინიკური უსაფრთხოება), პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ არ უნდა დაორსულდნენ ერივეჯით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დამთავრებიდან შვიდი თვის მანძილზე (იხ. ქვეთავი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აცეტილცისტეინი – ACETYLCYSTEINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აცეტილცისტეინი – უკუჩვენებები: ორსულობა; *

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნოვასანს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოვასანის უკუჩვენებებია:  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. ჰიპერმგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

არტოქსანი / ARTOXAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არტოქსანი –  ორსულობის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის აუცილებლობისას საკითხი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ბრონქოცინს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრონქოცინის უკუჩვენებებია:: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული კორონაროსკლეროზის, სტენოკარდიის დროს. პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია აგრეთვე ჰიპერთირეოიდული მდგომარეობის დროს. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 8-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები