Author Archives: preparatebi

იცით ელიგარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელიგარდის გვერდითი მოვლენებია: ელიგარდის გამოყენებისას აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ძირითადად განპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ალები, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, შოკი. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა პერიფერიული შეშუპება, ფილტვის არტერიის ტოტების ემბოლია, გულისცემის შეგრძნება, ქოშინი.  ნერვული სისტემის მხრივ: ჰიპერესთეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივლი, უძილობა, გემოვნების დარღვევები, ყნოსვის დარღვეევბი, უნებლიე მოძრაობები. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ძილის დარღვევები, დეპრესია, პერიფერიული თავბრუსხვევა, ამნეზია, მხედველობის დარღვევა და კანის მომატებული მგრძნობელობა.   საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა/ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი.   სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, სუნთქვის გაძნელება.   შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ნიქტურია, ოლიგურია, საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის გაძნელება, შარდის ბუშტის სპაზმი, ჰემატურია, შარდის მწვავე შეკავება, სათესლე ჯირკვლების ატროფია, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, უნაყოფობა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.   ენდოკრინული სისტემის მხრივ: ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, გინეკომასტია.  ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, მიალგია, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე.  ქირურგიული ან მედიკამენტოზური კასტრაციის პაციენტებში აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება. მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ელიგარდის ხანგრძლივმა მიღებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება და ოსტეოპოროზის პროგრესირება.  დარღვევები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: აქვეითებს ერითროციტების რაოდენობას, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონეს, კრეატინფოსფოკინაზას ზრდა სისხლში, სისხლის შედედების დროის გაზრდა, ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება, პროთრომბინის დროის მომატება, აგრეთვე აღინიშნა თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის იშვიათი შემთხვევები.  ადგილობრივი რეაქციები: წვა/ჩხვლეტა, ტკივილი, სიწითლე, სისხლჩაქცევები და ქავილი ინექციის ადგილზე; იშვიათად – პრეპარატის შეყვანის ადგილზე გამკვრივება და დაწყლულება.  სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სწრაფი დაღლა, სისუსტე, კანის გამონაყარი, ალოპეცია, მომატებული ოფლიანობა, შემცივნება, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ცვლილება, სხეულის მასის მომატება. ელიგარდით თერაპიის დაწყების პირველ კვირებში შეიძლება აღინიშნოს დაავადების სიმპტომების გაუარესება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლინიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლინიზოლის გვერდითი მოვლენებია: კლინიზოლის ვაგინალური კაფსულები ლოკალურად (ინტრავაგინალურად) კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს და იშვიათად, შარდვის ოდნავ გახშირება და სქესობრივ პარტნიორში ზომიერი წვა ან გაღიზიანება. ძალიან იშვიათად, პაციენტებისათვის ამგვარი გაღიზიანება შეიძლება რთულად ასატანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როქსიტასი-ავერსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როქსიტასი-ავერსის გვერდითი მოვლენებია:      საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა,  გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა (ძალზე იშვიათად _ სისხლით), ანორექსია, მეტეორიზმი, იშვიათად – ტრანსამინაზებისა (AST, ALT, GGT) და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ტრანზიტორული მომატება, მწვავე ჰეპატოცელულური ან ქოლესტაზური ჰეპატიტი; ცალკეულ შემთხვევებში – პანკრეატიტის სიმპტომები; ძალზე იშვიათად – ღვიძლის შექცევადი უკმარისობა.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი; ცალკეულ შემთხვევებში _ ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ენის შეშუპება, გენერალიზებული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, პარესთეზია. სხვა: ერთეულ შემთხვევებში – ტემპერატურის მომატება, ყნოსვის დარღვევა, ყურებში შუილი, ეოზინოფილია; შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.  გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე 3–4%-ს შეადგენს და, როგორც წესი, არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეკატილენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეკატილენის გვერდითი მოვლენებია: ზოგჯერ დექვალინიუმის მიღების შემდეგ აღინიშნება ზემგრძნობელობა. რაიმე უჩვეულო რეაქციის შემჩნევისას შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის გადასაწყვეტად აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რულიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რულიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, საერთო სისუსტე; იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპერემია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (იშვიათად სისხლიანი); ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის გარდამავალი მომატება, ქოლესტაზური ან მწვავე ჰეპატიტი; ცალკეულ შემთხვევებში-პანკრეატიტის სიმპტომები. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები. ზოგჯერ შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიფან სპრეის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიფან სპრეის გვერდითი მოვლენებია:    არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.    

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოპელჰერცი ენერგოტონიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოპელჰერცი ენერგოტონიკის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარაიტს კომპონენტების მიმართ. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კანის მომატებული მგრძნობელობა შუქის მიმართ, განსაკუთრებით ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს შორის. პრეპარატი რკინის შემცველობის გამო იწვევს განავლის შავად შეფერადებას, რაც ფიზიოლოგიური პროცესია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაციოცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაციოცეფის გვერდითი მოვლენებია:   ჩვეულებრივ რაციოცეფი-ავერსი კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:  ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დააავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი; ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად – ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია; ადგილობრივი რეაქციები: რაციოცეფი-ავერსის ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება; კუნთში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია, შესაძლებელია ინფილტრატის წარმოქმნა; სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვალოკორდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალოკორდინის გვერდითი მოვლენებია:  ვალოკორდინის ხანგრძლივი გამოყენებისას  ვითარდება პრეპარატის მიმართ დამოკიდებულების განვითარების საფრთხე და ბრომიზმი. ხანდახან აღინიშნება გართულება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ალერგიული რეაქციები (ბრომიზმი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები