Author Archives: preparatebi

იცით ვალოსედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალოსედის გვერდითი მოვლენებია: დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეუფორბიუმ კომპოზიტუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეუფორბიუმ კომპოზიტუმის გვერდითი მოვლენებია: წვეთები: გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლამოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლამოქსის გვერდითი მოვლენებია:  კლამოქსი ძირითადად კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენების შემცირება შესაძლებელია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით. შესაძლებელი აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები (კანის სიწითლე, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, ურტიკარია), რომელთა დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. იშვიათად ღვიძლის ტრანსმინაზების აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევამიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევამიზოლის გვერდითი მოვლენებია: ანტიჰელმინთური მიზნით ერთჯერადი მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს. იმუნომოდულატორული მიზნით დეკარისის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ნევროლოგიური მოშლილობები, უფრო საშიშია აგრანულოციტოზი, რომელიც ხშირად ვითარდება რევმატოიდური ართრიტის მქონე ქალებსა და დადებითი RDF 28-ის მქონე ავადმყოფებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოქსაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოქსაცინის გვერდითი მოვლენებია:  ქავილი, კანის შეწითლება, ფოტოსენსიბილიზაცია, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მყესების დაზიანება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლიმონორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმონორმის გვერდითი მოვლენებია:  ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება. აღნიშნული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი ინიშნება ვახშმის შემდეგ. ხანდახან პრეპარატის მიღებისას მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ლიბიდოს დაქვეითება, თავის ტკივილი, კანის პიგმენტაცია და ქავილი. იშვიათად აღინიშნება არარეგულარული, გაძლიერებული და ხანგრძლივი სისხლდენა. ადაპტაციის (3-6 ციკლის) შემდეგ მენსტრუალურ ციკლებს შორის მოსალოდნელი სისხლდენა, როგორც წესი, ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევომიცეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევომიცეტინის გვერდითი მოვლენებია: • დისპეფსია, გულისრევა, ღებინება (აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ს განვითარების ალბათობა მცირდება პრეპარატის მიღებისას კვებიდან 1 სთ-ის შემდეგ), დიარეა, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, დერმატიტი, დისბაქტერიოზი.  • რეტიკულოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია. იშვიათად – აგრანულოციტოზი. • ფსიქომოტორული დარღვევები, დეპრესია, თავის ტკივილი, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება. • ალერგიული რეაქიები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება. • მეორადი სოკოვანი ინფექციები, კოლაფსი (1 წლამდე ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსულპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსულპინის გვერდითი მოვლენებია:  ♦ გადაღლილობა, ძილიანობა, ზოგჯერ აგზნება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა (ორთოსტატიკის უეცარი შეცვლის დროს), ტრემორი, სახის და კისრის კუნთების უნებლიე შეკუმშვები, აფაზია, გულძმარვა, ღებინება, ყაბზობა. ♦ ჰორმონული დარღვევები (ამენორეა, რძის გამოყოფის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, წონის მომატება), მენსტრუაციული ციკლის მოშლა, რაც საჭიროებს დოზის კორექციას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ♦ ტემპერატურის მომატების და გამოხატული რიგიდობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლი B-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლი B-ის გვერდითი მოვლენებია: არ აქვს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენორუტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენორუტონის გვერდითი მოვლენებია:  ზოგჯერ აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, მსუბუქი დისპეფსიური დარღვევები, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. აღნიშნული ეფექტები სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები