Author Archives: preparatebi

იცით კორინფარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორინფარის გვერდითი მოვლენებია: შარგამომყოფი სისტემა: მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია გაიზარდოს გამოყოფილი შარდის რაოდენობა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ნიფედიპინის მიღებამ შესაძლოა დროებით გააუარესოს თირკმლის ფუნქცია. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს `შეწყვეტის ფენომენი~, რაც გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით (ჰიპერტონული კრიზი) ან გულის კუნთის სისხლმომარაგების შემცირებით (მიოკარდიუმის იშემია). მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია სტენოკარდიის შეტევების სიხშირის და ხანგრძლივობის გაზრდა. შესაძლებელია გამოვლინდეს ყურების დაგუბების შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, წვივების შეშუპება. სტენოკარდიის სიმპტომების (ტკივილი მკერდის უკან ან მკერდის მარცხენა მხარეს) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. იგი გადაწყვეტს შეწყდეს თუ არა მკურნალობა. აღწერილია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ცალკეული შემთხვევები.საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის დროს იშვიათად ვლინდება გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, კუჭის სისავსის შეგრძნება, ფაღარათი. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები (ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში), რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. აგრეთვე გამოვლინდა ალერგიული ჰეპატიტი.  ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად ვლინდება პრეპარატის მიღების შედეგად გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკზანთემები, ექსფოლიაციური დერმატიტი. სხვა რეაქციები: ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, სახის და ტანის ზედა ნაწილის სიწითლე და წამოხურების შეგრძნება (ერითემა და ერითრომელალგია). ხანდახან ვლინდება ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით კი ხანდახმულ მამაკაცებში, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლის სურათის ცვლილება, მაგალითად ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თომბოციტოპენიური პურპურა. მოსალოდნელია სისლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. მაღალი დოზების მიღებისას ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კუნთების ტკივილი (მიალგია), ხელის თითების კანკალი (ტრემორი), აგრეთვე მხედველობის გარდამავალი გაუარესება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ღრძილების ცვლილებელი (ღრძილების ჰიპერპლაზია), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.  სიფრთხილით: ძალიან მაღალი არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) და თირკმლის შექცევადი უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც შემცირებულია სისხლის საერთო რაოდენობა (ჰიპოვოლემია), პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რაც გამოწვეული იქნება სისხლძარღვების მკვეთრი გაფართოვებით (ვაზოდილატაცია). ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. გულის უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს განსაკუთრებული სიფრთხილით.  ზეგავლენა მანქანების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატმა შესაძლებელია სხვადსახვანაირად დათრგუნოს რეაგირების უნარი ისეთ შემთხვევებში როგორიც არის მაგალითად ქუჩაზე გადასვლა, ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვა. ეს მოვლენა განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატების ან ერთი პრეპარატის მეორით ჩანაცვლების დროს, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კომფორტი ნაითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კომფორტი ნაითის გვერდითი მოვლენებია:  შეიძლება განვითარდეს შემდეგო გვერდითი რეაქციები: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკვილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტო-გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტო-გელის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, გელის მოხმარების ადგილებზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება), კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია. ძალიან იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ასთმური შეტევები, ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში – ინტერსტიციული ნეფრიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პარა-დენკი 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარა-დენკი 500-ის გვერდითი მოვლენებია: პარა-დენკ 500მგ –ის მიღების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: ს სიხშირის განსასაზღვრად მოყვანილია შემდეგი ცხრილი: ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1; ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1; არახშირი: უფრო მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში ერთი; იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში; ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით. იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში. ამ შემთხვევაში საჭიროა დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს. სხვა იშვიათი გამოვლინებები: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის განვითარება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში: თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი). გთხოვთ მიმართოთ ექიმს, როდესაც გამოვლინდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული ან მოხდება აქ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიაგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიაგრას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ გარდამავალი და მსუბუქია ან ზომიერად გამოხატული. გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე იზრდება დოზის ზრდასთან ერთად. ჩასასმელია ცხრილი  რეკომენდებულზე მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები ზემოთ მოყვანილის მსგავსი იყო, მაგრამ აღინიშნებოდა უფრო ხშირად. იმუნური სისტემა: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის კანზე გამონაყარი); გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისწასვლა, ცხვირიდან სისხლდენები; საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება; თვალი: თვალებში ტკივილი, თვალების სიწითლე / სკლერების ინიექციები; შარდ-სასქესო სისტემა: გახანგრძლივებული ერექცია და / ან პრიაპიზმი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსარბონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსარბონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია დერმატიტი, სიყვითლე, პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტარგოლის ხსნარი 2%-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტარგოლის ხსნარი 2%-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:  ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება, წვა, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვალუსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალუსალის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა წამალი, ვალუსალმა® შეიძლება ზოგ პაციენტში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: . ლოკალური გვერდითი მოქმედებები შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა უფრო ფართოდ გავრცელდეს, ვიდრე დაზიანებული ზედაპირი, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს მძიმე ფორმაში და გავრცელდეს მთელს ორგანიზმში, დროდადრო შეიძლება გაჩნდეს კანის შეწითლება, აქერცვლა, გამონაყარი; იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ბებერა და ჭინჭრის გამონაყარი; ძალიან იშვიათად შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი შეშუპება. ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ქოშინის შეტევები).  იშვიათად გელს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების (ბუნებრივი და ხელოვნური მზის სხივი) მიმართ – ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაზიანებული ზედაპირი ავარიდოთ პირდაპირ მზის სხივებთან შეხებას წამლის გამოყენების ორი კვირის შემდეგაც (მათ შორის სოლარიუმი).  ზოგადი ხასიათის გვერდითი მოქმედებები გელის ხანგრძლივი და/ან დიდი ოდენობით გამოყენებისას, ასევე არასწორი გამოყენებისას ან შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: – დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, მადის დაქვეითება), ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა) და/ან თირკმლების ფუნქციის ცვლილება, ასთმა. თუ გელმა გამოიწვია მოწამვლა, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება.  რადგან ვალუსალი® შეიცავს სპირტს, მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და კანის გაღიზიანება. გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.  გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენისას, ასევე გამოყენების ინსტრუქციაში აღუნიშნავი გვერდითი მოვლენები: ს გაჩენისას კონსულტირება გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეკსოდერილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეკსოდერილის გვერდითი მოვლენებია: ყოველთვის შექცევადია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ნაფტიფინის ან პროპილენგლიკოლის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით: ორსულობა ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი. დაუშვებელია კრემი "ეკსოდერილის" მოხვედრა თვალში ან ღია ჭრილობაზე. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ გამოვლენილა ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნულოქს სფიდიტაბსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნულოქს სფიდიტაბს გვერდითი მოვლენებია: სხვა მედიკამენტების მსგავსად მელოქსიკამმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არ ვლინდება ყველა პაციენტში. მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს: გავრცელებული გვერდითი ეფექტები; დისპეპსია, შეუძლოდ ყოფნა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ფაღარათი; გამონაყარი კანზე ან ქავილი; • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; • კოჭების და ფეხების შეშუპება; • ანემია. ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები, • ჰიპერმგრძნობელობა; • ჭინჭრის ციება ან გამონაყარი; • თავბრუსხვევა, ტინიტუსი, ძილიანობა; • არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, წამოხურება; • სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების არანორმალური რაოდენობა; • ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები; • მარილისა და სითხის შეკავება, ჰიპერკალიემია, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები