Author Archives: preparatebi

იცით კრილომაქსი კაფსულას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კრილომაქსი კაფსულას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვერტიგოჰელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვერტიგოჰელის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ემტექსატ პფ-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ემტექსატ პფ-ის გვერდითი მოვლენებია: მწვავე გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და მიღების სიხშირეზე. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: წყლულოვანი სტომატიტი, ლეიკოპენია, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, აუხსნელი დაღლილობა, კანკალი და ცხელება, თავბრუსხვევა და შემცირებული რეზისტენტობა დაავადებების მიმართ. ონკლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე კომბინირებული მკურნალობა და არსებული დაავადება ართულებს იმის გაგებას, არის თუ არა კონკრეტული გვერდითი ეფექტები დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან. მეთოტრექსატით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების მიხედვით.  კუჭ-ნაწლავის მხრივ: გინგივიტი, ფარინგიტი, სომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინეა, ფაღარათი, ჰემატემეზისი, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა და ენტერიტი. ღებინების, ფაღარათის და სტომატიტის განვითარების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეთოტრექსატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პეპტიური წყლულის ან წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში. ჰემატოლოგიის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია დათრგუნოს ჰემოპოეზი და გამოიწვიოს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენეა განსაკუთრეული სიფრთხილით ან საერთოდ არ ინიშნება. ფსორიაზის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება სისხლის მაჩვენებლები. სიმსივნის მკურნალობისას მეთოტრექსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს სერიოზული მიელოსუპრესიის განვითარების რისკს. მიელოსუპრესია ასევე შესაძლებელი განვითარდეს მეთოტრექსატის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგაც. სერიოზული გრანულოციტოპენიისა და ცხელების მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა. ჩვეულებრივ ამ დროს საჭიროა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების პარენტერული შეყვანა. ღვიძლის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე (ტრანსამინაზების მომატება) ან ქრონიკული (ფიბროზი და ციროზი) ჰეპატოტოქსიკურობა. ქრონიკული ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ლეტალურია. იგი ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის ქრონიკული გამოყენების (ძირითადად 2 წელი ან უფრო მეტი ხანი) შემდეგ ან, თუ მთლიანი მიღებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს. ფსორიაზიან პაციენტებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოტოქსიკურობას განსაზღვრავდა მთლიანი კუმულაციური დოზა. ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, დიაბეტით და ხანდაზმული ასაკით. პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ინფორმაცია დაავადების პროგრესირებისა ან შექცევადობის შესახებ არ მოიპოვება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თუ ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის შემცირება. ღვიძლის ფუნქციური ტესტები, მათ შორის შრატის ალბუმინის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რეგულარულად მკურნალობის დაწყებამდე. ხანდახან ტესტის შედეგები ნორმალურია ფიბროზის და ციროზის შემთხვევაში. მსგავსი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბიოფსიის საშუალებით. ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევებში 1,5 გ მთლიანი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს ჩვეულებრივ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ცვლილებების დროს არ არის აუცილეელი მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის მიღებისას საჭიროა სფრთხილის გამოჩენა.  იმუნოლოგია: მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით აქტიური ინფექციის შემთხვევებში და განსაკუთრებით უკუნაჩვენებია იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებში. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს იმუნიზაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური. ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინის საშუალებით არ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა ყვავილის ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმ პაციენტეში, რომლებივ მკურნალობდნენ მეთოტრექსატით. იშვიათად გამოვლინდა ჰიპოგამაგლობულინემია. ნევროლოგიის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, აფაზია, ჰემიპარეზი, პარეზი და გულყრა გამოვლინდა მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ.  მეთოტრექსატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გამოვლინდა ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კრანიოსპინალური დასხივება. ქრონიკული ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ასევე ოსტეოსარკომიან პაციენტებში, რომლებშიც შეჰყავდათ მეთოტრექსატის მაღალი დოზა და კალციუმის ფოლინატი, მიუხედავად იმისა უტარდებოდათ თუ არა მათ კრანიალური დასხივება. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს მდგომარეობის სრულად გამოსწორებას. გარდამავალი მწვავე ნევროლოგიური სინდრომი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც შეიყვანეს მეთოტრექსატის მაღალი დოზები. კლინიკურად ეს შეიძლება გამოვლინდეს უცნაური ქცევით, ადგილობრივი სენსორო-მოტორული ფენომენით და არანორმალური რეფლექსებით. ამ სიმპტომების ზუსტი მიზეზი უცნობია. მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილია ტოქსიკური ეფექტები. ეფექტები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად: – ქიმიური არაქნოიდიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის თავის და ზურგის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ცხელება. – პარეზი, ჩვეულებრივ გარდამავალი, პარაპლეგია, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ სპინალური ნერვების ფესვებს. – ლეიკოენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა, აჟიტირება, ძილიანობა, ატაქსია, დემენცია და ზოგჯერ სერიოზული გულყრები. ფილტვის მხრივ გამოვლინდა ინტერსტიციული პნევმონიტის მიერ გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები და ასევე ქრონიკული ინტერსტიციული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების შემთხვევები. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს გამოვლენილი პულმონარული სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქციული ხველა) ან არასპეციფიურმა პნევმონიტი შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად საშიშ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და საფუძვლიან გამოკვლევას. მართალია მეთოტრექსატით გამოწვეული დაავადების სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ვლინდება ცხელება, ხველა, დისპნოე, ჰიპოქსემია და ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენის მხრივ. ამ დროს უნდა გამოირიცხოს ინფექცია. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დოზაზე. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის პათოლოგია იშვიათად ვლინდენა მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადების გამოვლენისას მეთოტრექსატის ხელახალი გამოყენება უკუნაჩვენებია. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს სერიოზული ნეფროპათია ან თირკმლის უკმარისობა, აზოტემია, ცისტიტი, ჰემატურია, დეფექტური ოოგენეზი ან სპერმატოგენეზი, გარდამავალი ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დარღვევები, ვაგინალური გამონადენი, უშვილობა, აბორტი, ნაყოფის დაზიანება, სპერმატოგენეზის სუპრესია, ლიბიდოს დაქვეითება და იმპოტენცია. მეთოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ნეფროტოქსიკურობა ჩვეულებრივ გამოწვეულია მეთოტრექსატის და 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატის დაგროვებით თირკმლის ტუბულებში. კანის მხრივ: ერითემა, ქავილი, ურტიკარია, ფოტოსენსიტიურობა, დეპიგმენტაცია, ალოპეცია, სისხლჩაქცევა, ტელეანგიოექტაზია, აკნე, ფურუნკულოზი. ფსორიაზი შეიძლება გაუარესდეს ულტრაიისფერი დასხივებით. მეთოტრექსატის მიღებამ შეიძლება გააუარესოს რადიაციული დერმატიტი და მზით გამოწვეული დამწვრობა. სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები, რაც გამოწვეულია ან სავარაუდოდ დაკავშირებულია მეთოტრექსატის მიღებასთან არის: ართრალგია/მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, ლიმფომა, ოპორტუნისტული ინფექციები, ვასკულიტი და უეცარი სიკვდილი. ასევე გამოვლინდა ანაფილაქსიური რეაქციის იშვიათი შემთხვევები. ასევე პანციტოპენია და რევმატოიდული კვანძების რაოდენობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპაკინი სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპაკინი სიროფის გვერდითი მოვლენებია:  ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევები; ტერატოგენური რისკი; ნევროლოგიური დარღვევები: აზროვნების არევა, ვალპროატით მკურნალობის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აღწერილია სტუპორი ან ლეთარგია, კომა. ასეთი შემთხვევები გვხვდება კომპლექსური მკურნალობის დროს (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ან ვალპროატის დოზის უცაბედი გაზრდის დროს; ძალიან იშვიათად – გარდამავალი დემენციის შემთხვევები. მკურნალობის დასაწყისში ზოგიერთ პაციენტებს უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევები (გულისრევა, კუჭის ტკივილი), იგი თერაპიის შეწყვეტის გარეშე რჩება რამდენიმე დღეში; არსებობს საკმაოდ ხშირი ცნობები დროებითი და/ან დოზა დამოკიდებული გვერდითი მოვლენების შესახებ: თმის ცვენა, მსუბუქი პოსტურალური ტრემორი და ძილიანობა აღწერილია ფიბრინოგენის დონის შემცირების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, ჩვეულერბივ მასთან დაკავშირებული კლინიკური სიმპტომების გარეშე და მაღალი დოზირების დროს (ნატრიუმის ვალპროატს ახასიათებს ინჰიბირებითი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციის მეორე სტადიაზე); ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტები ან პანციტოპენიის იშვიათი შემთხვევები; აღინიშნება პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. ხშირად გვხვდება იზოლირებული და ზომიერი ჰიპერამონიემია ღვიძლის ფუნქციურ სინჯების ცვლილებების გარეშე, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ასევე აღწერილა ჰიპერამონიემია, დაკავშირებული ნევროლოგიურ სიმპტომებთან. არსებობს აგრეთვე ცნობები სხეულის წონის მომატების, ამენორეის და მენსტრუაციული ციკლის რეგულაციიის დარღვევის შესახებ. აღწერილია სმენის დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, როგორც შექცევადი ასე შეუქცევადი, მაგრამ ამის მიზეზები და დამოკიდებულება პრეპარატის მიღებისას არ არის დადგენილი. ვალპროატის მიღებისას აღინიშნება კანის რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალგვარი ერითემა. არსებობს ფანკონის შექცევადი სინდრომის მონაცემები, დაკავშირებული ვალპროატის მიღებასთან, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. უკუჩვენებები: *მწვავე ჰეპატიტი; *ქრონიკული ჰეპატიტი; *მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ვალპროატის მიმართ; *თირკმელების პორფირია. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: გამოკვლევის საფუძველზე, (ეპილეფსიით დაავადებული დედების მკურნალობისა) რისკი, დაკავშირებული ორსულობისას ვალპროატის მიღებასთან, აღწერილია შემდეგი სახით: ეპილეფსიასთან და ეპილეფსის საწინაღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებული რისკი აღწერილია, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ქალებში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას, თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების საერთო სიხშირე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციის დროს (დაახლოებით 3%). თუმცა თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების სიხშირე აღწერილი იყო კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენების შემთხვევის დროს. დღემდე ფორმალურად არ არის დადგენილი დაავადებისა და დედის მიერ მიღებული პრეპარატების შესაბამისი როლი. საკმაოდ ხშირია ტუჩის, თიაქარის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკის განვითარება. ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის უცაბედმა შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს დედის მდგომარეობა და გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვა. ნატრიუმის ვალპროატთან დაკავშირებული რისკი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში ვალპროატის მიღებისას ქალებში ნაყოფის განვითარების მანკის საერთო რისკი არანაკლებია სხვა ეპილეფსიის საწინაღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. აღწერილია სახის დისმორფიის შემთხვევები. ვლინდებოდა განვითარების მრავალჯერადი დეფექტის იშვიათი შემთხვევები განსაკუთრებით – კიდურების. ამგვარი დეფექტების სიხშირე დღემდე არ არის ზუსტად დაგდენილი. ამასთან ერთად, ნატრიუმის ვალპროატი იწვევს ნერვული ღეროს განვითარების დარღვევას: მიელომენინგოცელე, ზურგის ტვინის თიაქარი. ამგვარი გართულებების სიხშირე 1-2%. ამ მონაცემების თანახმად თუ ქალი გეგმავს ორსულობას, საჭიროა ხელმეორედ შემოწმებულ იქნას ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩვენებები. რეკომენდებულია განხილული იქნეს საკითხი ფოლიატების დამატებით მიღების შესახებ. ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებლი ვალპროატით მკურნალობის შეჩერება, თუ კი იგი ეფექტურია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მონოთერაპია, რომლის მინიმალური დღიური დოზა უნდა დაიყოს დღეში რამდენიმე მიღებაზე. მიუხედავად ამისა, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს სპეციალური პრენატალური გამოკვლევა სხვადასხვა მანკის, ნერვული ღეროს შეხორცების ანომალიის გამოვლენის მიზნით. რისკი ახალშობილებში აღწერილი იყო ჰემორაგიული სინდრომი იმ ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს. ეს ჰემორაგიული სინდრომი დაკავშირუბულია ჰიპოფიბრინოგენიასთან. ასევე აღწერილი იყო აფიბრინოგენემია, რომელიც იწვევს ფატალურ შედეგს. ეს ჰიპოფიბრინოგენემია შესაძლოა დაკავშირებული იყოს შედედების ფაქტორის დაქვეითებასთან. ამასთან აუცილებელია ამ სინდრომის გარჩევა ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ფაქტორთა დაქვეითებისაგან, გამოწვეული ფენობარბიტალით და ფერმენტების სხვა ინდუცირებით. ამიტომ ახალშობილებს უნდა ჩაუტარდეთ თროთმბოციტების რაოდენობის ანალიზი, პლაზმაში ფიბრინოგენის დონის დადგენა. კოაგულაციის ტესტები და კოაგულაციის ფაქტორების განსაზღვრა. ლაქტაცია: ვალპროატის ესკრეცია რძეში მცირეა და შეადგენს სისხლის შრატში დონის 1-დან 10%-მდე. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვილები, რომლებიც იღებდნენ დედის რძეს და რომლებსაც ნეონატალურ პერიოდში არ განვითარებიათ რომელიმე კლინიკური გამოვლინება. განსაკუთრებული მითითებები: ღვიძლის დისფუნქცია წარმოქმნის პირობები: არსებობს განსაკუთრებით იშვიათი მონაცემები ღვიძლის დაავადების მძიმე და ფატალური შემთხვევების შესახებ. ეპილეფსიის მკურნალობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტებს შორის, რომლებიც იტარებენ კომპლექურ ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიას, გაზრდილი რისკის ჯგუფს შეადგენენ ჩვილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები მძიმე ეპილეფსიით, განსაკუთრებით ეპილეფსიით, დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებასთან, გონებრივი განვითარების შეკავებით და/ან გენეტიკური წარმოშობის თანაყოლილი მეტაბოლიტური ან დეგენერაციული დაავადებებით. 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში ასეთი გართულების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება და თანდათანობით ქრება ასაკთან ერთდ. უმეტეს შემთხვევაში ღვიძლის გამოხატული რეაქციები შეიმჩნევა მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრივიტუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრივიტუსის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურმა ექსპერინემტებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აჩვენა კუჭ-ნაწლავის აშლილობის (დარღვევის) სუსტი, გარდამავალი შემთხვევები.  თერაპიული დოზებისათვის არ დაფიქსირებულა დამრთგუნველი, ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალურ მოქმედებასთან დაკავშირებული რაიმე სიმპტომი, ან ნიშანი. ცხრილში მოცემული ინსტუქტაჟის დაცვა შეამცირებს არასასურველი მოქმედების რისკს. ნებისმიერი არასასურველი ეფექტი ჩვეულებრივ წარმავალია. მათი აღმოცენების შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს. აუცილებელია უთხრათ ექიმს იმ არასასურველი ეფექტების შესახებაც, რომელიც არ არის ცხრილში მოცემული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორდიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორდიქსის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, კორდიქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): კორდიქსის გამოყენებისას არის სისხლდენა.  სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭის არეში ან ნაწლავებში, ასევე შეიძლება აღინიშნოს ჩალურჯებები, ჰემატომა, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატურია. რამდენიმე შემთხვევაში ასევე აღინიშნა სისხლდენა თვალში, თავში, ფილტვში ან სახსრებში. თუ კორდიქსის მიღებისას აღინიშნა ხანგრძლივი სისხლდენა: თუ დაშავდებით ან გაიჭრით სხეულის რაიმე ნაწილს, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რაც უზრუნველყოფს სისხლის შედედების უნარის პრევენციას. მცირე ჭრილობები და დაზიანებები, როგორიც შეიძლება განვითარდეს გაჭრის ან პარსვის დროს, ჩვეულებრივ სახიფათო არ არის. მიუხედავად ამისა, თუ წუხთ სისხლდენის გამო, მაშინვე დაუკავშირდით ექიმს  სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ვლინდება კორდიქსის მიღებისას: ხშირი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა. არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, პირღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში ან ნაწლავებში ჭარბი გაზების დაგროვება, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება.  იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ზურგის ტკივილით ან მის გარეშე, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ასოცირებული ხველასთან, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შესივება, კანის აქერცვლა, კანის ალერგია, სტომატიტი, ჰიპოტენზია, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, ართრალგია, მიალგია, გემოს ცვლილება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინბლასტინ რიხტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინბლასტინ რიხტერის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად ლეიკოპენია, ალოპეცია, ჰიპერურიკემია, შარდმჟავა ნეფროპათია, სტომატიტი, თრომბოციტოპენია, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – ჰემორაგიული კოლიტი, ან სისხლდენა არსებული წყლულიდან, პრეპარატით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის ნიშნები: (თავბრუსხვევა, დიპლოპია, თავის ტკივილი, დეპრესია, პარესთეზიები, საერთო სისუსტე), ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა. ნეიროტოქსიკური სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიბომუსტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბომუსტინის გვერდითი მოვლენებია: უსაფრთხოების მონაცემების ანალიზისას სქესის და რასის გათვალისწინებით, არ იქნა გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი რეგისტრაციის სიხშირის მიხედვით შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ხშირი: 1/100-დან < 1/10-მდე, არახშირი: > 1/1000-დან < 1/100, იშვიათი: > 1/10 000-დან 1/1000-მდე, სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის განსაზღვრის საშუალებას). სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი – ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ლიმფოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია; ხშირი – სისხლდენა; ძალიან იშვიათი – ჰემოლიზი. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ძალიან ხშირი – გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ლორწოვანი გარსების ანთება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია; ხშირი – დიარეა, შეკრულობა, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, პირის სიმშრალე, ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის, აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება; ძალიან იშვიათი – ჰემორაგიული ეზოფაგიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირი – გულის დისფუნქცია, არითმია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება; არახშირი – გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში; იშვიათი – სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა; ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-ფილტვის უკმარისობა, ფლებიტი. სასუნთქი სისტემა: ხშირი – ფილტვის დისფუნქცია, ხველა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ნაზოფარინგიტი; ძალიან იშვიათი – ფილტვების ფიბროზი, პირველადი ატიპიური პნევმონია ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; ხშირი – გემოს დარღვევა, შფოთვა, დეპრესია; იშვიათი – ძილიანობა, აფონია; ძალიან იშვიათი – პარესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ანტიქოლინერგული სინდრომი, ნევროლოგიური დარღვევები, ატაქსია, ენცეფალიტი. კანი და კანის დანამატები: ძალიან ხშირი – ალოპეცია; ხშირი – კანის გამონაყარი, ქავილი, კანის სიმშრალე, მომატებული ღამის ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი; ძალიან იშვიათი – ერითემა, დერმატიტი, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი.  ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ძალიან ხშირი – ზურგის ტკივილი; ხშირი – ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ძვლებში. იმუნური სისტემა: ხშირი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება); იშვიათი – ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები; ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური შოკი. რეპროდუქციული სისტემა: ხშირი – ამენორეა; ძალიან იშვიათი – უშვილობა. ადგილობრივი რეაქციები: ხშირი – ტკივილი ინექციის ადგილას, ერითემა; იშვიათი – გარშემო მყოფი ქსოვილების ნეკროზი. სხვა: ძალიან ხშირი – სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ტკივილის გაძლიერება, სისუტე, დაღლილობა, სხეულის მასის კლება, დეჰიდრატაცია, მეორადი ინფექციები, ჰიპერურიკემია; ხშირი – პერიფერიული შეშუპება, ჰიპოკალიემია; იშვიათი – სეფსისი; ძალიან იშვიათი – სიმსივნის დაშლის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დონას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დონას გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა. ალერგიული რეაქციების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ურტიკარია, ქავილი. ლიდოკაინის მოქმედებით განპირობებული მოვლენები (კუნთებში შესაყვანი ხსნარი): შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, დიპლოპია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაბუჟება, ტრემორი, ეიფორია, დეზორიენტაცია, გულის მუშაობის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევეტრიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევეტრიმის გვერდითი მოვლენებია: სასურველი მოვლენების გარდა, მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სახის გევრდითი ეფექტები, მაგ.: ყველაზე ხშირი მოვლენებია: თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა. სხვა გვერდითი მოვლენები: ჩამოთვლილია ქვემოთ: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა: თავბრუსხვევა, გულყრა, თავის ტკივილი, კუნთების მოჭარბებული მოძრაობა, კუნთების კონტროლის შემცირება, უნებლიე კანკალი, მეხსიერების დარღვევები (ამნეზიის ჩათვლით), ყურებში ხმაურის შეგრძნება (შემაწუხებელი), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის შემცირება). მენტალური დარღვევები: აღელვება, უჩვეულო ქცევა, მტრობა ან აგრესიულობა, რისხვა, შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილურობა/ გუნება-განწყობის ცვალებადობა, ჰალუცინაციები, ფსიქოზური დარღვევები, მტრობა ან გაღიზიანებულობა, უძილობა, ნევროზი, პერსონალური დარღვევები (ქცევის პრობლემები), არანორმალური აზროვნება (შენელებული ფიქრი, კონცენტრაციის დარღვევა), სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები. კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, სიწითლე და კანის ქავილი, თმის ცვენა. კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მოუნელებლობა, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი (თვალის და კანის გაყვითლება, მუქი შარდი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. კვების დარღვევები: მადის დაკარგვა/ანორექსია, წონის მომატება ან დაკლება. ყურის დარღვევები: თავბრუსხვევა. მხედველობითი დაღვევები: გაორებული მხედველობა, ბუნდოვანი მხედველობა. სისხლის სისტემის დარღვევები: თრომბოციტების, წითელი და/ან თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ხველა (არსებული ხველის გაუარესება). კუნთების დარღვევა: კუნთების ტკივილი. ინფექციები: ინფექციები, ფარინგიტი, ცხელება. ტრავმები: შემთხვევითი ტრავმებისადმი მიდრეკილება. გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, თავბრუ და დაღლილობა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში და რეციდივები ხდება დოზების ზრდის შემდეგ. თუ პაციენტი შენიშნავს რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში ან თუ პაციენტის ზოგად მგრძნობელობაში შეინიშნება ცვლილება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.   გვერდითი მოვლენები: და წამლის ურთიერთქმედება ბავშვებში და ჩვილებში: მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და ასევე, ბავშვის მიერ მიღებულ სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ! სიფრთხილის ზომები: ეს სამკურნალო საშუალება არ მიიღება ალკოჰოლთან ერთად. ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობის სრული კურსი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუშვებელია პრეპარატის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატი არ მიიღება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის საკვების ან სამკურნალო საშუალების მიმართ, მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული სამკურნალო საშუალებით მირება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. იმ დროის განმავლობაში, რაც პრეპარატი გამოიყენება, ნამკურნალებ ბავშვებში არ გამოვლენილა რაიმე ზეგავლენა ზრდაზე და პუბერტაციაზე. თუმცა სამკურნალო საშუალების ხანგრძლივად გამოყენების შედეგები უცნობია. თუ მკურნალობის დროს შეტევები ხშირად ვითარდება პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის ინსტრუქციებთან შესაბამისად. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მიღებამ შეიძლება გაზარდოს სუიციდური ქმედებები ან აზრები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამახვილება არის საჭირო ნიშნებზე, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს სუიციდის რისკზე: საუბარი ან ფიქრი საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების შესახებ, ინტროვერსია და ოჯახისა და მეგობრებისგან დაშორება, დეპრესიაში ჩავარდნა ან დეპრესიის დამძიმება, ფიქრი სიკვდილის შესახებ, ქონებაზე უარის თქმა ან საკუთრების გაცემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები