Author Archives: preparatebi

რა დროს გამოიყენება როფლუზოლი?

როფლუზოლის გამოყენების ჩვენებებია: – გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი. პრო-ფილაქტიკური მიზნით გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი.  – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ჩათვლით, საყლაპავი მილის, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კან-ლორწოვანი და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი, (რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან) მათ შორის ავადმყოფებში ნორმალური ან დათრგუნული იმუნური ფუნქციით; შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა; – გენერალიზებული კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, დისემინირებული კანდი-დოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მ.შ. მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას.  – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე  შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში; ორგანოების გადანერგვისას რეციპიენტებში და ავადმყოფებში იმუნოდეფიციტის სხვადასხვა ფორმებით; შემანარჩუნებელი თერაპია შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათვის. – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციების განვითარები-სადმი ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად. – კანის მიკოზები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზე-ბი, ნაირფერი პიტირიაზი,  ონიქომიკოზები და კანის კანდიდოზური ინფექციები. – ღრმა ენდემური მიკოზები ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით, კოქციდიოი-დომიკოზი, პარაკოქციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რესპირო?

რესპიროს გამოყენების ჩვენებებია: ბრონქო-ობსტრუქციული დაავადება (პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შემანარჩუნებელ მკურნალობას ხანგრძლივი მოქმედების β2~ადრენორეცეპტორების აგონისტებით და საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით; მუდმივი მკურნალობის ფონზე დაავადების სიმპტომების შენარჩუნებისას; ბრონქოდილატატორების ხანგრძლივი გამოყენებისას, როდესაც ნაჩვენებია გკს-ით მკურნალობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლოსარ-დენკი 50/12.5?

კოლოსარ-დენკი 50/12.5 გამოყენების ჩვენებებია: კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ. წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოსართანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროტაზიდი) კომბინირებულ პრეპარატს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლადერმი?

კოლადერმის გამოყენების ჩვენებებია:  • როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);  • კლინიკურ პირობებში – ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ; • ქირურგიაში _ საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პავულონი 4?

პავულონი 4 გამოყენების ჩვენებებია: ჩონჩხის კუნთბის რელაქსაცია (ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციისას, მათ შორის, საკეისრო კვეთისას); კრუნჩხვითი სინდრომი (მათ შორის, ტეტანუსი, კრუნჩხვები გამოწვეული სხვა სამკურნალო წამლების დოზის გადაჭარბებით ან ელექტროდენის მოქმედებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნორმატინი?

ნორმატინის გამოყენების ჩვენებებია: –           მომატებული თვალშიგა წნევა (თვალის ჰიპერტენზია); –           ღიაკუთხიანი გლაუკომა; –           მეორადი გლაუკომა (მათ შორის გლაუკომა აფაკიურ თვალზე); –           დამატებითი საშუალების სახით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის დასაწევად (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში); –           თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები საკმარისი არ არის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კვადრიპინი?

კვადრიპინის გამოყენების ჩვენებებია: – არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური); – გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში); – გულის იშემიური დაავადება _ სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია. – დიაბეტური ნეფროპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროპოლისის სიროფი?

პროპოლისის სიროფის გამოყენების ჩვენებებია: 1. იმუნიტეტის გაძლიერება 2. ორგანიზმის გაჯანსაღება  3. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება  4. დაღლილობის შემცირება  5. ორგანიზმის გაძლიერება განსაკუთრებით ზამთარში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქაფურის ზეთი?

ქაფურის ზეთის გამოყენების ჩვენებებია: გამახურებელი საშულების სახით კუნთოვანი და სახსროვანი რევმატიზმების დროს, ნევრალგიებისას და I ხარისხის მოყინვებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლოპიქსოლი?

კლოპიქსოლის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და აზროვნების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას, გაძლიერებული მოუსვენრობისა და აგრესიულობისას; მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკალური ფაზა; გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოქმედების სხვა დარღვევები; სენილური ჭკუასუსტობა, რომელსაც თან სდევს პარანოიდული იდეები, ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, ქცევის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი