Author Archives: preparatebi

რა დროს გამოიყენება ზო-20?

ზო-20 გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერქოლესტერინემია: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულებში საერთო ქოლესტერინისა და ქოლესტერინი/დსლ გაზრდილი შეფარდების შემცირება, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური ღონისძიებანი უშედეგოა; სიმვასტატინი ზრდის მსლ-ის შემცველობას და ამით ამცირებს დსლ/მსლ და საერთო ქოლესტერინი/მსლ თანაფარდობას. კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის მომატებული დონის შემცირება, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. გულის იშემიური დაავადება: პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტებში: საერთო სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; კორონარული პათოლოგიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით; თავის ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით; კორონარული სისხლმიმოქცევის აღსადგენად ოპერაციის საჭიროების შემცირების მიზნით; კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შეფერხების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ციპრინოლი®?

ციპრინოლის გამოყენების ჩვენებებია: ინფუზიები ვენაში იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობა პერორალურად შეუძლებელია. მკურნალობა ტარდება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის გამოყოფის სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები; პნევმონიები (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, გამწვავებები ავადმყოფებში კისტოზური ფიბროზით (განსაკუთრებით, თუ გამღიზიანებელია P.aeruginosa); ყურის, ყელისა და ცხვირის ინფექციები; შუაყურის მწვავე ინფექცია, სინუსიტი, მასტოიდიტი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს P.aeruginosa. მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულური აბსცესი და მენჯის პერიტონიტი); აბდომინალური და ჰეპატობილიარული ინფექციები: პერიტონიტი, აბსცესები მუცლის ღრუში, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (კომბინაციაში მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან); ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტი, სეფსისური ართრიტი; კანისა და სხვა რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები; მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ნეიროპენიით დაავადებულ პაციენტებში (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); ბაცილამატარებლების S. typhi და სხვა სალმონელების მკურნალობა; ინფექციური დიარეები: თუ გამაღიზიანებლები არიან ენტეროტოქსიკური შტამები. E.coli და Campylobacter jejuni მიკრობების საწინააღმდენო თერაპია ნამდვილად საჭიროა; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს ძირითადად უროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ინსულატარდი ჰმ?

ინსულატარდი ჰმ გამოყენების ჩვენებებია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობა, ნაწილობრივი რეზისტენტობა (ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში); ინტერკურენტული დაავადებები; ოპერაციული ჩარევა (მონო – ან კომბინირებული თერაპია); ორსულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი (დიეტოთერაპიის უეფექტობისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება თიორიდაზინი?

თიორიდაზინის გამოყენების ჩვენებებია: შიზოფრენია; აგზნებით მიმდინარე ფსიქოზები; აგრესიულობა; შფოთვით და აჟიტირებით მიმდინარე ნევროზი; ჰანტინგტონის დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოლზაპი?

ოლზაპის გამოყენების ჩვენებებია: ოლანზაპინი ინიშნება: შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობების მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური აქტივობის დაქვეითება, მეტყველების სიმწირე) სიმპტომატიკით. ასევე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს; ბიპოლარული აფექტური მოშლილობების სამკურნალოდ, მწვავე მანიაკალური და შერეული ტიპის შეტევების დროს, ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება განგლიოზიდი GD3 (ნატუროპათი)?

განგლიოზიდი GD3 (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ნერვული ბოჭკოს დემიელინიზაცია. ნერვული ბოჭკოს დაზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვფენდი?

ვფენდის გამოყენების ჩვენებებია: მძიმე ფორმის სისტემური სოკოვანი დაავადება; ინვაზიური ასპერგილოზი; სოკოვანი ინფექციური დაავადება გამოწვეული Aspergillus furnigatus, Scedosporium apiospermum, Fusarium solani. – ს მიერ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზოლეპტინი?

ზოლეპტინის გამოყენების ჩვენებებია: –           სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესია (მკურნალობა და პროფილაქტიკა); –           ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები; –           პანიკური აშლილობები; –           ტრავმისშემდგომი სტრესული დარღვევები; –           სოციალური ფობია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ინტერლეიკინ 11(ნატუროპათი)?

ინტერლეიკინ 11(ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: იმუნოკორექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გვირილას ყვავილი?

გვირილას ყვავილის გამოყენების ჩვენებებია:  გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი