Author Archives: preparatebi

იცით ოქტისეპტი გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქტისეპტი გელის გვერდითი მოვლენებია: Octenisept® ჭრილობის გელის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები: არ დაფიქსირებულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოპროკინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოპროკინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმი (სრულიად შექცევადია და მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება). ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ექსტრაპირამიდული მოვლენები ბავშვებში; ერთეულ შემთხვევებში –  ექსტრაპირამიდული მოვლენები მოზრდილებში (სრულიად შექცე-ვადია და მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება). იმის გამო, რომ ჰიპოფიზი ჰემა-ტოენცეფალური ბარიერის გარეთაა, დოპროკინს შეუძლია პლაზმაში პროლაქტინის დონის ამაღლების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში ჰიპერპროლაქტინემიამ შეიძლე-ბა გამოიწვიოს ნეიროენდოკრინული დარღვევები. ჩამოუყალიბებელი ჰემატოენცე-ფალური ბარიერის შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებში) ან მისი ფუნქციის მოშ-ლისას, ბოლომდე არ შეიძლება გამოირიცხოს ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენები: ს განვითარების რისკი.  ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპერპროლაქტინემია; იშვიათად – გალაქტორეა, გინეკომასტია. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლისტატი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლისტატი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: განსაკუთრებული სიფრხთილით გამოიყენება პორფირიის დროს. შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის განვითარება და შესაძლებელია იყოს დოზაზე დამოკიდებული. ნეფროტოქსიურობის მსგავსი გამოვლინებები შექცევადია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს. მკურნალობის დროს საჭიროა თირკმლის საბაზისო ფუნქციის შემოწმება და მონიტორინგი. საჭიროა შრატისმიერი კონცენტრაციების მონიტორინგი. ანტიბიოტიკების ინჰალაციის დროს შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება. მისი პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელია ბეტა-2-აგონისტების გამოყენებით. სირთულეების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის მოხსნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოდეინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოდეინის გვერდითი მოვლენებია: სუნთქვის დათრგუნვა მაღალი დოზების გამოყენების დროს, სედაცია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, იშვიათად ალერგიული რეაქციები ქავილის, ურტიკარიის სახით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, შეჩვევის და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იარინა – IARINA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იარინა –  *იარინას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პროსპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსპანის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი მოვლენები: ძალიან ჩვეულებრივი: (≥ 1/10) ჩვეულებრივი: (≥ 1/100 – <1/10) არც ისე ჩვეულებრივი: (≥ 1/1 000 – <1/100) იშვიათი: (≥ 1/10 000 – <1/1 000) ძალიან იშვიათი: (<1/10 000) არ არის ცნობილი: (სიხშირე ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით არ არის შეფასებული) ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეინიშნა სუროს შემცველი პრეპარატების მიმართ   ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა დისპნოე, კვინკეს შეშუპება, ეკზანთემა, ჭინჭრის ციება.   არც ისე ჩვეულებრივ შემთხვევების დროს მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კუჭნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ისეთ ჩივილებს, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება და დიარეა, ხოლო სორბიტოლის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საფაღარათო მოქმედებას.        

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევო-დენკი 250-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევო-დენკის 250 გვერდითი მოვლენებია: ზოგადად – დიარეა, გულის რევა – ღვიძლის ენზიმების დონის მომატება (მაგ. ALT, AST, alkaline phosphatase, GGT) არა ზოგადად  – სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), ძირითად სისხლის უჯრედებში მომატება (ეოზინოფილია).  – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა – თავბრუსხვევა – ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება – კრეატინინის მომატება სისხლში (თირკმელების ფუნქციის მოშლის მაჩვენებელი) – ქავილი – ანორექსია  – სოკოვანი ინფექციები და ლევოფლოქსაცინიზე რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია  – ზოგადი სისუსტე  – ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელი)  – უძილობა, ნევული აღზებულობა  იშვიათად  – გახშირებული გულისცემა  – ტრომბოციდების შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა ასოცირებულ იყოს სისხლჩაქცევაზე ან სისხლდენაზე მიდრეკილების მომატებასთან; ძირითადად თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია);  – კრუნჩხვები, კანკალი, პარესთეზია როგორიც არის დაბუჯების შეგრძნება ხელებში – ბრონქიალური შეკუმშვა, გადატვირთული სუნთქვა  – სისხლიანი დიარეა, რც ძალიან იშვიათად შესალოა ნაწლავის ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის მაჩვენებელი იყოს (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) – კრუპი  – მყესების გაღიზიანება (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”), ტკივილი სახსარში და კუნთებში  – სისხლის წნევის დაცემა – ფსიქიური აშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობის შეგრძნება, აჟიტირებულობა, აღზნებულობა  ძალიან იშვიათად  – სისხლში ძირითადი თეთრი უჯრედებისა დიდი რაოდენობით შემცირება (აგრანულოციტოზი) რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე პათოლოგიურ სიმპტომებთან (მდგრადი და რეციდიული ცხელება, ანგინა და მომატებული უკმარისობა).  – ნერვის დაზიანება (,აგ. შეხების შეზღუდული შეგრძნება, პარალიზების სიმპტომი), გემოს შეგრძნების დაქვეითება, ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა – გაუარესებული მხედველობა  – გაუარესებული სმენადობა  – ფილტვების ალერგიული რეაქცია (ალერგიუი პნეუმონია)  – გამწვავებული თირკმელის ფუნქციის დარღვევა მაგ. გამოწვეული თირკმელის ალერგიული რეაქციებით (შუალედური ნეფრიტი) – კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, მაგ. სახის და ყელის (ანგიოდემა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე და ულტრაიისფერ სხივებზე – მყესის გაწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ეს გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შესაძლოა იყოს ორმხრივი. კუნთოვანი სისუსტე რაც შესაძლოა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის პაციენტებისთვის რომელთაც აქვთ მიასტენია (იშვიათი ნერვული სისტემის აშლილობა).  – სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა იყოს: მოუთმენელი შიმშილის გრძნობა, ნერვული გაღიზიანება, ოფლიანობა, კანკალი.  – ცხელება – ანაფილაქტიკური შოკი (სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”)), ანაფილაქტიკური და მსგავსი ჰიპერმგრძნობელური რეაქცია ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საწყისი დოზის შემდეგ.  – ღვიძლის ანთება  – ფსიქოტური რეაქცია, საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ დაყენების საქციელით და თვითმკველობაზე ფიქრით (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”);  ჰალუცინაციები (ცრუ აღქმა).  უცნობი სიხშირე  – Qთ ინტერვალის ხანგრძლივობა (შეცვლილი კარდიალური მოქმედება, (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”).  – ყველა ტიპის სისხლის უჯრედის შემცირებული ოდენობა (პანციტოპენია); წითელი სისხლის უჯრედების შემცირება სისხლის უჯრედების დესტრუქციის ხარჯზე (ჰემოლიტიკური ანემია);  – ყურებში ზარი – კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე რეაქცია, მათ შორის ბუშტუკები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, ერითემა), გაძლიერებული ოფლიანობა  – კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი) – ტკივილი (მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების ტკივილი) – ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები  – სიყვითლე და ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ღვიძლის დაშავება იქნა დაფიქსირებული ლევოფლოხაცინთან ასოციაციაში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) განსაკუთრებით მწვავე დაავადებით დაავადებულ პაციენტებში (მაგ. სისხლის მოწამვლა).  შენიშვნა  კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ გაჩნდეს საწყისი დოზის მიღებიდანვე.  სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ასოცირებულ იქნა ფლუროქინოლონის მიღებასთან: – მოძრაობისა და კუნთოვანი კოორდინაციის დარღვევა;  – წვრილ სისხლძარღვთა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი);  – პორფირიის შემოტევები პაციენტებში რომელთაც მანამდეც სჭირდათ პრრფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლისტური დაავადება).  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი ეფექტის არსებობას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გვერდითი ეფექტი უეცრად გამოჩნდება ან სწრაფად გაუარესდება, მაგალითად ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლში რაიმე სახის ცვლილებები, მწვავე ანაფილაქტიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მწვავე დაზიანება და კანის ცვლილებები, რაც შესაძლოს სიცოცხლისთვის იყოს საშიშროების შემქმნელი. აღნიშნულ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორვენოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორვენოლის გვერდითი მოვლენებია:  გამოხატული ჰიპოტენზია (< 80 მმ/ვრც.წყ.სვეტისა), ბრადიკარდია (< 50 დარტყმა/წთ) ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა. უკუჩვენებები: ჰიპემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია (ა.წ. 85 მმ/ვრც.წყ.სვეტისა), დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით IV ხარისხი), გამოხატული ბრადიკარდია, AV-ბლოკადა II-IV ხარისხის, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენული შოკი, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი და ბრონქული ასთმა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომნიტროპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომნიტროპის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ომნიტროპი შესაძლოა იწვევდეს გვერდით მოვლენებს, ამასთან არ არის აუცილებელი ყველას აღმოაჩნდეს გვერდითი მოვლენები. საერთო გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 1-10 პაციენტში), მათ შორის: ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ინექციით შეყვანილი ზრდის ჰორმონის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ აჩერებს და არ უშლის ხელს ზრდის ჰორმონის მუშაობას. ბავშვებში • დროებითი გაწითლება, ქავილი ან ტკივილი ინექციის ადგილას. ზრდასრულებში • მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური; • გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში; • წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. მოცემულმაგვერდითმა მოვლენებმა ზრდასრულებში შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. უჩვეულო გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 100 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: ბავშვებში • მგრძნობელობის დაკარგვა/ყურებში ხმაური; • გახევება მკლავებსა და ფეხებში, ტკივილი სახსრებში, კუნთებში; • წყლის შეკავება (რაზედაც მიუთითებს შეშუპებული თითები ან კოჭები, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის დაწყებისას). ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მკურნალობის დაწყებისას, ამასთან შესაძლოა გაქრნენ სპონტანურად ან დოზის შემცირებისას. ზრდასრულებში • ტკივილი ან წვის შეგრძნება ხელებსა და იღლიებში (კარპული არხის სინდრომი). იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 1000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: • მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს; • გაზრდილ ინტრაკრანიალურ წნევას (რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, ვიზუალური პრობლემები ან გულისრევა). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა თავი იჩინონ 1-ზე ნაკლებ პაციენტთან 10000 პაციენტიდან) მოიცავს შემდეგს: • სისხლის თეთრი უჯრედების სიმსივნე (ლეიკემია). კანი ინექციის ადგილის გარშემო შესაძლოა არაერთგვაროვანი ან ხორკლებიანი გახდეს, მაგრამ ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუკი სხვადასხვა ადგილას გაიკეთებთ ინექციას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ ხასიათს მიიღებს, ან თუკი შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალშიგთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლარენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლარენის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, დიკლარენსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში. დიკლარენი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, სიწითლე, ერითემა, ლოკალური ან სისტემური გამონაყარი კანზე, მაგალითად როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტი (გამონაყარი, შეშუპება ან ბუშტუკოვანი გამონაყარი), ბულოზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათად). ცნობილია ფოტოსენსიბილიზაციის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ფართო უბანზე ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური გვერდითი მოვლენები: , როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ტკივილი ეპიგასტრიუმში. გვერდითი ეფექტების დამძიმების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ანოტაციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები