Author Archives: preparatebi

იცით ლანტოროლს რა უკუჩვენებები აქვს?

ლანტოროლის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები; • ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე; • ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვიტამინი E-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტამინი E-ს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია. იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტამინი C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტამინი C-ის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: მაღალი დოზების (1000 მგ მეტი) ხანგრძლივი მიღებისას – თავის ტკივილი, ცნს-ის მომატებული აგზნებადობა, უძილობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია). საშარდე სისტემის მხრივ: ზომიერი პოლაკიურია (600 მგ/დღეში მეტი დოზის მიღებისას), მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი (კალციუმის ოქსალატის გამო), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – კაპილარების განვლადობის დაქვეითება (შესაძლებელია ქსოვილების ტროფიკის გაუარესება, არტერიული წნევის მატება, ჰიპერკოაგულაცია, მიკროანგიოპათიის განვითარება). ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია. ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია. სხვა: ჰიპერვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხელების შეგრძნება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის, სპილენძის ცვლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნიტრენდიპინი – nitrendipine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
1,4-დიჰიდრო-2,6-დიმეთილ-4-(3-ნიტროფენილ)-3,5-პირიდინდიკარბონის მჟავას ეთილმეთილის ზეთი

ბრუტო ფორმულა:
C18H20N2O6

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
კალციუმის არხების ბლოკატორები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
I10 – ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია; I15 – მეორადი ჰიპერტენზია; I15.0 – რენოვასკულური ჰიპერტენზია; I20 – სტენოკარდია (გულის ანგინა); I73.0 – რეინოს სინდრომი

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით თიამინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიამინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი, აღნიშნული რეაქციები ვითარდება ალერგიის  მიმართ მიდრეკილებისას, კლიმაქსის ან პრეკლიმაქსის პერიოდში მქოფ ქალებში, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეყრობილ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნეო-ენტეროსეპტოლი / Neo-Enteroseptol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეო-ენტეროსეპტოლი – უკუჩვენებები: ორსულობა (შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით, თუ შესაძლო თერაპიული ეფექტი ამართლებს მოსალოდნელ რისკს); არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ციანოკობალამინი?

ციანოკობალამინის გამოყენების ჩვენებებია: ვიტამინი B12 – ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია, რომელიც არ სწორდება საკვების საშუალებით. ვიტამინი B12 – ის დეფიციტი შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ დავადებებთან: – ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია (პერნიციოზული ანემია, ბირმერის დაავავდება, ადისონის ანემია; ზემოხსენებული დაავადების დროს შესაძლებელია დარღვეული იყოს ერითროციტების მომწიფების პროცესი); – ფუნიკულარული მიელოზი (ზურგის ტვინის დაავადება), სისხლის ანალიზის შედეგად დიაგნოსტირებული ვიტამინი B12 – ის დეფიციტი შესაძებელია დაკავშირებული იყოს შემდეგ დაავადებებთან: – წლების განმავლობაში შეზღუდული საკვების მიღება (მაგალითად ვეგეტარიანული საკვები); – მალაბსორბცია (ნაწლავიდან ვიტამინი B12 – ის შეწოვის დარღვევა): – შინაგანი ფაქტორის (ცილა, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ლორწოვანში და საჭიროა ვიტამინი B12- ის აბსორბციისთვის) არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა; – მლივი ნაწლავის (წვრილი ნაწლავის ნაწილი) ტერმინალური ნაწილის დაავადება, მაგალითად სპრუ. – თევზის ჭია ან – ბრმა მარყუჟის სინდრომი (ნაწლავის ბლოკადა კუჭის ოპერაციის შედეგად). – ვიტამინი B12 – ის ტრანსპორტირების თანდაყოლილი დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლანტიგენი B-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ლანტიგენი B-ის უკუჩვენებებია: * შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ხმარებისას უკუჩვენებებია: არ არის ცნობილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ციაზილი?

ციაზილის გამოყენების ჩვენებებია: ციაზილი არის ანტიმიოზური ციტოლიზური აგენტი. ქიმიოთერაპიულ რეჟიმში გამოყენებისას იწვევს რეგრესს სხვადასხვა კიბოს შემთხვევაში, ძუძუს კიბოს, საკვერცხის კიბოს, კუჭის კარცინომის, კოლორექტალური კიბოს, რბილი ქსოვილების სარკომის, ლიმფომების, ლეიკემიის და მრავლობითი მიელომის დროს.  დიდი დოზებით მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, იწვევს თერაპიულ პასუხს ფილტვის კიბოს შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლანსოპრაზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ლანსოპრაზოლის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები