Author Archives: preparatebi

იცით ერივეჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერივეჯის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების მონაცემები ერივეჯის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა კლინიკურ კვლევებში 450-ზე მეტი პაციენტის და ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით. ქვემოთ მოყვანილი მონაცემები მიღებულია კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 138 პაციენტი გავრცელებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით. ეს პაციენტები მონოთერაპიის სახით იღებდნენ ერივეჯის ≥ 150 მგ ერთ დოზას მაინც. ჩატარდა ოთხი ღია, I და II ფაზის  კვლევა. კლინიკურ კვლევებში 150 მგ-ზე მაღალი დოზები არ იწვევდა პლაზმაში წამლის უფრო მაღალ კონცენტრაციას; ანალიზში ჩართული იყო იმ პაციენტთა მონაცემებიც, რომლებიც იღებდნენ 150 მგ-ზე მაღალ დოზას. ცხრილში მოცემულია კლინკურ კვლევებში დაფიქსირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: (≥ 10%).   ცხრილი 1. გავრცელებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მქონე         პაციენტებში დაფიქსირებული ხშირი (≥ 10%) გვერდითი მოვლენები: . ჩასასმელია ცხრილი. სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც დაფიქსირდა  შემთხვევათა >10%-ში. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: ბაზალუჯრედოვანი კარცინომის მქონე 138 პაციენტიდან  ათი იყო რეპროდუქციული ასაკის ქალი. ამ პაციენტებიდან სამს (30%) მკურნალობისას განუვითარდა ამენორეა. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც დაფიქსირდა  შემთხვევათა  < 10%-ში: გასტროინტესტინალური დარღვევები: ტკივილი მუცლის არეში. დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: დეჰიდრატაცია. დარღვევები ჩონჩხისა და კუნთების მხრივ: კუნთების და ძვლების ტკივილი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ჰიპოგევზია (გემოს შეგრძნების დაქვეითება). ზოგადად,  ერთნაირი უსაფრთხოების პროფილი დაფიქსირდა მეტასტაზური ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის და ადგილობრივად განვითარებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში (იხ. ცხრილი ზევით)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროპოფოლი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპოფოლი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია, როგორც წესი ხდება მსუბუქად, აღგზნების მინიმალური გამოვლინებით. ანესთეზიის ინდუქციის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და გარდამავალი აპნოე. ჰიპოტენზიის კუპირება შესაძლებელია ინტრავენური სითხეების გამოყენებისას და პროპოფოლის შეყვანის სიჩქარის შემცირებით. ინდუქციის, შენარჩუნების და გამოფხიზლების დროს სხვა სახის გვერდითი მოვლენები: არახშირად ვითარდება. იშვიათად შეინიშნებოდა კრუნჩხვები და ოპისტოტონუსი იშვიათად შეინიშნებოდა. ადგილი ჰქონდა ფილტვის შეშუპების შემთხვევებს. გამოფხიზლების ფაზაში, გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი ვითარდებოდა მხოლოდ მცირე რაოდენობის პაციენტებში. იშვიათად, შარდის გაუფერულება შეინიშნებოდა პროპოფოლის ინექციის ხანგრძლივი გამოყენებისას. ძალიან იშვიათად, შეინიშნებოდა ანაფილაქსიის კლინიკური ნიშნები, რაც მოიცავს ბრონქოსპაზმს, ერითემას და ჰიპოტენზიას. ადგილი ჰქონდა პოსტოპერაციულ ცხელებას. სხვა საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, შესაძლებელია ლიბიდოს მატება. ადგილობრივი ინდუქციის ფაზის განმავლობაში შესაძლებელია ადგილობრივი ტკივილი, რომლის შემცირება შესაძლებელია მკლავის და იდაყვის წინა ფოსოს დიდი ვენების  გამოყენებით. ადგილობრივი ტკივილის შემცირება შესაძლებელია ასევე ლიდოკაინთან ერთად გამოყენებით (იხ. დოზირება და მიღების წესი).  თრომბოზი და ფლებიტი იშვიათია. შემთხვევითმა  ექსტრავაზაციამ და ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოვლინა ქსოვილების მინიმალური რეაქცია. ცხოველებში ინტრაარტერიულ ინექციას  არ გამოუწვევია ადგილობრივ ქსოვილებზე ზემოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოპიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიგამას გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა მედიკამენს, აგრეთვე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტებს ახასიათებთ გვერდითი მოვლენები: , რომელბიც არ ვლინდება ყველა პაციენტში: მიმართეთ დაუყონებლივ ექიმს, თუ თქვენ შენიშნავთ შემდგომ მოვლენებს: • სხეულის ტემპერატურა, ინფექციის ნიშნები ან გამოხატული დაღლილობა. ამან შესაძლებელია იშვიათად გამოიწვიოს იქონიოს სისხლის უჯრედების შემცირება. • ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალის სიყვითლე, შესაძლო სისხლჩაქცევებით, რომლებიც ვლინდება პატარა სისხლის წერტილების სახით კანქვეშ და მოუსვენრობა (პუნქტი 2,,განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მიღებისას”). • შეშუპება პირის ღრუში ან კანის დაავადებები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი, წყლულების წარმოქმნა კანზე. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას ყველზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში) არის სისხლდენა. სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭზე და ნაწლავებზე ან ვლინდება აგრეთვე, როგორც ცისფერი ლაქები, ჰემატომა (უჩვეულო სისხლჩაქცევა და სისხლდენა კანქვეშ), სისხლდენა ცხვირიდან ან შეიმჩნევა სისხლი შარდში. იშვიათად ვლინდება სისხლდენა თვალის სისხლძარრვებიდან, თავში, ფილტვებში ან სახსრებში. თუ კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას სისხლდენა შეიმჩნევა ხანგრძლივი დროის მანძილზე კანის გაჭრისას ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სისხლდენა გაგრძელდეს ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი დროით. ეს დამოკიდებულია მედიკამენტის ზემოქმედებაზე, რადგანაც იგი აბრკოლებს სისხლის კოაგულაციას. მცირე დაზიანება და ჭრილობები, როგორიცაა ჭრილობა გაპარსვისას ან კანის მცირე დაზიანება უმნიშვნელოა. თუ მაინც შეგაშფოთათ ამფაქტმა მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხ. პუნქტი 2,,,განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მიღებისას”). კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას სხვა დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები: ა: • ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მონელების პრობლემები ან გულ-ძმარვა • საშუალდ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 1.000 დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შებერილობა, გამონაყარი, ქავილი, გონების დაკარგვა/თავბრუსხვევა, სმენადობის დაკარგვის შეგრძნება. • იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10.000 დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა/წონასწორობის დაკარგვა. • ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10.000 დან 1 პაციენტში): სიყვითლე; ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილით ან მის გარეშე; სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის გართულება ხველებით; ზოგადი ალერგიული რეაქციები; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი); დაბალი წნევა; მოუსვენრობა; ჰალუცინაცია; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; გემოს შეგრძნების ცვლილება. ამასთანავე შესაძლოა ექიმმა გამოავლინოს ცვლილებები თქვენ სისხლში ან შარდში ანალიზის შედეგად. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ აღნიშნული გვერდითი მოვლენები: დან რომელიმე განსაკუთრებით გამოვლინდება ან თუ გახასიათებთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიზოპროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიზოპროლის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სინკოპე, თავის ტკივილი, პარესთეზია, მომატებული აგზნებადობა, განგაშის გრძნობა, მოუსვენრობა, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება. ჩვეულებრივ ეს მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ბრადიკარდია, გულისცემის გაძლიერება და რითმის დარღვევის სხვა სახეები, კიდურების გაციება, შარკოს სინდრომი, ორთოსტატიული ჰიპოტენზია და ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ: ტკივილი მუცელში, გასტრიტი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტკივილი სახსრებში, ართროპათია, ზურგის, კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი. კანის მხრივ: გამონაყარი, აკნე (ფერისმჭამელები), კანის გაღიზიანება, ქავილი, შეშუპება, გაძლიერებული ოფლდენა, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ხველა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოვონია ღამის ფორმულას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოვონიას ღამის ფორმულას გვერდითი მოვლენებია:  ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად: ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კუჭის ფუნქციური დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანივიტი C ვიტამინით რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანივიტი C ვიტამინით გვერდითი მოვლენებია:  თერაპიულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად – სისხლმბადი სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. მწვავე მოწამვლის ნიშნები – გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში. დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რივანოლის ფხვნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რივანოლის ფხვნილის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანკრეატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანკრეატინის გვერდითი მოვლენებია:  გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმატოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმატოპის გვერდითი მოვლენებია: : წვა, კანის ქავილი, სტეროიდული ფერისმჭამელა, სტრიები, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი. ხანგრძლივი გამოყენებისას: კანის ატროფია, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, ტელეანგიექტაზია, პურპურა, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიხოზი; დიდ ფართზე დატანისას შესაძლებალია სისტემური მოქმედება (გასტრიტი, კუჭ–ნაწლავის დაწყლულება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დესლონორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დესლონორმის გვერდითი მოვლენებია:  დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. იშვიათად შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი; ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები