Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ლერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლერონის გვერდითი მოვლენებია: ფუროსემიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემია და ჰიპონატრიემია, რომელიც ვლინდება ზოგადი სისუსტით, წვივის კუნთების კრუნჩხვით. დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), ანორექსია, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერურიკემია (პოდაგრის შესაძლო გამწვავების რისკის მქონე პაციენტებში), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გაძლიერება, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის, ასევე შარდოვანასა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება სისხლის პლაზმაში.  ნერვული სისტემის მხრივ: ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება, პარესთეზია, მხედველობის დაქვეითება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება. ამილორიდი: წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ლერონის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჰიპერკალიემიას, რაც ვლინდება კუნთების სისუსტითა და გულის რიტმის მოშლით. ენდოკრინული და სასქესო სისტემის მხრივ: ქალებში _ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰირსუტიზმი. მამაკაცებში _ პოტენციის დარღვევები, გინეკომასტია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ატაქსია, ლიბიდოს დაქვეითება. სხვა: აგრანულოციტოზი, გამონაყარი კანზე, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლოფარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლოფარდის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე. რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოსტინექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოსტინექსის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად: არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილები მუცლის არეში. ხანგრძლივი მიღებისას: დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, გასტრიტი, ღებინება, გაუვალობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია, პარესთეზიები (აღნიშნული სიმპტომები გამოხატულია ზომიერად და ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში და თავისით გაივლის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დაუნორუბიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დაუნორუბიცინის გვერდითი მოვლენებია: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სტომატიტი, გულის უკმარისობა, არითმია, იშვიათად – მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ამენორეა, აზოოსპერმია, ალოპეცია, ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ტკივილი შეყვანის ადგილას, ქსოვილის ნეკროზი (პრეპარატის შეყვანის ტექნიკური მხარის დარღვევისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსიპროქტი პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსიპროქტი პლუსის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი ტკივილი, წვის შეგრძნება; მომატებული მგრძნობელობა ვლინდება კანის მხრივ რეაქციით და ტემპერატურის მომატებით. ამ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პიასკლედინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პიასკლედინის გვერდითი მოვლენებია: • იშვიათად რეგურგიტაცია არასასიამოვნო სუნით, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია კაფსულის კვების დროს მიღებისას. • იშვიათ შემთხვევაში ალერგიული რეაქცია • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციის დარღვევები • ასტროინტესტინალური მოვლენები: იშვიათად დიარეა და ეპიგასტრალური ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაკლიტაქსელი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაკლიტაქსელი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე და გამოხატულება დოზადამოკიდებულია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია. ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნაქციის  დათრგუნვა, ძირითადად გრანულოციტური შტოს, წარმოადგენდა მთავარ ტოქსიკურ ეფექტებს, რის შედეგადაც საჭირო ხდება პრეაპრატის დოზის შეზღუდვა. ნეიტროფილების დონის მაქსიმალური შემცირება, როგორც წესი შეინიშნება მე-8-11 დღეებში, ნორმალიზაცია დგება პრეპარატის შეყვანიდან 22-ე დღეს. ალერგიული რეაქციები: პაკლიტაქსელის შეყვანიდან პირველი საათის განმავლობაში, შესაძლებელია ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის შემცირება, გულმკერდის ტკივილი, სახის სიწითლე, კანზე გამონაყარი, გენერალიზებული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. შეინიშნეოდა შემცივნების და წელის ტკივილის ერთეული შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის შემცირება; იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, ბრადიკარდია, შესაძლოა ტაქიკარდია, AV-ბლოკადა, ეკგ ცვლილებები, სისხლძარღვების თრომბოზი, თრომბოფლებიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების ფიბროზი, ფილტვის არტერიის ემბოლია; სხივურ თერაპიასთან ერთდორული მიღება – სხივური პნევმონიტის განვითარების ალბათობა. ცნს და პერფიფერული ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები; იშვიათად – grand mal-ის ტიპის კრუნჩხვების შეტევები, მხედველობის დარღვევები, ატაქსია, ენცეფალოპათია, ავტონომიური ნეიროპათია (ნაწლავის პარალიზური გაუვალობის და ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარებით). ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუკოზიტები, ანორექსია, ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამიაზების აქტივობის, ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის დონის მომატება სისხლის შრატში; არსებობს მწვავე ნაწლავური გაუვალობის, ნაწლავის პერფორაციის, ჯორჯლის არტერიის თრომბოზის, იშემიური კოლიტის ერთეული შემთხვევები, აღწერილია ჰეპატონეკროზის და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევები. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი, შეშუპება, ერითემა, კანის ინდურაცია და პიგმენტაცია; ექსტრავაზაციის დროს – კანქვეშა ქსოვილის ანთება და ნეკროზი. დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია; იშვიათად – პიგმენტაციის დარღვევა ან ფრჩხილის  გაუფერულება. ზოგადი: ასთენია, გუნება-განწყობის ცვალებადობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპრაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპრაზოლის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად აღინიშნება დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მიალგია. უკუჩვენებები: პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა; კუჭის კიბო; ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმასეპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმასეპტის გვერდითი მოვლენებია:  ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის გამოშრობას, ამ დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომესამი სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომესამი სიროფის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები:გვერდითი ეფექტები უცნობია. დღიური რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები