Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

არიფონ რეტარდი / ARIFON RETARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არიფონ რეტარდი –  თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდა ორსულობის ფაქტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე. ასევე საჭიროა ორსულობის დაგეგმვისას მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენება.  აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში. მოცემული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 / ENA+HCT-Denk 20/12.5 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 –  ორსულობა: განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფეტოტოქსიკურობა, რაც შესაძლებელია ფატალური აღმოჩნდეს. შესაბამისად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობისას საჭიროა საიმედო კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება.  ლაქტაციის პერიოდი: ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 გამოიყოფა დედის რძეში. შესაბამისად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დოქსი-დენკი 100 / DOXY-DENK 100 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დოქსი-დენკი 100 –  ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსი-დენკ 100 გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რადგან ხდება დოქსიციკლინის დაგროვება ძვლებში?????? და იწვევს კბილის ემალის ფერის შეცვლას?

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სეტეგისი – SETEGIS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სეტეგისი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ახალშობილზე მოსალოდნელ პოტენციურ რისკს. * ლაქტაციის პერიოდში კვება უნდა  შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტერიქსი / Terix ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტერიქსი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს არ გამოვლინდა არცერთი ტერატოგენული ეფექტი. თუმცა, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ტერიქსი უკუნაჩვენებია. ლაქტაცია არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში დედის რძეში გადასვლის გამო. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის დროს იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკური კვლევების დროს, აღინიშნებოდა ძილიანობის შემთხვევები. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა სამუშაოც მოითხოვს დიდ ყურადღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ექტო აქტივი 7% კრემი / Ecto Active 7% cream ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ექტო აქტივი 7% კრემი –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა შესაძლებელია გამოყენება ექიმის რეკომენდაციით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ა-ფერინი ფორტე / A-FERIN FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ა-ფერინი ფორტე –  B კატეგორიის პრეპარატი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ავლენენ რისკს ნაყოფისათვის, ადამიანებზე კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე არსებულმა კვლევებმა გამოავლინეს უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე, თუმცა კარგად კონტროლირებულმა კვლევებმა ორსულ ქალებში ნაყოფის მიმართ რისკი არ დაადასტურეს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორსულობის დროს იგი არ გამოიყენება. მეძუძურებში გამოყენება: პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტებით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია წამლებთან ურთიერთქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლუკასტინი / LUKASTIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლუკასტინი –  B კატეგორიის პრეპარატი. მონტელუკასტი გამოცდილი არ არის ორსულ ქალებში. მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია, თუ მისი მიღება უკიდურესად აუცილებელი არ არის. არ არის ცნობილი აღწევს თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ვინაიდან პრეპარატების უმეტესობა აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის დროს ლუკასტინის გამოყენებისას სიფრთხილე არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ცეფტაზი – ჰუმანითი / Ceftazi – HUMANITY ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცეფტაზი ჰუმანითი –  გამოყენება ორსულობის დროს:  არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება პრეპარატის გამოყენებაზე ამ ჯგუფის პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ლაქტაცია: ცეფტაზიდიმი  გადადის დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ლაქტაციის დროს ცეფტაზიდიმის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.  არ არსებობს ექსპერიმენტალური მტკიცებულება ემბრიოპათიური ან ტერატოგენული ეფექტის შესახებ, მაგრამ სხვა პრეპარატების მსგავსად, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით  და დიდი სიფრთხილის დაცვით. ცეფტაზიდიმი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით და მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბეკლაზონი ეკო ადვილი სუნთქვა – BECLASONE EASE BREATHE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბეკლაზონი ეკო ადვილი სუნთქვა –  ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ბეკლაზონ ეკო-ს გამოყენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. პრეპარატის დანიშვნის შესახებ საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ორსულებში და მეძუძურ დედებში ინჰალატორი ბეკლაზონ ეკო უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებელი აღემატება პოტენციურ საშიშროებას. ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია; ბეკლომეტაზონის დიპროპიონატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი