Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

დოპმინი – DOPMIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დოპმინი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

შელკალი სიროფი / SHELCAL SYROP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

შელკალი სიროფი –  კვლევის მიხედვით, კალციუმი რეკომენდებულია დოზით ორსულობის პერიოდში არ იწვევს რაიმე პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კალციუმი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, მისი კონცენტრაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი ეფექტი ახალშობილებში. პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში: რეკომენდებული დღიური რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაიმე პრობლემა ამ პოპულაციაში დადასტურებული არ არის. პრეპარატის გამოყენება გერიატრიაში: რეკომენდებული დღიური რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაიმე პრობლემა ამ პოპულაციაში დადასტურებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აუქსილენი / Auxilen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აუქსილენი – ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: არ გამოიყენოთ აუქსილენი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ვინაიდან აუქსილენი შესაძლოა არ აღმოჩნდეს თქვენთვის შესაფერისი. აუქსილენის გამოყენება თავიდან უნდა აირიდონ მათ, ვინც გეგმავს ან უკვე არის ორსულად. ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მითითების შემდეგ. აუქსილენის მიღება მიზანშეწონილი არ არის დაორსულების მცდელობის ან ფერტილობის კვლევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლექსოტანი / LEXOTAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლექსოტანი – ორსულობა და ძუძუთი კვება. ორსულობა ლექსოტანილის დანიშვნა ორსულობის პერიოდში არ შეიძლება, თუ არ არის აუცილებლობა და თუ შედარებით უსაფრთხო ალტერნატივა არ არსებობს. შვილოსნობის ასაკის ქალისთვის ამ პრეპარატის გამოწერის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის გაფრთხილება ორსულობის დაგეგმვის ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, ისე რომ შესაძლებელი იყოს მკურნალობის შეწყვეტა. ბრომაზეპამის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. მტკიცებულებები სპონტანურად აღწერილი წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდასთან მიმართებაში, მგავსი პაციენტების არანამკურნალებ ჯგუფთან შედარებით, მოწოდებული არ არის. რამდენიმე კვლევის მონაცემებით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრანკვილიზატორების (დიაზეპამი, მეპრობამატი ან ქლორდიაზეპოქსიდი) გამოყენების შემდეგ თანდაყოლილი ანომალიების რისკი გაიზარდა. ადამიანებში ადრეული ორსულობის პერიოდში თერაპიული დოზებით ბენზოდიაზეპინების გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკი სავარაუდოდ დაბალია, თუმცა ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით ხახის ნაპრალის განვითარების რისკი გაზრდილია. ჭარბი დოზის და ინტოქსიკაციის შედეგად  პრენატალური ექსპოზიციის დროს ბავშვებში აღწერილია თანდაყოლილი ანომალიების და გონებრივი ჩამორჩენის შემთხვევები. ბრომაზეპამის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის პერიოდში მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კლინიკური ჩვენებით არის დაშვებული. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების გათვალისწინებით, ახალშობილებში შეიძლება ველოდოთ ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ჰიპოთერმია, ჰიპოტონია და სუნთქვის საშუალო სიმძიმის დათრგუნვა. უფრო მეტიც, ბავშვებს, რომელთა დედებიც რეგულარულად ღებულობდნენ ბენზოდიაზეპინებს ორსულობის ბოლო პერიოდში, შეიძლება წამალზე ფიზიკური დამოკიდებულების და შესაბამისად პოსტნატალურ პერიოდში მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ცეფბათი / Cefbat ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ცეფბათი –  ცეფბათის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ციპროდექსი 500 – CIPRODEX 500 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციპროდექსი 500 – უკუჩვენებები:: ორსულობა  და  ლაქტაციის  პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ქსალაკომი / XALACOM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქსალაკომი –  ადექვატურად კონტროლირებადი კვლევები ორსულებში არ ჩატარებულა. ორსულებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ შესაძლო რისკს. ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თიმოლოლის მალეატი, თვალის წვეთების სახით ასევე აღმოჩენილი იქნა დედის რძეში. სერიოზული არასასასურველი რისკის განვითარების გათვალისწინებით ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, ასევე დედისთვის პრეპარტის გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ან უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება ან უნდა მოიხსნას პრეპარატი.  გამოყენება ბავშვებში: პრეპარტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აურობინი / AUROBIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აურობინი –  ორსულობა ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას შეუძლია ნაყოფის დაზიანება ორსულ ცხოველებში (მაგალითად, ხახის ნაპრალი ან განვითარების მანკები). ორსულობისას პრეპარატის გამოყენების მონაცემები არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, არ გამოიყენოთ აურობინის მალამო ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხოლო შემდგომშე გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელისა და პოტენციური რისკის შეფასებით. ლაქტაცია კორტიკოსტეროიდები და ლიდოკაინი აღწევს ლაქტატში. კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ახალშობილის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე და გამოიწვიოს ზრდის დარღვევა. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების საკითხის გადაწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვ-3 / V-3 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვ-3 –  არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის პერიოდში ქინოლონების სახსრის ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფერო-დენკი 50 / FERRO-DENK 50 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფერო-დენკი 50 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ფერო-დენკ 50-ის გამოყენება არ არის აკრძალული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი