Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ავეზოლი / AVEZOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ავეზოლი – ორსულობა ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ავეზოლი-ავერსი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აზარექსი / AZAREX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზარექსი – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ფერტილობა ოლოპატადინის ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების გავლენის კვლევა ადამიანის ფერტილობაზე არ ჩატარებულა.  ორსულობა ორსულ ქალებში ოლოპატადინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ცნობები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველების კვლევებში მიღებულია მონაცემები ოლოპატადინის ტოქსიკური გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე სისტემური გამოყენებისას.  ოლოპატადინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის მეთოდებს.  ლაქტაციის პერიოდი ცხოველებში გამოყენებისას აღინიშნა ოლოპატადინის ექსკრეცია ლაქტატში. არ შეიძლება გამოირიცხოს ახალშობილების და ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რისკი. ლაქტაციის პერიოდში აზარექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აკატინოლ მემანტინი / Akatinol Memantine ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აკატინოლ მემანტინი – უკუჩვენებები:  ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აკლასტა / ACLASTA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აკლასტა – გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.  რეპროდუქციული ასაკის ქალები. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია მოერიდონ დაორსულებას აკლასტას მიღების დროს. არსებობს თერიული რისკი ნაყოფისთვის (მაგალითად, ჩონჩხის პათოლოგიები და სხვა პათოლოგიები), თუ ორსულობა დგება ბისფოსფონატების გამოყენების დროს. ამ რისკზე ცვლადების ზემოქმედება, როგორიცაა დრო, ბისფოფონატების გამოყენების შეწყვეტას და ჩასახვას შორის დადგენილი არ იქნა. ორსულობა აკლასტა უკუნაჩვენებია ორსულობოს დროს. ბმონაცემები ორსულ ქალებში ზოლენდრონის მჟავის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს პრეპარატის ტოქსიკური გავლენა რეპროდუქტიულ ფუნქციაზე. პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია.  ძუძუთი კვება აკლასტა უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. ფერტილურობა მონაცემები ადამიანებში ფერტილურობის თაობაზე არ არსებობს. ბავშვები. პრეპარატის აკლასტა დანიშვნა ბავშვებისათვის არაა რეკომენდებული, ვინაიდან, არ არის საკმარისი მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ალერგინი / ALERGINI ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ალერგინი – ორსულობა ლაქტაცია ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ავასტინი / Avastin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ავასტინი – უკუჩვენებები: ორსულობა; ლაქტაცია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აკუპრო – ACCUPRO ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აკუპრო – უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ალერ ნეო / Aler neo ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ალერ ნეო – ორსულობა ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ცეტირიზინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აზოპტი – AZOPT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზოპტი – ორსულობა ლაქტაცია: ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენებაზე არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატ აზოპტის გამოყენება ფეხმძიმეებში შესაძლებელია მაშინ, როცა დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს. არა არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძით. ამიტომ აზოპტით მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობისას სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ალაქტინი / ALACTIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ალაქტინი – ორსულობა ლაქტაცია ორსულობა: ლაბორატორიულ ცხოველებზე კაბერგოლინის გამოცდამ არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ან რეპროდუქციული ფუნქციის საერთო მაჩვენებლებზე ზემოქმედება. თუმცა ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლელვა ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში ალაქტინის მიღება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას. თუ განაყოფიერება მოხდება მკურნალობის პერიოდში, დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის ძირეული გამოკვლევის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ვინაიდან კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია და პრეპარატს გააჩნია ნახევრადგამოდევნის ხანგრძლივი პერიოდი, რეგულარული მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ერთი თვით ადრე დაგეგმილ ორსულობამდე, რათა თავიდან ავიცილოთ პრეპარატის ზემოქმედება ნაყოფზე, თუმცა, ალაქტინის მიღებამ კვირაში 0.5 დან 2 მგ-მდე ჰიპერპროლაქტინემიით დაავადებულ პაციენტებში არ აჩვენა აბორტის რისკის გაზრდა, ადრეული მშობიარობა, ორსულობის პათოლოგიები ან თანდაყოლილი დეფექტები. ლაქტაცია: ვირთხებზე დაკვირვებისას დადგინდა, რომ კაბერგოლინი ექსკრეტირდება რძეში. იმისდა მიუხედავად რომ კვლევა არ ჩატარებულა ადამიანებში, ძუძუთი კვება კაბერგოლინით მკურნალობისას აუცილებლად უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი