Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ორამინ – E / Oramin – E ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ორამინ E – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ორალური უნაზინი / UNASYN ORAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ორალური უნაზინი –  პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს ცხოველებში სულტანმცილინის გამოკვლევლევისას, ნაყოფირების ნიშნების გაურესება ან დამაზიანებელი ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა. თუმცა პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. პრეპარტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში ამპიცილინი და სულბაქტამი დაბალი კონცენტრაციებით აღმოჩენილია ლაქტატში; ეს ფაქტი გასათვალისწინებელია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატს შეუძლია მოახდინოს ახალშობიოლზე ზეგავლენა, რომელთა თირკმლის ფუნქციაც საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული. გავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკით სარგებლობაზე. არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოპტიმალი / OPTIMAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოპტიმალი –  ზოპიკლონის უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებისათვის ოპტიმალის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის III ტრიმესტრში ზოპიკლონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის ჰიპოთერმია, ძილიანობა და სუნთქვის დათრგუნვა. ზოპიკლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოპტიბეტოლი / OPTIBETOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოპტიბეტოლი –  პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის დანიშვნა ორსული ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. უცნობია აღწევს თუ არა ბეტაქსოლოლი თვალის წვეთების ფორმით დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოპერილი P / Operil® P ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოპერილი P – ორსულობა და ძუძუთი კვება ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილ პ-ს მიღება თვითმკურნალობის მიზნით. ოპერილ პ-ს მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ. მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოპერილი / Operil® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოპერილი – ორსულობა და ძუძუთი კვება ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილის მიღება თვითმკურნალობის მიზნით. ოპერილის მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ. მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ონდანტორი / Ondantor ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონდანტორი – ორსულობა და ძუძუთი კვება ონდანსეტრონის არასასურველი მოქმედება ორსულობასა ან ნაყოფის/ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე არ იქნა გამოვლენილი. ორსულ ქალებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ასევე საგულდაგულოდ იქნეს შეფასებული რისკისა და სარგებლობის თანაშეფარდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ონდა / Onda ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონდა – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ექსპერიმენტული ცხოველების კვლევების შეფასებები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტზე ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, გესტაციის მიმდინრეობაზე და პერი და პოსტ-ნატალურ განვითრებაზე. თუმცა რადგან ცხოველების კვლევები ყოველთვის განმსაზღვრელი არ არის ადამიანის შემთხვევაში ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ტესტებმა აჩვენა, რომ ონდანსეტრონი გადის ლაქტაციაში მყოფი ცხოველების რძეში.აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ონდანსეტორნის მიღების დროს ქალებმა თავი შეიკავონ ძუძუთი კვებისგან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ონბრეზ ბრიზჰაილერი / ONBREZ BREEZHALER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონბრეზ ბრიზჰაილერი – გამოყენება ორსულობისა ანდა ძუძუთი კვებისას ორსულობა კლინიკური მონაცემები ონბრეზ ბრიზჰაილერის მოქმედების შესახებ ორსულობისას ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტ-ქალებში არ არსებობს. პოტენციური რისკი უცნობია. რადგანაც შესაბამისი კვლევები სათანადო კონტროლისას ორსული ქალების მონაწილეობით არ ტარდებოდა, ინდაკატეროლის მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. საშვილოსნოს შეკუმშვები და მშობიარობა როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატეროლიც თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ კუნთზე მოდუნებადი მოქმედების შედეგად. ძუძუთი კვების პერიოდი უცნობია, აღწევს თუ არა ინდაკატეროლი ადამიანის ძუძუს რძეში. რადგანაც ძალიან ბევრი სამკურნალწამლო საშუალება აღწევს დედის რძეში, მათ შორის სხვა ბეტა2-ადრენერგიული საინჰალაციო პრეპარატი, ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ბავშვისთვის  პოტენციურ რისკს. ფერტილობა ინდაკატეროლის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედების კვლევამ არ გამოავლინა ფერტილობის საფრთხე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ომნიტროპი / Omnitrope ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ომნიტროპი – ორსულობა და ძუძუთი კვება დაუშვებელია ომნიტროპის გამოყენება ორსულობის დროს ან როდესაც ცდილობთ დაორსულდეთ. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ძუძუთი კვების დროს. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე. მნიშვნელოვანი ინფორმაციაომნიტროპის რამდენიმე ინგრედიენტის შესახებ მოცემული პრეპარატი მოიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) მლ-ზე, ე.ი. არის ნატრიუმისგან თავისუფალი. ერთი მლ მოიცავს 9 მგ ბენზილის სპირტს. ბენზილის სპირტის გამო პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული ნაადრევად დაბადებულ ან ახალშობილ ბავშვებთან. შესაძლოა იწვევდეს ტოქსიკურ და ალერგიულ რეაქციებს ჩვილებში და 3 წლამდე ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი