Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ზოვირაქსი / ZOVIRAX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზოვირაქსი –  ორსულობა  აციკლოვირის პოსტმარკეტინგულმა რეგისტრმა აჩვენა ორსულობის გამოსავალი ქალებში, რომლებიც იღებდნენ ზოვირაქსის ნებისმიერ ფორმას. რეგისტრიეს კვლევებით არ გამოჩნდა ახალშობილთა დეფექტების ზრდა ზოვირაქსისადმი ექსპოზირებულ პოპულაციაში ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, დაბადების დეფექტებში არ გამოვლინდა რაიმე კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. აციკლოვირის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ლაქტაცია 200 მგ აციკლოვირის ორალური ადმინისტრირების შედეგად 5-ჯერ დღეში, აღმოჩნდა აციკლოცირი დედის რძეში 0.6-დან 4.1-დე მერყეობის კონცენტრაციით პლაზმის დონეების შესაბამისად. ამ დონეებმა შეიძლება პოტენციურად დააზიანონ ახალშობილები აციკლოვირის დოზირებით დაახლოებით 0.3მგ/კგ-მდე დღეში. ამის გამო აციკლოვირი სიფრთხილით ინიშნება მეძუძურ ქალებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კეტონალი – KETONAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტონალი –  გამოკვლევები კეტოპროფენის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა. კეტონალის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის არსებულ რისკს. * კეტონალის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში (განსაკუთრებით 36 კვირის შემდეგ) უკუნაჩვენებია საშვილოსნოს ტონუსზე შესაძლო ზეგავლენის გამო. * ლაქტაციის პერიოდი: კეტონალის გამოყენების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფამეტოლი / FAMETOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფამეტოლი – უკუჩვენებები:: – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ქლოფაზოლინი – CHLOPHAZOLIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქლოფაზოლინი –  არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი სარგებელი მეტია ნაყოფზე სავარაუდო ნეგატიურ გავლენაზე. ლაქტაციის დროს, პრეპარატი საჭიროებისამებრ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ქლოფაზოლინი აღწევს დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეპაკინი სიროფი / DEPAKINE SYRUP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეპაკინი სიროფი –  ორსულობა: ეპილეფსიით დაავადებული დედების მკურნალობის გამოკვლევის საფუძველზე, რისკი, დაკავშირებული ორსულობისას  ვალპროატის მიღებაზე, აღწერილია შემდეგი სახით: ეპილეფსიასთან და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებული რისკი აღწერილია, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ქალებში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას, თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების საერთო სიხშირე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციის  დროს. (დაახლოებით 3%) თუმცა თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების სიხშირე აღწერილი იყო კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენების შემთხვევის დროს., დღემდე ფორმალურად არ არის დადგენილი დაავადებისა და დედის მიერ მიღებული პერაპარატების შესაბამისი როლი. საკმაოდ ხშირია ტუჩის თიაქარის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკის განვითარება. ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის უცაბედმა შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს დედის მდგომარეობა და გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვის მიზეზი. ნატრიუმის ვალპროატთან დაკავშირებული რისკი  ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში ვალპროატის მიღებისას ქალებში ნაყოფის განვითარების მანკის საერთო რისკი არანაკლებია სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. აღწერილია სახის დისმორფიის შემთხვევები. ვლინდებოდა განვითარების მრავალჯერადი დეფექტის იშვიათი შემთხვევები განსაკუთრებით –კიდურების ამგვარი ეფექტების სიხშირე დღემდე არ არის  ზუსტად დადგენილი. ამასთან ერთად, ნატრიუმის ვალპროატი იწვევს ნერვული ღეროს განვითარების დარღვევას: ნიოლომენინგოცედი, ზურგისტვინის თიაქარი. ამგვარი გართულებების სიხშირე 1-2% ამ მონაცემების თანახმად თუ ქალი გეგმავს ორსულობას, საჭიროა ხელმეორედ შემოწმებულ იქნას ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩვენებები. რეკომენდებულია განხილულ იქნეს საკითხი ფოლიატების დამატებით მიღების შესახებ. ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვალპროატით მკურნალობის შეჩერება, თუ კი იგი ეფექტურია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მონოთერაპია, რომლის მინიმალური დღიური დოზა უნდა დაიყოს დღეში რამდენიმე მიღებაზე. მიუხედავად ამისა, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს სპეციალური პრენატალური გამოკვლევა სხვადასვა მანკის, ნერვული ღეროს შეხორცების ანომალიის გამოვლენის მიზნით. რისკი ახალშობილებში  აღწერილი იყო ჰემორაგიული სინდრომი იმ ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს. ეს ჰემორაგიული სინდრომი დაკავშირებულია ჰიპოფიბრინოგენიასთან. ასევე აღწერილი იყო აფიბრინოგენემია, რომელიც იწვევს ფატალურ შედეგს. ეს ჰიპოფიბრინოგენემია შესაძლოა დაკავშირებული იყოს შედედების ფაქტორის დაქვეითებასთან. ამასთან, აუცილებელია ამ სინდრომის გარჩევეა ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ფაქტორთა დაქვეითებისაგან, გამოწვეული ფენობარბიტალით და ფერმენტების სხვა ინდუცირებით. ამიტომ ახალშობილებს უნდა ჩაუტარდეთ თრომბოციტების რაოდენობის ანალიზი,  პლაზმაში ფიბრინოგენის დონის დადგენა. კოაგულაციის ტესტები და კოაგულაციის  ფაქტორების განსაზღვრა. ლაქტაცია: ვოლპროატის ექსკრეცია რძეში მცირეა და შეადგენს სისხლის შრატში დონის 1-დან 10%-მდე. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვილები, რომლებიც იღებდნენ დედის რძეს და რომლებსაც ნეონატალურ პერიოდში არ განვითარებიათ რომელიმე კლინიკური გამოვლინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაილენონი / Laylenon ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაილენონი –  ორსულობა: ეპლერენონის ორსულებში გამოყენების მონაცემები არასაკმარისადაა წარმოდგენილი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა პირდაპირი და არაპირდაპირი არასასურველი ეფექტები ორსულობაზე, ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობის მსვლელობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. ეპლერენონი ორსულობისას ინიშნება სიფრთხილით. ლაქტაცია: ეპლერენონის დედის რძით გამოყოფის მონაცემები არ არსებობს. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ხდება სარგებელისა და რისკის გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დიკლობერლი N75 – DICLOBERL N75 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლობერლი N75 –  დიკლოფეროლი N75 – ის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გრიპ ჰოთი / Grip Hot ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გრიპ ჰოთი – გამოყენება ორსულებში: (C კატეგორია) ორსულობისას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ აუცილებლობის გარეშე მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის. გამოყენება ლაქტაციისას: მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის ცნობილი, ამიტომ ლაქტაციისას მისი გამოყენება არ არის სასურველი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რატოსანი / RATOSAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რატოსანი –  პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

უნიფლექს-დუალი / Uniflex-Dual ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნიფლექს-დუალი – უკუჩვენებები:: ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი