Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

რინგერის ხსნარი / RINGER SOLUTION ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რინგერის ხსნარი –  ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფაგობიოდერმი / PHAGOBIODERM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფაგობიოდერმი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კარვედილოლი / Carvedilol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარვედილოლი –  არ ჩატარებულა საკონტროლო გამოკვლევები ორსულებში კარვედილოლის გამოყენებაზე, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ორსულებში რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკ-ფაქტორს. კარვედილოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვილის ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რელპაქსი / RELPAX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რელპაქსი –  რელპაქსის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ორსულობისას არ არსებობს. ცხოველებზე ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. რელპაქსი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის მოსალოდნელ რისკს. რელპაქსი გადადის დედის რძეში. ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქალი, პრეპარატის მიღება ხდებოდა ერთჯერადად 80 მგ ოდენობით. რძით რელპაქსის გამოყოფა მიღებიდან 24 სთ-ში საშულოდ მიღებული დოზის 0,02% შეადგენს. მიუხედავად ამისა, რელპაქსის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე. პრეპარატის ზემოქმედება ახალშობილზე მინიმალური შეიძლება გავხადოთ იმ შემთხვევაში, თუ მას ძუძუთი არ გამოვკვებავთ ელეტრიპტანის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლინდაცინ T – CLINDAMICIN T ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლინდაცინ T –  * პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. კლინდაცინ T-ს ორსულებში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. კანის ზედაპირიდან პრეპარატის აბსორბციის შესაძლებლობის გამო, კლინდამიცინის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის არ შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფაგიო / Phagyo ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფაგიო –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კო-დიოვანი ® – CO-DIOVAN ® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-დიოვანი ® –  ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ გამოირიცხება რისკი ნაყოფისათვის. ცნობილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. თიაზიდური დიურეზულის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში იწვევს თრომბოციტოპენიის განვითარებას ნაყოფში ან ნეონატალურ პერიოდში, ასევე სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებას, რომლებიც აღენიშნებათ შემდგომში მოზრდილებს. არსებობს ცნობები თვითნებური აბორტის, წყალმცირობის და ახალშობილებში თირკმლის დისფუნქციის შესახებ, როდესაც ორსულმა ქალებმა შემთხვევით მიიღეს ვალსარტანი, ამიტომ კო-დიოვანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემაზე არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში. თუკი ორსულობა გამომჟღავნდა კო-დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა. * ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტაში, ასევე გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის კო-დიოვანის გამოყენება მეძუძურ დედებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ზადორინი – ZADORIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზადორინი –  პრეპარატი ორსულობის პერიოდში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. *დოქსიციკლინი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როტაკინაზა / ROTAKINASE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როტაკინაზა –  პრეპარატის გამოიყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას (განსაკუთრებით პირველი 18 კვირის განმავლობაში) და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პროგრაფი – PROGRAF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროგრაფი –  ადამიანებზე ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ პრეპარატს შეუძლია გაიაროს პლაცენტარული ბარიერი. იმასთან  დაკავშირებით, რომ პროგრაფის უსაფრთხოება ორსულებში დამტკიცებულია არასაკმარისი ხარისხით, ამ პრეპარატის დანიშვნა ფეხმძიმეებში არ ხდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი