Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

გემციტაბინი / GEMCITABIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გემციტაბინი –  ორსულობა: ორსულებში გემციტავინის გამოყენების ადექვატური კვლევები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებისა და გემციტაბინის მოქმედების მექანიზზმე დაყრდნობით, ორსულობის დროს ამ ნივთიერების გამოყენება არ შეიძლება, გარდა უკიდურესი საჭიროებისა. ქალებს ეძლევათ რჩევა, გემციტაბინით მკურნალობის დროს არ დაორსულდნენ, დაორსულების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გინესტრილი / GINESTRIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინესტრილი –  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებებია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როსისეპტინი / Rosiseptin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როსისეპტინი –  სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

თვაისი– HL –ჰუმანითი / Twice – HL –Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თვაისი– HL –ჰუმანითი – ფერტილობა,  არ არსებობს საკმარისი მონაცემები  *** (მედიკამენტის სახელი)გამოყენების შესახებ ორსულებში ან  ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლექსიპარინი / KLEXIPARIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლექსიპარინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი დოზებისთვისთვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; ორსულობა. I ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. ორსულობის I ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, მისი ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტების შესაფასებლად არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები. ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში სასურველია ენოქსაპარინი არ დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. II და III ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით II და III ტრიმესტრში გამოყენებისას ცნობილი არ არის ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა დამაჯერობლობისთვის აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ II და III ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განიხილონ. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. დოზებისთვისთვის: 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; არსებული კლინიკური მონაცემები საშუალებას არ იძლევა დადგინდეს, ორსულობის პერიოდში ენოქსაპარინის სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, განვითარების მანკებისა და ფეტოტოქსიკურობის გამოწვევის უნარი. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ორსულობის დროს ენოქსაპარინის სამკურნალო დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპინალური და ეპიდურული ანესთეზია აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დაბალმოლეკულური ჰეპარინით.     ძუძუთი კვება. ვინაიდან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის აბსორბცია შეუძლებელია, მეძუძური დედების ენოქსაპარინით მკურნალობა უკუნაჩვენები არ არის.   ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა გასათვალისწინებელია მოსალოდნელი გვერდითი რექციების გამოვლენა (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეპრექსორი / DEPREXOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეპრექსორი –  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ან ბავშვს აწოვებთ ძუძუს. ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენ მიიღოთ ეს პრეპარატი სარგებელი/რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.  საჭიროა აცნობოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრექსორს. ორსულობის პერიოდში მსგავსი სამკურნალო პრეპარატების (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორების ჯგუფი) მიღებამ ახალშობილში შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, რომელიც ცნობილია როგორც ახალშობილის პერსისტული პულმონალური ჰიპერტენზია (აპპჰ). ის ვლინდება სუნთქვის გახშირებით და ციანოზით (გალურჯებით), უფრო ხშირად მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა ეს მოვლენები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მეანს.  თუ თქვენ იღებდით დეპრექსორს ორსულობის პერიოდში, თქვენს ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს მოხსნის სინდრომი (სუნთქვის და ძილის პრობლემები, კვების გაძნელება, მოუსვენრობა, გულჩვილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდებიან ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.  თუ თქვენს ახალშობილს მშობიარობიდან მოკლე ხანში განუვითარდა ეს სიმპტომები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და/ან მეანს. დეპრექსორი გადადის ქალის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. თუ დეპრექსორით მკურნალობა აუცილებელია, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რამიზეკი კომბი / RAMIZEK COMBI ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რამიზეკი კომბი –  რამიზეკი კომბის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პეროიდში არ არის რეკომენდებული

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კოვონია ყელის სპრეი – COVONIA throat sprey ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოვონია ყელის სპრეი –  არ არის რეკომენდებული ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რეპარონი / Reparon ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეპარონი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის მალამოს გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ხსნარებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის საფრთხე მოსალოდნელი არაა. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გემციტაბინ ლეკი® – GEMCITABINE LEK® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გემციტაბინ ლეკი® –  მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება არ შეიძლება თუ არსებობს დაორსულების რისკი. ეს ნიშნავს, რომ გემციტაბინ ლეკის მიღებისას სქესობრივმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში. ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ლაქტაციის პერიოდი: არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი