Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ზონდარონი / ZONDARON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზონდარონი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი მიმართეთ ექიმს ამ ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.  ორსულებში ზონდარონის გამოყენებისას უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ლაქტაცია –  აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძესატან ერთად, რის გამოც საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა ზონდარონით მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დავიკოლი / Davikol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დავიკოლი –  პრეპარატის  შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლოსტერონი / FLOSTERON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლოსტერონი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციურ რისკს. ორსულობისას ჩვეულებრივ რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების უმცირესი დოზების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ დაავადების კონტროლს. იმ დედების ბავშვებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად. გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ პლაცენტის ბარიერში და შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფის ორგანიზმში. გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევენ დედის რძეში. ამიტომ, გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნუროფენი – NUROFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნუროფენი –  ნუროფენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კორიპრენი / CORIPREN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორიპრენი –  არ მიიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილის) გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) მიღება უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში. ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ არის დამტკიცებული ტერატოგენული ეფექტის რისკი ამფ ინჰიბიტორების მიღებისას პირველ ტრიმესტრში, თუმცა ამგვარი რისკის მინიმალური შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამფ ინჰიბიტორებით, ორსულობის დაგეგმვისას უნდა გადავიდნენ ჰიპოტენზიური მკურნალობის ალტერნატიულ სქემაზე, რომელსაც ექნება უსაფრთხოების მაღალი პროფილი. დაფეხმძიმების შემთხვევაში ამფ ინჰიბიტორებით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს უსაფრთხო პრეპარატებით. ცნობილია, რომ მეორე და მესამე სემესტრში ამფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გამოვლინონ ფეტოტოქსიკური თვისებები (თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, სიმშრალე, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ტოქსიკური ზეგავლენა იქონიონ ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპორტენზია, ჰიპერკალიემია) თუკი ამფ ინჰიბიტორების მიღება დაწყებული ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა თირკმლების ფუნქციის შესამოწმებლად და თავის ქალის მდგომარეობის დასადგენად. ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ამფ ინჰიბიტორებს, გულდასმით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი იმასთან დაკავშირებით, უვლინდებათ თუ არა მათ ჰიპოტენზია ენალაპრილი კარგად აღწევს პლაცენტაში, თუმცა წარმატებით შეიძლება მისი ნაყოფის სისხლ-ძარღვებიდან გამოდევნა პერიტონეალური დიალიზის გზით. თეორიულად მისი ელიმინირება შესაძლებელია სისხლის გაცვლითი გადასხმით. ლერკანიდიპინი: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს ლერკანიდიპინის ტერატოგენული ეფექტები, თუმცა ამგვარი რამ შეინიშნებოდა სხვა დიჰიდროპირიდინების მიღების დროს. ფეხმძიმეებში ლერკანიდიპინის გამოყენების დროს სხვა მონაცემები არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის პერიოდში. ენალაპრინისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია: ზანიპრესის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდირებული არ არის, ხოლო დაწყებული მეორე ტრიმესტრიდან უკუნაჩვენებია. ლაქტაცია: ენალაპრინი და ენალაპრინატი დედის რძეში აღწევენ. დედის რძესთან ლერკანიდიპინის ექსკრეციის შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ზანიპრესის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის. ფერტილობა: არსებობს შეტყობინება სპერმატოზოიდების თაგვებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია დაარღვიონ მათი განაყოფიერების უნარიანობა კალციუმის არხების ბლოკატორების გამო. აშკარა მიზეზების გარეშე, ეკოსტრაკოპორალური განაყოფიერების უშედეგო შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კალციუმის არხების ბლოკატორების აღწერილი ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

უნოცეფი – UNOCEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნოცეფი –  – ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინეს, ამიტომ ადამიანებში განვითარების მანკები მოსალოდნელი არ არის; – ორსულების შეზღუდულ რაოდენობაში ცეფტრიაქსონის გამოყენებამ, განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიური ეფექტები ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა. – მიუხედავად ამისა, ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შედეგების შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ, ცეფტრიაქსონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია – ამ წამლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება დასაშვებია. მიუხედავად ამისა, ფაღარათის, კანდიდოზის ან კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პროსპანი / Prospan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროსპანი –  იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, მისი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუპამიდი – სანოველი / FLUPAMID – sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუპამიდი სანოველი –  ინდაპამიდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის “ორსულთა ფიზიოლოგიური” შეშუპების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რაც თავის მხრივ ნაყოფის განვითარების პროცესს შეუშლის ხელს. იმის გამო, რომ ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაციპილი / LACIPIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაციპილი –   ორსულებში ლაციპილის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.  ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები ან ზრდის დარღვევა (იხილეთ პრე-კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).  ლაციპილის გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მიყენებული სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს.  გათვალისწინებული უნდა იყოს იმის შესაძლებლობა, რომ ლაციპილი შეიძლება იწვევდეს საშვილოსნოს კუნთების რელაქსაციას ორსულობის ბოლოს. (იხილე პრე-კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).  რძის გამოყოფასთან დაკავშირებით, ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ შესაძლოა, ლაციდიპინი (ან მისი მეტაბოლიტები) გამოიყონ დედის რძეში. ლაციპილის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც დიდი პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ახალშობილზე მიყენებულ პოტენციურ ზიანს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

მონო მაკი – MONO-MACK ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მონო მაკი –  ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ცხოველებზე დაკვირვებით პრეპარატის ემბრიოტოქსიკურობა არ იქნა დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი