Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

სობიკომბი / Sobycombi ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სობიკომბი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი არსებობს რისკ-ფაქტორი, რომ სობიკომბის გამოყენება ორსულობის დროს იწვევს მავნე უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე. თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად  ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. ორსულობა არ არის დადგენილი ახდენს თუ არა ამლოდიპინი ადამიანის ორგანიზმში მავნე ზეგავლენას ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად  ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. ლაქტაციის პერიოდი არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბისოპროლოლი ან ამლოდიპინი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებულია სობიკომბის გამოყენებისას ლაქტაციის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აციკი / Acic ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აციკი – ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია (ფერტილურობა) ნებისმიერი სახის წამლის გამოყენების წინ მიიღეთ რჩევა ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბეროდუალი / Berodual ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბეროდუალი –  ბეროდუალის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში წინააღმდეგნაჩვენებია. იმის გამო, რომ ფენოტეროლმა შესაძლებელია მშობიარობის აქტზე იმოქმედოს უარყოფითად, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მშობიარობამდე რამოდენიმე ხნით ადრე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები მისი შეზღუდვის საჭიროების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ეტაციზინი / ETACIZIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეტაციზინი –  პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. Aპრეპარატი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ანგინოვაგი / ANGINOVAG ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანგინოვაგი –  გამოყენება შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვანკომიცინი – VANCOMYCIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვანკომიცინი –  ვანკომიცინის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატით გამოწვეული ნეფროტოქსიკურობისა და ოტოტოქსიკურობის განვითარების რისკის გამო, ნებადართული არ არის. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. ლაქტაციის პერიოდში ვანკომიცინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დიკფლამ კ – DICFLAM K ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკფლამ კ –  ნაყოფზე   ზემოქმედების   მიხედვით   განეკუთვნება  C კატეგორიას (FDA). ფეხმძიმობის I და II ტრიმესტრში ენიშნებათ სასიცხლო აუცილებლობისას მინიმალური თერაპიული დოზით. პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად არ ინიშნება III ტრიმესტრში, რომელიც უკავშირდება ნაყოფის არტერიული სადინარის დროზე ადრე დახურვას და საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითებას. ყოველ 8 საათში მიღება იწვევს დიკლოფენაკის დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით შეღწევას. რისკი იმისა რომ ჩვილებში გამოიწვევს არასასურველ ეფექტებს, ნაკლებად სავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ეფექტი C / EPHACT C ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეფექტი C –  პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ექსფორჯი® – EXFORGE® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ექსფორჯი® –  ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით ნაყოფისათვის რისკი გამორიცხული არ არის. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ორსული  ქალის მიერ ორსულობის II და III ტრიმესტრში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (პრეპარატების სპეციფიკური კლასი, რომელიც მოქმედებს რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონ სისტემაზე) გამოყენებამ შეიძლება განაპირობოს ნაყოფის დაზიანება და დაღუპვა. გარდა ამისა, არსებული რეტროსპექტიული მონაცემების თანახმად, ორსულობის II ტრიმესტრში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებას უკავშირებენ ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ორსული ქალის მიერ ვალსარტანის მიღებისას აღინიშნა სპონტანური მუცლის მოწყვეტა, წყლების ნაკლებობა და ახალშობილის თირკმელების ფუნქციის დარღვევა. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონ სისტემაზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ექსფორჯი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაორსულებას დაგეგმავს. რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონ სისტემაზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის გამოწერისას ექიმმა უნდა გააფრთხილოს ქალი (თუ იგი დაორსულებას გეგმავს) ახალშობილისათვის პოტენციური რისკის შესახებ ამ პრეპარატების მიღებისას. თერაპიის პროცესში ორსულობის დადასტურებისას აუცილებელია ექსფორჯის დაუყოვნებლივ მოხსნა. ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი და ამლოდიპინი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატით თერაპია აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

 

ბრუზეპამი 10მგ/2მლ / Bruzepam 10mg/2ml ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბრუზეპამი 10მგ/2მლ –  ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პირველ თვეებში ბრიუზეპამის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი