Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით ფლორა აფს რა უკუჩვენებები აქვს?

ფლორა აფის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების   მიმართ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ვიტრუმი პრენატალ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

ვიტრუმი პრენატალ ფორტეს უკუჩვენებებია: 3 ინდივიდუალური ჰიპერმგძნიბელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ არის რეკომენდირებული A და D ჰიპერვიტამინოზის არსებობის შემთხვევაში, რკინის ჭარბი დაგროვებისას ორგანიზმში, სისხლში ჭარბი კალციუმის შემთხვევაში, შარდთან ერთად ჭარბი ოდენობის კალციუმის გამოყოფისას, აგრეთვე, უროლითიაზით დაავადებული პაციენტებისათვის. პრეპარატის მიღების წესი და დოზირება. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს. რეკომენდირებულია ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მიიღება პერორალური გზით წყალთან ერთად.  პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით. გვერდითი ეფექტები. შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებზე. შესაძლებელია გამოვლინდეს შარდის შეფერილობაში ცვლილებები – ინტენსიურ ყვითელ ფერამდე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და განპირობებულია პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობით და არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სალიცილის მჟავას რა უკუჩვენებები აქვს?

სალიცილის მჟავას უკუჩვენებებია:: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ზოკორს რა უკუჩვენებები აქვს?

ზოკორის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა სიმვასტატინის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. • ღვიძლის დაავადება აქტიური ფაზაში ან შრატში ტრანსამინაზების დონის უცნობი ეტიოლოგიის მყარი მომატება.  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.  • CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (როგორიცაა იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ნელფინავირი), ბოცეპრევირი, ტელაპრევირი, ერითრომოცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი და ნეფაზოდონი).  • ჰემფიბროზილის, ციკლოსპორინის ან დანაზოლის ერთდროული გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ზოლენტონს რა უკუჩვენებები აქვს?

ზოლენტონის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ზოლედრონის მჟავის მიმართ ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმრთთ – თირკმლის უკმარისობა – ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვა  – თუ იტარებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას  – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს  პირის ღრუს ან კბილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, შეუხორცებადი დაზიანებები ან გამონადენი, ვინაიდან ეს შესაძლოა იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები. – პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს,  იტარებენ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას,  არ იმყოფებიან მუდმივი სტომატოლოგიური კონტროლის ქვეშ,  აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები, მანამდე იღებდნენ ბისფოსფონატს (ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) შესაძლებელია იმყოფებოდნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის ქვეშ, – ზოლენტონის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში კალციუმის შემცირებული დონე (ჰიპოკალცემია) რომელიც ზოგჯერ იწვევს კუნთების კრუნჩხვას, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია), კრუნჩხვა, სპაზმი და კრუნჩხვითი შეკუმშვა (ტეტანია) შეინიშნებოდა მეორადად მწვავე ჰიპოკალცემიის დროს. ზოგჯერ ჰიპოკალცემია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. მსგავსის განვითარებისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სიმპათილს რა უკუჩვენებები აქვს?

სიმპათილის უკუჩვენებებია:: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. * პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წუთი/1,73 კვ.მ.). * პრეპარატი არ გამოიყენება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ჰექსიკონს რა უკუჩვენებები აქვს?

ჰექსიკონის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სპასკუპრელ ს-ის რა უკუჩვენებები აქვს?

სპასკუპრელ ს-ის უკუჩვენებებია:: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ზიტმაკი 500მგ-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ზიტმაკის უკუჩვენებებია: ზიტმაკის შემოგარსული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში აზიტრომიცინის, ერითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფორტრანსს რა უკუჩვენებები აქვს?

ფორტრანსის უკუჩვენებებია:: * ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გამოხატული დარღვევები (მაგ. დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა); * ნაწლავების გაუვალობა. * მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური გაფართოვება. * კუჭის ან ნაწლავების სტენოზი; * კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები; * თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები