Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით სიმვაგამას რა უკუჩვენებები აქვს?

სიმვაგამას უკუჩვენებებია: – თუ პაციენტი ალერგიულია სიმვასტატინზე ან სიმვაგამას ერთ-ერთ რომელიმე სხვა კომპონენტზე; – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის აქტიური დაავადება ან ღვიძლის მაჩვენებლების (შრატისმიერი ტრანსამინაზების) გაურკვეველი წარმოშობის მომატება; – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. ქვემოთ); – თუ პაციენტი პარალელურად მკურნალობს ისეთი სუბსტანციებით, რომლებიც ახდენენ ორგანიზმიდან სიმვაგამას ნორმალური ელიმინაციის მკვეთრ ინჰიბირებას, როგორიცაა მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ნეფაზოდონი (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე და წარსულში არსებული პრობლემის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სედალგინი-ნეოს რა უკუჩვენებები აქვს?

სედალგინი-ნეოს უკუჩვენებებია::: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ; * ჰემორაგიული დიათეზი; * თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; * ბრონქული ასთმა; * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ანალგოსს რა უკუჩვენებები აქვს?

ანალგოსის უკუჩვენებებია:: დაუშვებელია კრემის დატანა ანთებით სახსრებზე და ღია ჭრილობებზე. არ შეიძლება მისი გამოყენება, თუ აღინიშნება ზედმეტი მგრძნობელობა ალკილ-4-ჰიდროქსიბენზოატის (ე.წ. პარაბენის) ან სხვა კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით გერიტამინ ნეოს რა უკუჩვენებები აქვს?

გერიტამინ ნეოს უკუჩვენებებია: * პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; *  A  ჰიპერვიტამინოზი; * თირკმლის უკმარისობა; * დიარეა; * ბავშვთა ასაკი; * ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ჯენოდექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ჯენოდექსის უკუჩვენებებია:: თვალის ან ყურის ინფექციური ტუბერკულოზური დაზიანება, მარტივი ლიქენი, ჩუტყვავილა, ადრეული მწვავე Herpes simplex, ვირუსული და ჩირქოვანი დაავადება კონიუნქტივისა და ქუთუთოების, რქოვანას დაავადება, მიმდინარე ეპითელის დეფექტით, გლაუკომა, ტრახომა. ეჭვი სოკოვან ინფექციაზე, დაფის აპკის პერფორაცია, ასევე ხსნარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ბუპივაკაინი გრინდექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ბუპივაკაინი გრინდექსის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი მოქმედების ამიდური ტიპის საანესთეზიო ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ • ინტრავენური რეგიონული ანესთეზიის წარმოება (ბირის მეთოდით ბლოკადა) (ბუპივაკაინის შემთხვევით მოხვედრას სისხლში შეუძლია მწვავე ტოქსიკური რეაქციების გამოწვევა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტრიანოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიანოლის უკუჩვენებებია:: ჰიპერმგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით არისტას რა უკუჩვენებები აქვს?

არისტას უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; – მიღება ნებისმიერი ორგანული ნიტრატების შემცველი პრეპარატებით მკურნალობისას; – სექსუალური აქტივობის უკუჩვენებებია: პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით: უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, სქესობრივი აქტის დროს სტენოკარდიის შეტევის განვითარება, NYHA კლასიფიკაციით II-IV კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა, არაკონტროლირებადი არითმიები, არტერიული ჰიპოტენზია (აწ ნაკლები 90/50 მმ.ვწყ.სვ.), არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში იშემიური ინსულტი; – მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ნეიროპათიის შედეგად (ფდე-5 ინჰიბიტორების მიღებასთან კავშირის გარეშე); – დოქსაზოზინის, ასევე ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება; – ხშირი (კვირაში >2) გამოყენება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ); – ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია; – გამოყენებაბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (С კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით), რადგან პაციენტთა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის; პაციენტებში, რომლებიც იღებენ α-ადრენობლოკატორებს, რადგან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია; პაციენტებში პრიაპიზმისადმი წინასწარგანწყობით (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისას, მრავლობითი მიელომის, ან ლეიკემიისას), ან პაციენტებში სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციით (კუთხისებური გამრუდება,კავერნოზული ფიბროზი, ან პეირონის დაავადება); იზოფერმენტ CYPЗА4 მძლავრ ინჰიბიტორთან (რიტონავირი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი), ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად თანადროული გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ცინაბსინს რა უკუჩვენებები აქვს?

ცინაბსინის უკუჩვენებებია: პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის, Echinacea, სხვა რთულყვავილოვანთა ან რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პრინციპული მოსაზრებებით, ცინაბსინის დანიშვნა არ შეიძლება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების, მაგალითად, ტუბერკულოზის, ლეიკემიის, ლეიკოზების, კოლაგენოზების, აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდს-ის, აივ-ინფექციისა და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს. ცინაბსინის გამოყენება მიზანშეწონილია გლუტეინური ენტეროპათიებით დაავადებულ ავადმყოფთათვის. პრეპარატი არ ინიშნება სახამებლის მიმართ ალერგიის დროს (ეს დაავადება გლუტეინური ენტეროპათიისგან სრულიად განსხვავებულია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით თეიმუროვის პასტას რა უკუჩვენებები აქვს?

თეიმუროვის პასტას  უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები