Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით როცეფინს რა უკუჩვენებები აქვს?

როცეფინის უკუჩვენებებია: როცეფინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელბშიც დაფიქსირებულია მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ. პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები შესაძლოა ასევე იყვნენ ალერგიულები როცეფინისადმი.  არ უნდა განხორციელდეს ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებისა და დღენაკლული ახალშობილების მკურნალობა ცეფტრიაქსონით. ინვიტრო კვლევების მეშვეობით დადგინდა, რომ შრატის ალბუმინთან კავშირის გამო ცეფტრიაქსონმა შესაძლოა ჩაანაცვლოს ბილირუბინი, რაც აღნიშნული სახის პაციენტებში შესაბამისად წარმოქმნის ბილირუბინის ენცეფალოპათიის რისკს.  როფეცინი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (<28 დღე) იმ შემთხვევაში, თუ მათ ესაჭიროებათ (ან დასჭირდებათ) კალციუმის შემცველი ინტრავენური ხსნარის მიღება, რაც აგრეთვე მოიცავს კალციუმის შემცველ ხანგრძლივ ისეთ ინფუზიას როგორიცაა პარენტერალური კვება, ვინაიდან არსებობს ცეფტრიაქოსნის-კალციუმის დალექვის რისკი (იხილეთ 2.2 დოზირება და 2.4.4 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები). როცეფინისა და კალციუმის შემცველი ხსნარის მიმღებ ახალშობილებში გამოვლენილი იქნა რამდენიმე ფატალური შემთხვევა. გაკვეთის დროს ფილტვებსა და თირკმელებში აღმოჩენილი იქნა კრისტალური ნივთიერებები. აღნიშნულიდან რამდენიმე შემთხვევაში როგორც როცეფინთან აგრეთვე კალციუმის შემცველ ხსნართან მიმართებაში გამოყენებული იქნა ინტრავენური ინფუზიის იგივე ხაზი, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში ინტრავენური ინფუზიის ხაზში გამოვლენილი იქნა დანალექი. ერთი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა იმ ახალშობილებში, რომლებიც როცეფინსა და კალციუმის შემცველ ხსნარებს იღებდნენ დროის სხვადასხვა მონაკვეთში და განსხვავებული ინტრავენური ხაზის მეშვეობით; აღნიშნული ახალშობილის გაკვეთის დროს კრისტალური ნივთიერება აღმოჩენილი ვერ იქნა. ახალშობილების გარდა სხვა ჯგუფის პაციენტებში მსგავსი შემთხვევები არ გამოვლენილა (იხილეთ 2.6.1 პოსტ-მარკეტინგი).  2.4  გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები 2.4.1 ზოგადი სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ფატალური შედეგის მქონე ანაფილაქსიური რეაქციები გამოვლენილი იქნა იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც წარსულში არ აღენიშნებოდათ ალერგიული რეაქციები. იმუნურ შუალედური ჰემოლიზური ანემია გამოვლენილი იქნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიულებს როფეცინის ჩათვლით. ჰემოლიზური მკურნალობის განმავლობაში ანემიის შემთხვევები ფატალური შედეგის ჩათვლით გამოვლინდა როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ანემია განუვითარდა ცეფტრიაქსონის კურსის დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას ცეფალოსპორინთან დაკავშირებული ანემიის დიაგნოზი ცეფტრიაქსონის მიღება უნდა შეწყდეს ეტიოლოგიის დადგენამდე.  კლოსტრიდიუმთან დაკავშირებული დიარეა (CDAD) გამოვლენილი იქნა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტების, მათ შორის როცეფინის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის სიმწვავე შესაძლოა მერყეობდეს ზომიერი დიარეადან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული აგენტებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ჩვეულ ფლორას, რაც იწვევს კლოსტრიდიუმის ჭარბ ზრდას. C. difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რაც ხელს უწყობს CDAD  განვითარებას. C. difficile-ს ჰიპერწარმომქმნელი ტოქსინის შტამი იწვევს დაავადებისა და სიკვდილიანობის ზრდას, ვინაიდან აღნიშნული ინფექციები შესაძლოა რეზისტენტული იყოს ინტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შესაძლოა საჭიროებდეს კოლესტომიას. CDAD  გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა პაციენტთან დაკავშირებით, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების შემდგომ. ანტიბაქტერიული აგენტების ადმინისტრირებიდა ორი თვის განმავლობაში CDAD  გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ზუსტი სამედიცინო ისტორიის შესწავლა.  CDAD  დაკავშირებით ეჭვის არსებობის ან აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში საჭიროა იმ ანტიბიოტიკის გამოყენების შეწყვეტა, რომელიც არ არის მიმართული ჩ. დიფფიცილე-ს წინააღმდეგ. შესაბამისი სითხისა და ელექტროლიტის მართვა, პროტეინის დამატება, C. difficile-ს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ქირურგიული შეფასება უნდა განხორციელდეს კლინიკური ჩვენების შესაბამისად. სხვა ანტიბაქტერიულ აგენტებთან ერთად აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს სუპერინფექციები არამგრძნობიარე მიკრო-ორგანიზმებით.  სტანდარტულ რეკომენდირებულ დოზაზე მაღალი დოზის მიღების შედეგად ნაღვლის ბუშტის სონოგრამის დროს აღმოჩენილი იქნა ჩრდილები, რომლებიც შეცდომით ჩაითვალა კენჭებად. აღნიშნული ჩრდილი წარმოადგენს კალციუმ ცეფტრიაქონის ნალექს, რაც შესაბამისად ქრება როცეფინის თერაპიის დასრულების ან შეწყვეტის შემდგომ. აღნიშნული აღმოჩენები ნაკლებად უკავშირდება სიმპტომებს. სიმპტომატურ შემთხვევებში რეკომენდირებულია კონსერვატიული არაქირურგიული დარეგულირება. სიმპტომატურ შემთხვევებში როცეფინის მკურნალობის შეწყვეტა დამოკიდებულია ექიმის შეხედულებაზე. ხელმისაწვდომი სამეცნიერო მონაცემების თანახმად ცეფტრიაქსონით ან კალციუმის შემცველი ხსნარით ან კალციუმის შემცველი პროდუქტებით ნამკურნალები ახალშობილების გარდა სხვა პაციენტებში ინტრავასკულარული ნალექი არ გამოვლენილა. თუმცა, დაუშვებელია ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად სხვადასხვა საინფუზიო ხაზის მეშვეობითაც კი (იხილეთ 2.3 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები, და 2.6.1 პოსტ მარკეტინგი).  როცეფინით ნამკურნალებ პაციენტებში იშვიათად იყო გამოვლენილი პანკრეატიტის, შესაძლო ბილიარული ობსტრუქციის ეტიოლოგიის შემთხვევები. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა ბილიარული სტაგნაციის და ბილიარული ლექის რისკ-ფაქტორები, მაგ.: წინმავალი ძირითადი თერაპია, მწვავე დაავადებები და პარენტერალური კვება. შეუძლებელია ბილიარულ ნალექთან დაკავშირებული როცეფინის მიზნის ან დამატებითი როლის გამორიცხვა. ახალშობილებში, ჩვილებში და ბავშვებში როცეფინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა შესაძლებელია დოზირებასა და შეყვანაში განსაზღვრული დოზების შესაბამისად. კვლევებმა გვიჩვენა, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ცეფტრიაქსონს შესწევს ბილირუბინიდან შრატის ალბუმინის ჩანაცვლების უნარი.  როცეფინი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ახალშობილებში (განსაკუთრებით კი დღენაკლული ჩვილების შემთხვევაში), რომლებსაც აღენიშნებათ ბილირუბინის ენცეპალოპათიის განვითარების რისკი (იხილეთ 2.3 უკუჩვენებებია).  ხანგრძლივი მკურნალობის დროს სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს რეგულარულად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როქსიცეფს რა უკუჩვენებები აქვს?

როქსიცეფის უკუჩვენებებია: – პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და კარბაპენემის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – ორსულობა და ლაქტაცია; პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (განსაკუთრებით არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტით ანამნეზში), აუცილებელი შემთხვევების გარდა, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებში, ასევე -“მარყუჟოვან: დიურეზულ საშუალებებთან და ამინოგლიკოზიდებთან ერთად კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როქსიტრომიცინ სანდოზს რა უკუჩვენებები აქვს?

როქსიტრომიცინ სანდოზის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა როქსითრომიცინის, მაკროლიდებისა ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; – ჭვავის რქის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ალკოლოიდების ერთდროული გამოყენება (იხ. „სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“); – ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე სამკურნალწამლო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატს (მაგალითად, ასთემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ტერფენადინი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები“) და („სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როქსიტასი-ავერსს რა უკუჩვენებები აქვს?

როქსიტასი-ავერსის უკუჩვენებებია:  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ; • ერგოტამინისა და დიჰიდროერგოტამინის ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენება; • ტერფენადინთან, ასტემიზოლთან, ციზაპრიდთან, პიმოზიდთან ერთდროული გამოყენება; • პორფირია; • 2 თვემდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როქსიპიმს რა უკუჩვენებები აქვს?

როქსიპიმის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა ცეფეპიმისა და სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როქსითრომიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

როქსითრომიცინის უკუჩვენებებია: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებიაა – მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ერგოტამინისა და დიჰიდროერგოტამინის ტიპის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როფლუზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

როფლუზოლის უკუჩვენებებია:  – ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან ფლუკონაზოლთან სტრუქტურით მსგავსი აზოლური ნივთიერებების მიმართ. – QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროული მიღება (მ.შ., ტერფენადინი ან ასტემიზოლი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როფლოქსანს რა უკუჩვენებები აქვს?

როფლოქსანის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან ქინოლონის სხვა წარმოებულების მიმართ; – ეპილეფსია და კრუნჩხვითი ზღვარის შემცირება (მათ შორის ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესის შემთხვევაში); – ტენდინიტის შემთხვევა ანამნეზში; – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; – 18 წლამდე ასაკი; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როფერონი-A-ის რა უკუჩვენებები აქვს?

როფერონი-A-ს უკუჩვენებებია:: როფერონ-ა უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:  – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ; – გულის არსებული ან გადატანილი დაავადებები; პრეპარატის პირდაპირი კარდიოტონურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატური მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას; – თირკმელების და  ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ  მძიმე დარღვევები; – კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა; – ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი; – ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა; – ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA – იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია; – კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. უკუჩვენებებია: რიბავირინის გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაცეფს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაცეფის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების მიმართ, ორსულობის პირველი ტრიმესტრი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ახალშობილებში, განსაკუთრებით, დღენაკლულებში ჰიპერბილირუბინემიის მაღალი რისკის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები