Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით რიგენფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

რიგენფორტეს უკუჩვენებებია: მომეტებული მგრძნობელობა შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა,ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიგევიდონს რა უკუჩვენებები აქვს?

რიგევიდონის უკუჩვენებებია: არ შეიძლება კომბინირებული პერორალური პრეპარატების გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების და მდგომარეიბების დროს. თუ ასეთი დაავადება ან მდგომარეობა პერორალური კონტრაცეციული საშუალებების გამოყენებისას ვლინდება პირველად, პრეპარატის გამოყენება სასწრფოდ უნდა შეწყდეს.  • ვენური თრომბოემბოლია ან მისი არსებობა ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრეომბოემბოლია) რისკ-ფაქტორებით ან მათ გარეშე (იხილე 4.4 თავი) • არტერიული თრომბოემბოლია ან მისი არსებობა ანამნეზში, კერძოდ მიოკარდიუმის ინფარქტი და ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (იხილე 4.4 თავი).  • ვენური ან არტერიული თრომბოზის სერიოზული ან მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობა (იხილე 4.4 თავი) • თრომბოზის წინამორბედების არსებობა ანამნეზში (მაგალითად, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა ან სტენოკარდია);  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგალითად, გულის, გულის სარქველების დაავადება და არითმიები) • მძიმე არტერიული ჰიპერტენზია • შაქრიანი დიბეტი მიკრო – და მაკროანგიოპათიების გამოხატულებით.,  • სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის მხედველობის დარღვევა • სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების დიაგნოსტირებული ან საეჭვო ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები.  • ღვიძლის სერიოზული დაავადებები ან მათი არსებობა ანამნეზში (<<ღვიძლის>> ფუნქციონალური ტესტების მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე) • ღვიძლის სიმსივნეები ან მათი არსებობა ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი) • უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სიხდლენა.  • შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიბოქსინს რა უკუჩვენებები აქვს?

რიბოქსინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა, პოდაგრა, ჰიპერურიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიბომუსტინს რა უკუჩვენებები აქვს?

რიბომუსტინის უკუჩვენებებია: მიღების უკუჩვენებებია: • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ, ან აუტანლობა; • ორსულობა და ლაქტაცია; • ღვიძლის ზომიერი ან გამოხატული უკმარისობა; • სიყვითლე; • ნეიტროფილების რაოდენობა ნაკლები 1500/მკლ და/ან თრომბოციტები ნაკლები 75000/მკლ; • ქირურგიული ჩარევა 30 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თერაპიის დაწყებამდე; • ინფექციები, განსაკუთრებით რომლებსაც თან ახლავს ლეიკოციტოპენია; • ბავშვთა ასაკი (მონაცემების არარსებობა ეფექტის და უსაფრთხოების შესახებ). სიფრთხილით ღვიძლის მსუბუქი უკმარისობისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. პაციენტებს ანამნეზში სერიოზული კარდიოლოგიური დაავადებებით (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიის ეპიზოდები, არითმია), ესაჭიროებათ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის გულმოდგინე მონიტორინგი, განსაკუთრებით კალიუმის და ეკგ კონტროლი რიბომუსტინით მკურნალობის პროცესში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიბომუნილს რა უკუჩვენებები აქვს?

რიბომუნილის უკუჩვენებებია: * პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიბატრანს რა უკუჩვენებები აქვს?

რიბატრანის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რეჰიდრონს რა უკუჩვენებები აქვს?

რეჰიდრონის უკუჩვენებებია: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რექსეტინს რა უკუჩვენებები აქვს?

რექსეტინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.  პაროქსეტინი უკუნაჩვენებია მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაო ინჰიბიტორები) კომბინაციაში. უკიდურეს შემთხვევებში ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი, რომელიც არის შექცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორი) შეიძლება გამოიყენებოდეს პაროქსეტინთან ერთად, იმ პირობით, თუ ტარდება გულმოდგინე დაკვირვება სეროტონინული სინდრომის ნიშნებზე და არტერიული წნევის კონტროლი (იხ. 4.5 განყოფილება).  პაროქსეტინის გამოყენების დაწყება შეიძლება:  – შეუქცევადი მაო–ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ ან – შექცევადი მაო–ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ (მაგალითად, მოკლობემიდი, ლინეზოლიდი, მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი, წინასაოპერაციო ვიზუალიზაციის აგენტი, რომელიც წარმოადგენს შექცევად, არასელექციურ მაო ინჰიბიტორს)). უნდა გავიდეს სულ მცირე ერთი კვირა პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ და ნებისმიერი მაო ინჰიბიტორის მიღების დაწყებამდე. პაროქსეტინის გამოყენება არ უნდა მოხდეს თიორიდაზინთან შეთავსებით, ვინაიდან როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, რომელიც ღვიძლის ფერმენტ CYP450 2D6–ის ინჰიბირებას ახდენს, პაროქსეტინმა შეიძლება თიორიდაზინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა გამოიწვიოს (იხ. 4.5 განყოფილება). მხოლოდ ერთი თიორიდაზინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს QTc ინტერვალის პროლონგაცია, რასაც მივყავართ სერიოზულ პარკუჭოვან არითმიამდე, როგორიც არის „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, და უეცარ სიკვდილამდე. პაროქსეტინი არ უნდა მიიღოთ პიმოზიდთან ერთად (იხ. 4.5 განყოფილება).  განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას პაროქსეტინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა დაიწყოს შეუქცევადი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ ან შექცევადი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 24 საათის შემდეგ. პაროქსეტინის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს, სანამ არ მიიღებთ პაციენტის ოპტიმალურ რეაქციას (იხ. 4.3 და 4.5 განყოფილებები).  ბავშვებთან და მოზარდებთან გამოყენება (18 წლამდე) პაროქსეტინის გამოყენება არ შეიძლება 18 წელზე უმცროს მოზარდებთან და ბავშვებთან. სუიციდური ქცევები (თვითმკვლელობის მცდელობები და სუიციდური აზრები) და მტრული განწყობა (მოჭარბებულიი აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება ბავშვებთან და მოზარდებთან  კლინიკურ კვლევებში ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ, პლაცებო ეფექტებთან შედარებით. თუ, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება, პაციენტი გულდასმით უნდა შემოწმდეს სუიციდური სიმპტომების არსებობაზე. ამასთანავე, არ არსებობს ხანგრძლივი კვლევების საკმარისი მონაცემები ბავშვებში და უფროსებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მათი ზრდასთან, მომწიფებასთან, შემეცნებით და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. 4.8 განყოფილება).  სუიციდი/სუიციდური აზრები და კლინიკური გუარესება დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და თვითმკვლელობის (სუიციდური მოქმედებები და გამოვლინებები) გამოვლენის რისკთან. ეს რისკი ნარჩუნდება, სანამ არ დადგება მნიშვნელოვანი რემისია. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ დადგეს მიღების პირველი რამდენიმე კვირის ან უფრო მეტი ხნის მანძილზე, გაუმჯობესების დადგომამდე პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. დაგროვილი კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე თვითმკვლელობის რისკი იზრდება.  ფსიქიკის სხვა დარღვევები, რომელთა სამკურნალოდაც განკუთვნილია პაროქსეტინი, ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სუიციდური ქმედებების და გამოვლინებების რისკის ზრდას. ამასთანავე, ეს მდგომარეობები შეიძლება დეპრესიულ აშლილობას ერთვოდეს. სიფრთხილის ზომები, რომელთა დაცვაც ხდებოდა დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, ასევე უნდა იყოს დაცული სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის პროცესში.  პაციენტები სუიციდური ქმედებების და გამოვლინებების ანამნეზით ან პაციენტები, რომლებშიც ჭარბობს სუიციდური აზროვნება მკურნალობის დაწყებამდე, როგორც ცნობილია, შეადგენენ სუიციდური აზრების და თვითმკვლელობის მცდელობების მნიშვნელოვანი რისკის ჯგუფს და მკურნალობის პერიოდში გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილებთან ანტიდეპრესანტების პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეტა–ანალიზმა გამოავლინა, პლაცებოსთან შედარებით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ანტიდეპრესანტების მიღების შემთხვევაში 25 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებთან (იხ. ასევე 5.1 განყოფილება).  მედიკამენტოზურ მკურნალობას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე და დოზის შეცვლის შემდეგ, თან უნდა ახლდეს პაციენტებზე გულმოდგინე დაკვირვება, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების შემთხვევაში. პაციენტები (და პირები, რომლებიც პაციენტებს ემსახურებიან) მზად უნდა იყვნენ, აკონტროლონ ნებისმიერი უეცარი კლინიკური გაუარესება, სუიციდური ქცევა და აზრები და ქცევის უჩვეულო ცვლილებები. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.  აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება პაროქსეტინის მიღება ხდება აკატიზიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხასიათება შინაგანი მოუსვენრობის შეგრძნებით და ფსიქომოტორული აგზნებულობით, მაგალითად, სუბიექტურ სტრესთან დაკავშირებულ მშვიდად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობით. ეს ნიშნები განსაკუთრებით ცხადად ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს სიმპტომები აღენიშნება, დოზის გაზრდა შეიძლება სახიფათო იყოს. სეროტონინული სინდრომი/ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი იშვიათ შემთხვევებში სეროტონინული სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი შეიძლება აღმოცენდეს პაროქსეტინის მიღების დროს, განსაკუთრებით სეროტონინერგულ და/ან ნეიროლეფსიურ სამედიცინო პრეპარატებთან ერთად მიღების დროს. ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამ ნიშნების (სიმპტომების დამახასიათებელი ჯგუფის, როგორებიც არის ჰიპერთერმია, გაშეშება, მიოკლონუსი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა, ცხოველმოქმედების ძირითადი მაჩვენებლების შესაძლო მკვეთრი რყევებით, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, მათ შორის, ცნობიერების არევა, გაღიზიანებულობა, გადაჭარბებული, ბოდვამდე და კომამდე პროგრესირებადი აგზნებულობა) გამოვლენის შემთხვევაში პაროქსეტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს დამხმარე სიმპტომური თერაპია. სეროტონინული სინდრომის რისკის გამო პაროქსეტინის გამოყენება არ უნდა მოხდეს სეროტონინის წინამორბედებთან (როგორიც არის, L–ტრიპტოფანი, ოქსიტრიპტანი) ერთად (იხ. 4.3 და 4.5 განყოფილებები). მანია როგორც ყველა ანტიდეპრესანტი, პაროქსეტინის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს ანამნეზში მანიის ეპიზოდების მქონე პაციენტებში. პაროქსეტინის მიღება უნდა შეწყვიტოს მანიის გამწვავების სტადიაში მყოფმა ყველა პაციენტმა.  თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაროქსეტინის გამოყენებისას (იხ. 4.2 განყოფილება).  დიაბეტი დიაბეტის მქონე პაციენტებთან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს გლიკემიის კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების გადახედვა.  ეპილეფსია როგორც ყველა ანტიდეპრესანტი, პაროქსეტინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ეპილეფსიის მქონე პაციენტებთან. კრუნჩხვები პაროქსეტინის მიმღებ პაციენტებში კრუნჩხვების აღმოცენების შემთხვევების სიხშირე შეადგენს 0,1%–ზე ნაკლებს. კრუნჩხვების გამოვლენის შემთხვევაში ყველა პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სამედიცინო პროპარატის მიღება. ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპიის დროს პაროქსეტინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არასაკმარისია.  გლაუკომა როგორც ყველა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურმა ინჰიბიტორმა, პაროქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს მიდრიაზი და მახვილკუთხოვანი გლაუკომის ან ანამნეზში გლაუკომის შემთხვევების მქონე პაციენტებთან მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.  კარდიოლოგიური დარღვევები კარდიოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომები. ჰიპონატრიემია ჰიპონატრიემია იშვიათად შეინიშნება, ძირითადად – ასაკოვან პაციენტებში. ჰიპონატრიემიის რისკის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე, მაგალითად, თანმხლები თერაპიის და ციროზის დროს. ჰიპონატრიემია, ჩვეულებრივ, სრულად გადის პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სისხლდენა არსებობს მონაცემები სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მიღების დროს კანის პათოლოგიური სისხლდენების, მაგალითად, ეკქიმოზის და პურპურას შესახებ. აღინიშნება ასევე სხვა ჰემორაგიული გამოვლინებები, მაგალითად, კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა. ასაკოვანი პაციენტები რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად, ასევე, პრეპარატებთან, რომლებიც თრომბოციტების ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას, ან სხვა სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდონ (მაგალითად, ატიპიური ნეიროლეპტიკები, კლოზაპინი, ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი, აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ცოგ–2 ინჰიბიტორები), ასევე სისხლდენის ეპიზოდების, ან სისხლდენისადმი მიდრეკილების განმაპირობებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების მიერ.  ტამოქსიფენთან ურთიერთქმედება ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სარძევე ჯირკვლების კიბოს რეციდივის/სიკვდილიანობის გამოვლენის რისკის მიხედვით შეფასებული ტამოქსიფენის ეფექტურობა, შეიძლება დაეცეს პაროქსეტინთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში, პაროქსეტინის მიერ CYP2D6–ის შეუქცევადი ინჰიბირების შედეგად. სასურველია, შეძლებისდაგვარად, ერიდოთ პაროქსეტინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ დაპროფილაქტიკისთვის გამოყენებული ტამოქსეფინის ერთდროულ მიღებას.  მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისს ხშირად აღინიშნება მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით, თუ პაციენტები მკვეთრად წყვეტენ პრეპარატის მიღებას (იხ. 4.8 განყოფილება). კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ვლინდებოდა პაციენტების 30%–თან, პაციენტების 20%–თან შედარებით, რომლებსაც გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პლაცებოს მიღების შეწყვეტის შემდეგ. მოხსნის სინდრომის განვითარება არ ამტკიცებს, რომ სამედიცინო პრეპარატი იწვევს მიჩვევას ან დამოკიდებულებას. მოხსნის სინდრომის წარმოქმნის რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, მკურნალობის ხანგრძლიობაზე, დოზის სიდიდეზე და დოზის დაკლების სისწრაფეზე.  აღინიშნება თავბრუსხვევები, სენსორული დარღვევები (მათ შორის, პარესთეზია,  დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნებები, ხმაური ყურებში), ძილის დარღვევები (მათ შორის, დატვირთული სიზმრები), აღგზნებულობა ან მოუსვენრობა, გულისრევა, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისცემის აჩქარება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებულობა და მხედველობის დარღვევები. მთლიანობაში, ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მძიმეც იყოს. ჩვეულებრივ სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და ძალიან იშვიათად – პაციენტებთან, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის მიღება. ძირითადად სიმპტომები თავისით გადის 2 კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მეტხანსაც აღინიშნებოდეს (2–3 თვე ან მეტი). ამიტომ, პრეპარატის მიღების შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე (იხ. „მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ“ 4.2 განყოფილებაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რექსაპინს რა უკუჩვენებები აქვს?

რექსაპინის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა რექსაპინის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ და  დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რეფურილს რა უკუჩვენებები აქვს?

რეფურილის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები