Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით ოფტან კატაქრომს რა უკუჩვენებები აქვს?

ოფტან კატაქრომის უკუჩვენებებია: * თვალის წვეთები ოფტან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნასენს რა უკუჩვენებები აქვს?

ნასენის უკუჩვენებებია: – ჰიპერსენსიბილიზაცია ზოლპიდემის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; – ძილის ობსტრუქციული აპნოე; – მიასთენია (კუნთების ძლიერი სისუსტე); – ღვიძლის მწვავე უკმარისობა; – რესპირატორული დეპრესია; – 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ნასენის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს: – ღვიძლის უკმარისობის დროს; – ხანდაზმულ (65 წელზე მეტი) და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდირებულია საწყისი დოზის გაზრდა. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცი. ზოლპიდემის მიმართ მომატებული მგრძნობელობისა და გვერდითი მოვლენების სიხშირის გამო (ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები), სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ხანდაზმული პაციენტებისთვის დანიშვნისას. კუნთების მომადუნებელი ეფექტის გამო, არსებობს დაცემისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში მოტეხილობის საშიშროება; – დეპრესიის დროს. პაციენტებს დეპრესიული სიმპტომებით, ზოლპიდემი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. შესაძლო სუიციდური აზრებისა და დოზის განზრახ გადაჭარბების რისკის გამო, ზოლპიდემის გამოწერა უნდა მოხდეს მინიმალური შესაძლებელი რაოდენობით; – ანამნეზში წამალზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების არსებობისას; – ფსიქიკური დაავადებების დროს და ადიქციის მკურნალობის შემდგომ პერიოდში; – სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში. თუ განვითარდა პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვები, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, ქცევითი ცვლილებები), წამლის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება მისი მოქმედების ეფექტურობა შეამციროს, რაც მიჩვევითაა განპირობებული. ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას, არსებობს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკი. მისი განვითარების ალბათობა იზრდება წამლის დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, და უფრო მაღალია ხანმოკლე მოქმედების პრეპარატებში. ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია ალკოჰოლზე და (ან) წამალზე დამოკიდებულების ისტორიის მქონე პაციენტებში. მკურნალობა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს. მაქსიმალური ხანგრძლივობა, შეწყვეტის პერიოდის ჩათვლით, 4 კვირას არ უნდა აღემატებოდეს. ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში, მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას მოსალოდნელია აბსტინენციის სიმპტომების განვითარება. ეს შეიძლება იყოს უძილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაზრდილი შფოთვა და დაძაბულობა, ფსიქომოტორული აგზნება, ცნობიერების არევა და გაღიზიანებადობა. ზოგჯერ ვითარდება აბსტინენციის მძიმე ეფექტები რაც გამოიხატება შემდეგში: დეპერსონალიზაცია (პიროვნების შეცვლა), დერეალიზაცია (რეალობის აღქმის შეცვლა), ჰიპერაკუზია (მომატებული მგრძნობელობა ბგერითი სტიმულებისადმი), კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნებები, სინათლის, ხმაურის და შეხებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ჰალუცინაციები ან ეპილეფსიური გულყრები. არსებობს ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა 7-8 საათზე ნაკლებია. 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოოფენს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოოფენის უკუჩვენებებია: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ფენიბუტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ; გალაქტოზას აუტანლობის მემკვიდრეობითი ფორმები; ლაქტაზას უკმარისობა; გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ლუმინალი (ფენობარბიტალი) – ს რა უკუჩვენებები აქვს?

ლუმინალის (ფენობარბიტალი) უკუჩვენებებია: * ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის სხვა ბარბიტურატების მიმართ; * პორფირიის  მანიფესტირებული და ლატენტური ფორმა მათ შორის ანამნეზში (შესაძლებელია სიმპტომების გაძლიერება ფერმენტების ინდუქციის გამო, რომლებიც პორფირინების სინთეზზე არიან პასუხისმგებლები); * რესპირატორული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ქოშინით ან სასუნთქი გზების ობსტრუქციით; * ღვძლის და/ან თირკმლის უკმარისობა; * მიასთნია; * ალკოჰოლიზმი; * წამლისმიერი ან ნარკოტიკული დამოკიდებულება, მათ შორის ანამნეზში; * ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი), ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ბრონქობრიუ დექსტროს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრონქობრიუ დექსტროს უკუჩვენებებია:. ბრონქობრიუ დექსტრო არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ MAO–ს (მონოამინო ოქსიდაზას) ინჰიბიტორი პრეპარატებით. სიროფი ბრონქობრიუ დექსტრო არ გამოყენება პაციენტებში პროდუქტიული ხშირი ხველით. სიროფი ბრონქობრიუ დექსტრო უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით აკრეტანი-სანოველს რა უკუჩვენებები აქვს?

აკრეტანი-სანოველის უკუჩვენებებია: პრეპარატი უკუნაჩვენებია მონტელუკასტის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოლაქსენს რა უკუჩვენებები აქვს?

ნოლაქსენის უკუჩვენებებია: –           ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; –           თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია; –           ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა); –           ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია; –           ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო); –           ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ორციპრენალინს რა უკუჩვენებები აქვს?

ორციპრენალინის უკუჩვენებებია: * ჰიპერთირეოზი; * სუბაორტული სტენოზი; * მკვეთრად გამოხატული ტაქიკარდია; * ტაქიარითმიები; * პარკუჭების ციმციმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ლუკასტინს რა უკუჩვენებები აქვს?

ლუკასტინის უკუჩვენებებია: უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ლორისტას რა უკუჩვენებები აქვს?

ლორისტას უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ლოზარტანის ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი; ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები