Category Archives: პრეპარატების უკუჩვენებები

იცით ასაფენს რა უკუჩვენებები აქვს?

ასაფენის უკუჩვენებებია:: * სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰემორაგიული დიათეზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პოდაგრა, ბრონქიალური ასთმა; * შესაძლო სისხლდენით მიმდინარე ქირურგიული ჩარევა. განსაკუთრებული მითითება: მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მოხმარებისგან თავშეკავება. ულცეროგენული მოქმედებისგან დასაცავად საჭიროა ტაბლეტის საგულდაგულოდ დაღეჭვა და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება. ურთიერთქმედება: აცეტილსალიცილის მჟავის გავლენით ძლიერდება ანტიკოაგულანტების, შაქრის დამწევი პრეპარატების (სულფანილშარდოვანას წარმოებულების) მოქმედება, მატულობს კუჭიდან სისხლდენის რისკი ერთდროულად კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, მატულობს მეტოტრექსატის არასასურველი გვერდითი მოქმედება. რამდენადმე მცირდება ფუროსემიდის, ურიკოზურიული საშუალებების, ვეროშპირონის მოქმედება. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ციპროს რა უკუჩვენებები აქვს?

ციპროს უკუჩვენებებია: ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება), ბავშვთა ასაკი 15 წლამდე. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით იმიგრანს რა უკუჩვენებები აქვს?

იმიგრანის უკუჩვენებებია:  – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. – იმიგრანის დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან აქვთ გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის ანგინა/კორონალური ვაზოსპაზმი, პერიფერიული ვასკულარული დააავდება ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადების მყარად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები.  – არ შეიძლება იმიგრანის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცერებროვასკულარული შემთხვევევბი (CVA) ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).  – უკუნაჩვენებია იმიგრანის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ – უკონტროლო ჰიპერტენზია. სუმატრიპტანი არ ინიშნება აგრეთვე ღვიძლიუს მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.  – ერგოტამინის ან ერგოტამინის წარმოებულების (მეთისერგიდის ჩათვლით) იმიგრანთან ერთად გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია (იხილე ურთიერთქმედება).  – მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) თანმხლები გამოყენება იმიგრანის ერთად უკუნაჩვენებია. არ შეიძელბა იმიგრანის გამოყენება მაოი-ების მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში.  გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები  იმიგრანის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათლად არის განსაზღვრული მიგრენის დიაგნოზი.  იმიგრანის გამოყენება არ შეიძლება ჰემიპლეგიური, ბაზილრაული და ოფთალმოპლეგიური მიგრენის დროს.  ისევე როგორც მწვავე მიგრენის სხვა მკურნალობის დროს, თავის ტკივილის მკურნალობამდე იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ მიგრენის დიაგნოზი და მიგრენიან პაციენტებში, რომლებშიც წარმოდგენილია ატიპური სიმპტომები, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო რომ გამოირიცხოს სხვა პოტენციურად სერიოზული ნევროლოგიური სიმპტომები. (CVA, TIA)  მიღების შემდეგ, იმიგრანის შეიძლება ასოცირებული იყოს გარდამავალ სიმპტომებთან, მათ შორის გულმკერდის ტკივილთან და მოჭერის შეგრძნებასთან, რომელიც შეიძლება იყოს ინტენსიური და მოიცავდეს ყელს (იხილე გვერდითი მოვლენები). როდესაც ასეთი სიმპტომები მიუთითებს გულის იშემიურ დაავადებაზე, უნდა განხორცილდეს შესაბამისი შეფასება.  არ შეიძლება იმიგრანის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებშიც საეჭვოა დაუდგენელი კარდიალური დაავადება, ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების წინასწარი შეფასების გარეშე. ასეთ პაციენტებს მიეკუთვნება პოსტმენოპაუზალური ქალები, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები და კორონალური არტერიული დააავდების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტები. თუმცა, ამ შეფასებამ შეიძლება ვერ მოახდინოს ყველა პაციენტის იდენტიფიკაცია რომლებსაც აქვთ კარდიალური დაავადება. ძალაინ იშვიათ შემთხვევბში, პაციენტებში ვლინდება სერიოზული კარდიალუირ შემთხვევები ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადების გარეშე.  იმიგრანის დანიშვნა დიდი სიფრთხილით ხდება იმ პაციენტებში, რომლებიც ავადობენ კონტროლირებადი ჰიპერტენზიით, როგორ სისხლის წნევის გარდამავალი მატებით და პერიფიერიული ვასკულარული რეზისტენტობა აღინიშნა პაციენტთა მცირე რაოდენობაში. ძალიან იშვიათია პოსტ-მარკეტინგული მონაცემები, რომლებიც აღწერენ სეროტონინის სინდრომით (მათ შორის შეცვლილი მენტალური სტატუსი, ავტონომიური არამდგარდობა და ნეირომუსკულარული დარღვევები) არჩევითი სეროტონინის ხელახალი დაგროვების ინჰიბიტორის (SSRI) და სუმატრიპტანის გამოყენების შემდეგ. სეროტონინული სინდრომი აღინიშნა ასევე ტრიფტანების და სეროტონინ ნორადრენალინის ხელახალი დაგროვების ინჰიბიტორების (SNRI) თანხმლები მკურნალობის შემთხვევაში.  თუ იმიგრანის და SSRI/SNRI ერთდროული გამოყენება კლინიკურად არის დასაბუთებული, რეკომენდირებულია პაციენტის შესაბამისი გამოკვლევა (იხილე ურთიერთქმედება).  ნებისმიერი ტრიფტან/5-HT1 აგონისტის იმიგრანთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.  იმიგრანი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც მნიშვნელოვნად არის დაღრვეული პრეპარატის აბსორბცია, მეტაბოლიზმი და ექსკრეცია, მაგალითად ღვიძლის და თირკმლის დარღვეული ფუნქციების დროს.  იმიგრანი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულყრები ან სხვა რისკ-ფაქტორები რომლებიც ამცირებენ გულყრის განვითარების ზღურბლს.  სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები იმიგრანის შეყვანის შემდეგ. რეაქციები მერყეობს კანის მომატებული მგრძნობელობიდან ანაფილაქსიამდე. ჯვარედინი მგრძნობელობის მონაცემები შეზღუდულია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ასეთ პაციენტებში იმიგრანის გამოყენებამდე. სუმატრიპტანის რეკომენდირებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.  მწვავე თავის ტკივილის მკურნალობის დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია თავის ტკივილის გაძლიერებასთან (მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი) ამ დროს შეიძლება საჭირო იყოს თერაპიის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ბისოდოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ბისოდოლის უკუჩვენებებია: ინდივიდუალური აუტანლობა, ჰიპოფოსფატემია, გულისა და თირკმლის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით იმუნაქტივს რა უკუჩვენებები აქვს?

იმუნაქტივის  უკუჩვენებებია:  ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფსილო-ბალზამს რა უკუჩვენებები აქვს?

ფსილო-ბალზამის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში  გამოყენების წესი და დოზირება პრეპარატის თხელი ფენა (2–3 გ გელი) დაიტანება კანის დაზიანებილ უბანზე და ნაწილდება მსუბუქი Aშეზელით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით თიმოკელ D6 – ის რა უკუჩვენებები აქვს?

თიმოკელ D6 (ნატუროპათი)-ის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ცხოველურ, განსაკუთრებით ხბოს ცილაზე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფემიგრას რა უკუჩვენებები აქვს?

ფემიგრას უკუჩვენებებია::: ფემიგრას გამოყენება არ შეიძლება იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ მაღალი მგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით სუმეტროლიმს რა უკუჩვენებები აქვს?

სუმეტროლიმის უკუჩვენებებია:: * მომატებული მგრძნობელობა სულფანილამიდური პრეპარატების მიმართ; * ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა; * სისხლმბადი სისტემის დაავადებები; * ორსულობა (I ტრიმესტრი და ბოლო კვირა მშობიარობის დაწყებამდე); * ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ფეზამს რა უკუჩვენებები აქვს?

ფეზამის უკუჩვენებებია::: პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. უკუჩვენებებია::: * ლაბორატორიულად და კლინიკურად დადასტურებული დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია, ღვიძლის დაზიანება, მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლური გართულებები. * კორონარული სისხლძაღრვების დაავადების, თრომბოზის და ემბოლიის დროს იხმარება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები