Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ტოკოფარმ ნეო?

ტოკოფარმ ნეოს გამოყენების ჩვენებებია: E ჰიპოვიტამინოზი და E ვიტამინზე ორგანიზმის გაზრდილი მთხოვნილება (მათ შორის, ახალშობილებში, დღენაკლულებში  სხეულის მცირე წონით, მცირე ასაკი ბავშვებში საჭმელთან ერთად E ვიტამინი არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრისას); პერიფერიული ნევროპათიის დროს, მანეკროზებელი მიოპათიისასა, აბეტალიპოპროტეინემიისას, გასტრექტომია, ქრონიკული ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების ატრეზია, ობსტრუქციული სიყვითლისას, ცელიაკია, ტროპიკული სპრუ, კრონის დაავადება, მალაბსორბცია, პარენტერალური კვებისას; ორსულობისას (განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი); ნიკოტინური დამოკიდებულება, ნარკომანია, ლაქტაცია, კოლესტირამინის, კოლესტიპოლის, მინერალური ცხიმების და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებისას, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი დიეტის დანიშვნისას). ახალშობილებში სხეულის მცირე წონით: ჰემოლიტური ანემიის საპროფილაქტიკოდ, ბრონქოპულმონალური დისპლაზია, რეტროლენტალური ფიბროპლაზიით გართულებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფამოსანი?

ფამოსანის გამოყენების ჩვენებებია: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), რეციდივების პროფილაქტიკა; სიმპტომური (სტრეს-წყლულები, იატროგენული და სხვა) წყლულები; ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში; ფუნქციური დისპეფსია, გამოწვეული კუჭის სეკრეტული ფუნქციის გაძლიერებით; ეროზიული ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენების პროფილაქტიკა; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლორაგინი?

ფლორაგინის გამოყენების ჩვენებებია: • საშოს სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი) • სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი • ანტიბიოტიკო-, ქიმიო – და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი • სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა • გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება • რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით • საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფენელინი ორალური წვეთები?

ფენელინი ორალური წვეთების გამოყენების ჩვენებებია: •          მეძუძურ დედებში რძის მოსამატებლად •          ადიუვანტური სამკურნალო საშუალება პირველადი დისმენორეის შესამსუბუქებლად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტალიზი?

ტალიზის გამოყენების ჩვენებებია: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ფუნქციური სიმპტომების მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტოპეფსილი?

ტოპეფსილის გამოყენების ჩვენებებია: ტოპეფსილი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ. მოზრდილებში და მოზარდებში ტოპეფსილი გამოიყენება მონოთერაპიის სახით:-თავის ტვინის შეზღუდული ნაწილიდან კრუნჩხვითი გულყრის დაწყების შემთხვევაში (პარციალური გულყრა) გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრით ან მის გარეშე.  მოზრდილებში და მოზარდებში როგორც კომპლექსური თერაპიის კომპონენტი: – შემდგომი გონების დაბინდვით მიმდინარე კუნთების სპაზმით, მეორადი კრუნჩხვითი გულყრით ან მის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრისას; – წამების განმავლობაში განვითარებული სხეულის ნაწილების შებოჭილობიდან კიდურების კანკალის და კრუნჩხვის განვითარებამდე მიმდინარე გულყრისას (ტონური გულყრა). მოზრდილებში, იმ შემთხვევაში, როცა სხვა საშუალება არის უკუნაჩვენები, ან წარსულში აღმოჩნდა არაეფექტური, ტოპეფსილი გამოიყენება შაკიკის დროს თავის ტკივილის ხშირი რეციდივების პრევენციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტავანიკი?

ტავანიკის გამოყენების ჩვენებებია: ტავანიკი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები. – მწვავე სინუსიტი; – ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები; – შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით); – კანის და რბილი  ქსოვილების ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სერევენტი?

სერევენტის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატით ხანგრძლივი რეგულარული მკურნალობა სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქული ასთმის (მათ შორის პაციენტებში ასთმის ღამის შეტევებით და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შეტევებით) და ქრონიკული ბრონქიტების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტეტესეპტი, გაციების საწინააღმდეგო მყარი კაფსულები?

ტეტესეპტი, გაციების საწინააღმდეგო მყარი კაფსულების გამოყენების ჩვენებებია: გაციების დროს სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობა, მწვავე ბრონქიტის სიმპტომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სანურენი?

სანურენის გამოყენების ჩვენებებია: – შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); – დიზურიული მოვლინებები; – თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა; – თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), წვრილი უროლითიაზი; – კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ; – “ნეფროზული სინდრომი“; – არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა; – ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, სპასტიკური კოლიტი, ჰელმინთური ინვაზიები; – შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი