Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ფლორა აფი?

ფლორა აფის გამოყენების ჩვენებებია: – მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა, – დიარეა განპირობებული ანტიბიოტიკების მიღებით (მკურნალობა და პროფილაქტიკა), – ანტიბიოტიკების, ონკოსტატინების, ქიმიოპრეპარატების მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, – Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი, – შიდსთან ასოცირებული დიარეა, – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, – აკნე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ურსოდეოქსიქოლის მჟავა?

ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: ურსოდეოქსიქოლის მჟავა გამოიყენება პირველადი ბილიარული ციროზის, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ქოლესტატური სინდრომით, მწვავე ჰეპატიტის, ღვიძლის მუკოვისციდოზის, ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზიის, ბილიარული რეფლუქს-ეზოფაგიტისა და რეფლუქსგასტრიტის, ქოლეცისტოპათიის დროს ბილიარული დისპეფსიური სინდრომის არსებობისას, ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მიღებით გამოწვეული ქოლესტაზური სინდრომის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი გამოიყენება ციტოსტაზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის, იგი გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის და სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს დამხმარე მკურნალობისათვის. პრეპარატის კაფსულები გამოიყენება ქოლესტერინული კენჭების, აგრეთვე ლიტოტრიფსიის შემდეგ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის საერთო სადინარში მათი ფრაგმენტების დასაშლელად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლებოდია?

ფლებოდიას გამოყენების ჩვენებებია: ქვედა კიდურების ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობა, მათ შორის გართულებულ სტადიაში (აუმჯობესებს ქსოვილების კვებას, ხსნის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას, დიმსკომფორტს, შეშუპებასა და სხვა ფუნქციონალურ სიმპტომებს); ფუნქციური გენეზის ლიმფური დინების დარღვევა; კაპილარების მომატებული განვლადობა; ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკა და სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტაიქოლდი?

ტაიქოლდის გამოყენების ჩვენებებია: გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცემინება, კუნთების ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტობრასტილი?

ტობრასტილის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი რეკომენდირებულია თვალისა და ოკულარული ინფექციების სამკურნალოდ,რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით:მწვავე კატარალური კონიუქტივიტი,მწვავე და ქრონიკული კონიუქტივიტი,ბლეფარიტი,კერატოკონიუქტივიტი,,დაკრიოცისტიტი, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი პროფილაქტიკური საშუალება გარე სეგმენტის ოპერაციისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტერცეფი?

ტერცეფის გამოყენების ჩვენებებია: ქვედა სასუნთქი გზების (განსაკუთრებით პნევმონიები, ბრონქიტები) ინფექციები; ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები; თირკმელების და საშარდე გზების ინფექციები; ბაქტერიული ენდოკარდიტი; კანის (მისი დანამატების ჩათვლით) ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული სტრეპტოდერმიები; მენინგიტების მკურნალობა; ძვლების და სახსრების ინფექციები; ინტრააბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაწლავური ინფექციები; გაურთულებელი გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით; სეპტიცემია; ლაიმას დაავადება, ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნური სისტემით; იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფემინელლა?

ფემინელლას გამოყენების ჩვენებებია: ჰორმოალური დისბალანსით გამოწვეული საშოს სიმშრალე განსაკუთრებით მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების დროს, სხივური ან ქიმიოთერაპიის შემდეგ. Qქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში, საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს, კრიოთერაპიის შემდგომ პერიოდში. ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირება იწვევს ლორწოვანი გარსის ცვლილებებს-მცირდება კოლაგენის სინთეზი, ირღვევა ცხიმოვანი ცვლა და ქსოვილებს მიერ წყლის შეკავების უნარი. ქვეითდება ტურგორი და ელასტიურობა, ლორწოვანი ხდება ფერმკრთალი და ცუდად მარაგდება სისხლით.  ასევე მცირდება ლორწოვანის სეკრეციის  უნარი, არ ხდება საშოს დატენიანება, რაც ხშირად არის სერიოზული პრობლემა სქესობრივი ცხოვრების დროს.  კოლაგენის  სინთეზის და რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას და  პH  გაზრდას,  თან ახლავს პათოგენური  ბაქტერიების გამრავლება და საშოდან სხვადასხვაგვარი გამონადენის არსებობა. პრეპარატი ფემინელა  ჰიალოსოფტი, სანთლების სახით, უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის დატენიანებას.  ჰიალურონის მჟავა  ფართოდ არის ცნობილი, როგორც კოსმეტიკური საშუალება, რადგან  მას გააჩნია კარგად გამოხატული რეგენერაციული  და დამატენიანებელი თვისებები. ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს პოლსაქარიდის მოლეკულას, რომელიც გვხვდება ადამიანის ორგამიზმის ყველა ქსოვილში.   ასაკში და  ასევე  ჰორმონალური დისბალანსიის შედეგად ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია   უჯრედში მცირდება, რაც განაპირობებს კანის და ლორწოვანი გარსის ელასტიურობის და ტურგორის დაქვეითებას. ფემინელა ჰიალოსოფტი არის ეფექტური ალტერნატივა იმ ადამიანებისათვის ვისთვისაც უკუნაჩვენებია ჰორმონალური თერაპია. მენოპაუზის საკითხებში კანადური ასოციაციის და ჩრდილოეთ ამერიკის ასოციაციის მეან-გინეკოლოგების რეკომენდაციით – საშოს ლორწოვანის დამატენიანებელი პრეპარატეის რეგულარული გამოყენება, ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ როგორიცაა-ქავილი, დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს – გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ლოკალური ჰორმონოთერაპია.  ფემინელა – საშოს ლორწოვანის დამატენიანებელი საშუალება, გამოირჩევა ხანგრძლივი ეფექტით საშოს სიმშრალის და გაღიზიანების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტოტალფერი?

ტოტალფერის გამოყენების ჩვენებებია: • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა • რკინის ფარული დეფიციტი • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი • მდგომარეობები რკინის მომატებული დანაკარგით(მენსტრუალური ციკლი,ხშირი სისხლდენები ცხვირიდან,ქირურგიული ჩარევები,ჰემოდიალიზი) • მოზარდებში სწრაფი ზრდის პერიოდში,ინფექციური დაავადებების, ჭიებით ინვაზიის დროს • ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სელის თესლი?

სელის თესლის გამოყენების ჩვენებებია: ნაწლავების დაავაადებების, კოლიტების, ენტეროკოლიტების, მეტეორიზმის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს. გარეგანად გამოიყენება კომპრესების სახით ადგილობრივი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. გამოშვების ფორმა:  50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში გაცემის რეჟიმი:  III ჯგუფი (ურეცეპტოდ) მწარმოებელი:  ნატურფარმი, საქართველო

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფეროლინ C?

ფეროლინ C გამოყენების ჩვენებებია: –  სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიისას  –  რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში – სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის – ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას – ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში, – მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს – არაბალანსირებული კვება – ხანგრძლივ  მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი