Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ანგინ-ჰეელ სდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგინ-ჰეელ სდ-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს გაძლიერებული სალივაციის (ნერწყვდენა) დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ინდაფონი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდაფონი რეტარდის გვერდითი მოვლენებია:  წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ძალზედ იშვიათად – ჰიპერკალციემია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის გაზრდა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატური ჰიპოტენზია. კნტ-ის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ. ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით როგლიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როგლიტის გვერდითი მოვლენებია:  სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად როგლიტის ტაბლეტებს შეუძლია მოახდინოს არასასურველი ეფექტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოქსიკორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსიკორტის გვერდითი მოვლენებია: ზოგჯერ შესაძლებელია სოკოებით ან დაავადების გამომწვევი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით კანის მეორადი დაინფიცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინოსოლ-ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოსოლ-ნეო გვერდითი მოვლენებია: ამინოსოლ-ნეოს 10% და 15% ხსნარების გამოყენებისას შესაძლებელია ფოლატების დეფიციტი ორგანიზმში, რის შედეგადაც მოცემული პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ფოლის მჟავის ყოველდღიური მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფინალგონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფინალგონის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი სახეზე, სახის შეშუპება, კანის მსუბუქი ხანმოკლე გაღიზიანება და წვის შეგრძნება. პრეპარატის ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უფრო მეტად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტადონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტადონის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმში. ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში – ჭინჭრის ციება, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნევიგრამონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევიგრამონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ქოლესტაზი, გასტროინტესტინური სისხლდენა. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, სახსრების შეშუპებით და მათი მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული ართრალგია გვხვდება ძალიან იშვიათად. ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია ძილიანობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, პარკინსონიზმის მოვლენები – ტოქსიკური ფსიქოზი (კონვულსიით), ქალასშიდა წნევის მომატება. ჰემოპოეზის ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია. ფოტოსენსიბილიზაციის სიმპტომები: ერითემა და კანის ზედაპირზე არსებული ბუშტუკები. ფოტოსენსიბილიზაციის დროს: მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა თავი ავარიდოთ მზის სხივებს. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ატარებს დროებით ხასიათს და ქრება სპონტანურად. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა გვერდითი მოვლენების არსებობის გამო, თითქმის არასოდეს არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალიმინი 60 H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიმინი 60 H გვერდითი მოვლენებია: რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კალინინ 60 H მიიღებისას? იმ სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომელთა მოქმედი ნივთიერება არის პირიდოსტიგმინ ბრომიდი (მაგ. კალინინ 60 H) პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ოფლიანობა, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა და ცრემლდენა, ბრონქული ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია, გულისრევა, ღებინება, ფაღართი, შეტევისმაგვარი ტკივილი მუცელში, რაც დაკავშირებულია ნაწლავების პერესტალტიკის გაძლიერებასთან, კუნთების ტრემორი, გახშირებული შარდვა, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ახლო აკომოდაციის დარღვევა. პრეპარატის შედაებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შესაძლოა გულისცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), ასევე არტერიული წნევის არასასურველი დაქვეითება (ჰიპოტონია). ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჩნდება კანზე გამონაყარი. თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. რა ზომები უნდა მიიღოთ გვერდითი მოვლენების არსებობისას? ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოწვეული იყოს დოზის გადაჭარბებით, ან ქოლინერგული კრიზით (იხ. ასევე კალიმინის 60 H დიდი რაოდენობით მიღება). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ. ექიმის ამოცანას წარმოადგენს ამ გამოვლინებების მიზეზეს გარკვევა. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში ნელა ატროპინის სულფატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივერას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივერას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები