Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ნიკოტინის მჟავა-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიკოტინის მჟავა-დარნიცას გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სტრიდორული სუნთქვა). ვენაში სწრაფი შეყვანისას: ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი. სახის კანისა გულმკერდის ზედა ნაწილის ჰიპერემია, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, „ალები“ სახეზე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ადგილობრივი რეაქციები: კანქვეშ და ვენაში შეყვანის ადგილის მტკივნეულობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არედიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არედიას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები არედიას პრეპარატზე სუსტად არის გამოხატული და ტრანზიტორულია. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია უსიმპტომო ჰიპოკალციემია და ციება (სხეულის ტემპერატურის მომატება 1-2 გრადუსით), რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება პირველი 48 საათის განმავლობაში. პრეპარატის ინფუზიის შემდეგ ჩვეულებრივ, ციება გადის დამოუკიდებლად და არ საჭიროებს მკურნალობას. არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად – (>1.10), ხშირად – (>1/100, 1/10), ხანდახან – (>1/1000, <1/100), იშვიათად – (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად – (<1/10000). ინფექციები: ხანდახან – მარტივი და გარშემორტყმული ჰერპესის გამწვავება. სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ანემიით, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია; ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ხანდახან – ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, კვინკეს შეშუპება. ცნს-ის მხრივ: ხშირად – პარესთეზია, ტეტანია (როგორც სიმპტომატური ჰიპოკალციემიის გამომჟღავნება), თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა; ხანდახან – კრუნჩხვები, გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, ლეთარგია; ძალზე იშვიათად – ორიენტირების დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები. გრძნობის ორგანოების მხრივ: ხშირად – კონიუქტივიტი; ხანდახან – უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი); ძალზე იშვიათად – სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; ხანდახან – არტერიული ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად – მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები (ქოშინი, ფილტვის შეშუპება) ან შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები (შეშუპებები). კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, პირღებინება, ანორექსია, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, გასტრიტი; ხანდახან – დისპეფსია. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – გამონაყარი; ხანდახან – ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – ძვლებში ტრანზიტორული ტკივილები, ართრალგია, მიალგია, გენერალიზირებული ტკივილები; ხანდახან – კუნთოვანი სპაზმები. თირკმლის მხრივ: ხანდახან – თირკმლის მწვავე უკმარისობა; იშვიათად – ცენტრალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, დესტრუქციული ვარიანტის ჩათვლით, ნევროზული სინდრომი; ძალზე იშვიათად – თირკმლის თანმხლები დაავადების მიმდინარეობის გაუარესება, ჰემატურია. ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად – ციება და გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სისუსტე, კანკალი, დაღლილობის შეგრძნება, ჰიპერემია; ხშირად – პრეპარატის ინფუზიის ადგილში – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამკვრივება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი. ბიოქიმიური ცვლილებები: ძალიან ხშირად – ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია; ხშირად – ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, კრეატინინი შრატში; ხანდახან – ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ცვლილებები, შრატში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; ძალზე იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენებიდან ბევრი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითად დაავადებასთან. ოსტეონეკროზის (ძირითადად ყბები) ძალიან იშვიათ შემთხვევები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ ბიფოსფონატებით თერაპიას. ანგარიშების უმრავლესობა მიუთითებს ონკოავადმყოფებზე, რომლებსაც ამოუღეს კბილები ან ჩაუტარდათ სხვა ყბა-სახის ქირურგია. ყბის ოსტეონეკროზის ალბათობა იზრდება რისკის ფაქტორის არსებობის დროს, კიბოს დიაგნოზის ჩათვლით, თანმხლები თერაპია (მაგალითად, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, თერაპია კორტიკოსტეროიდებით) და თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინამორბედი დაავადებები). თუმცა მიზეზი ვერ განისაზღვრა, უმჯობესია ქირურგიული ჩარევის აცილება ყბაზე, რადგან გამოჯანმრთელება შეიძლება გაჭიანურდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლაკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი
მოქმედება: იხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000). დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტური), აგრანულოციტოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით). ფსიქიური დარღვევები ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქიური აშლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან ძალიან იშვიათი: მხედველობის აშლილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დიპლოპია. დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრიდან ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობები. დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირი*: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში.  დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი. დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გარღვევით ან მათ გარეშე). ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავი მილის დაავადებები, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრუქტურები, პანკრეატიტი. დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-გენოხის პურპურა, ქავილი. დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი. საერთო დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას იშვიათი: შეშუპება.  *სიხშირე ასახავს მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას (150 მგ/დღე-ღამე). არტერიული თრომბოზული მოვლენები დიკლოფენაკის მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას, უკავშირდება არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის მცირე გაზრდას (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არტიკოლაზიონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არტიკოლაზიონის გვერდითი მოვლენებია: გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი. ცალკეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება. გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აიკროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აიკროლის გვერდითი მოვლენებია: ხანმოკლე წვა და მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალის ირგვლივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინოკაპრონის მჟავას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოკაპრონის მჟავას გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა, დიარეა, ზემო სასუნთქი გზების კატარი, კანზე გამონაყარი, ორთოსტატული ჰიპოტონია, კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, ან მისი მოხსნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კაპტოსპეს-H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტოსპეს-H-ის გვერდითი მოვლენებია: არტერიული ჰიპოტონია, მშრალი ხველა, თავის ტკივილი, გული სრევა, გამონაყარი  კანზე. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰაეს-სტერილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰაეს-სტერილის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები. შეუთავსებლობის განვითარების შემთხვევაში ხსნარის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იქნას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუნიტექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნიტექსის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაქსიგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიგრას გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, ვაზოდილატაცია, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, მაგ: ფერადი ციმციმი, ფოტოსენსიბილიზაცია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე), სისხლდენა ცხვირიდან, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, იშემიის ტრანზიტორული შეტევები, სტენოკარდია, რიტმის პარკუჭოვანი დარღვევა. უკუჩვენება * მომატებული მგრძნობელობა სილდენაფილის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. * გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: არ შეიძლება პრეპარატის მიღება იმ პაციენტებისათვის, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს ნიტრატებით ან სხვა აზოტის პრეპარატებით; *  თირკმლის მძიმე უკმარისობით: არტერიული ჰიპერტენზია (>90/50), ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინის ინსულტი; * ბადურის თანდაყოლილი დეგენერაციული დაავადებებისას; *18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები