Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ამპისულცილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპისულცილინის გვერდითი მოვლენებია: ტკივილი ადგილობრივად კუნთებში ინექციისას და ინტრავენური შეყვანისას. სისტემური რეაქციები: დიარეა, გამონაყარი. იშვიათად – დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი ღებინება, კანდიდოზი, მეტეორიზმი, სახის შეშუპება, ყელის სიმშრალე, დიზურია, სისხლდენა ცხვირიდან. ლაბორატორიული ანალიზის მხრივ ცვლილებები: – სისხლის შრატში ალბუმინების, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ბაზოფილების, ეოზინოფილების მაჩვენებლების შემცირება; კრეატინინის დონის მომატება; ერითროციტების და ჰიალინური ცილინდრების გაჩენა შარდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლითორექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლითორექსის გვერდითი მოვლენებია: დიარეა, დისპეფსია, და ალერგიული რეაქცია (დაბალი ალბათობით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპზოლის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები: კანისქავილი, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, ერითემა, დაბებრება, შეშუპება, კანის გაღიზიანება და აქერცვლ ააპლიკაციის ადგილას.  ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრისციება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადელფანი-ეზიდრექსი R – ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადელფანი-ეზიდრექსი R – ის გვერდითი მოვლენებია: ადელფან-ეზიდრექსში ძირითადი კომპონენტები უფრო მცირე დოზებით შედის, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალკე აღებულ პრეპარატებში (ეს პრეპარატები ინიშნება ცალ-ცალკე არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ). მიუხედავად ამისა, შესაძლოა შემჩნეულ იქნეს არასასურველი მოვლენები, რომლებიც დამახასიათებელია პრეპარატის ცალკეული კომპონენტებისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოქსივინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსივინის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდებული დოზით ვინკამინის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ერთეულ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლენა ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ქავილის, პაპულოზური გამონაყარის, ასევე – თავის ტკივილის და თავბრუსხვევის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოკოიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოკოიდის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: * კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა); * პერიორალური დერმატიტი და როზაცეა; * ჭრილობის შეხორცების შენელება; * დეპიგმენტაცია; * ჰიპერტრიქოზი; * კონტაქტური დერმატიტი; * "რიკოშეტის" სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას. * თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადაპტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადაპტოლის გვერდითი მოვლენებია: ადაპტოლი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიტრომინტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტრომინტის გვერდითი მოვლენებია: მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრსუხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და, ასევე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. წნევის მკვეთრად გამოხატულმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდში ტკივილის გაძლიერება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კოლაფსი არარეგულარული გულის რითმით და გონების დაკარგვით. იშვიათ შემთხვევებში – ძირითადად გადაჭარბებული დოზირების დროს – შესაძლებელია ციანოზი (სახის კანის შეფერვა ნაცრისფრად ან ლურჯად), სისხლის მაჩვენებლების შეცვლა (მეტჰემოგლობინემია), ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოლიმონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოლიმონის გვერდითი მოვლენებია: საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია, საკვერცხის ზომიერად გადიდება, საკვერცხის კისტა, მუცლის ტკივილი, ჰიპერმგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, ინექციის ადგილას ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, გამონაყარი, შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, დერმატოლოგიური სიმპტომები. ასევე შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა, თანდაყოლილი ანომალიები, პულმონარული და სისხლძარღვოვანი დარღვევები, ასციტთან დაკავშირებული სისხლდენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მატერნას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მატერნას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები