Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კალციქეას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციქეას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატ Calci Care – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლუცეტამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუცეტამის გვერდითი მოვლენებია: როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ლუცეტამს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. ისინი, ჩვეულებრივ, სუსტად არიან გამოხატული და ძირითადად დაკავშირებულია მაღალი დოზების მიღებასთან, მაგრამ ექიმს ჰკითხეთ რჩევა, თუ იგრძნობთ ერთ-ერთს შემდეგი გამოვლინებებიდან: შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის გამოვლენისას: იშვიათი მძიმე გვერდითი მოვლენები: – მაღალი მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატ ლუცეტამის ან მისი ინგრედიენტების მიმართ. – ჭინჭრის ციება ეს სიმპტომი შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოვლენა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქად ამოხატულია. გვერდითი ეფექტები, რომელიც აღინიშნება სიხშირით არანაკლებ 5 %-ისა, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში 2400 მგ-ზე მეტი Dდღიური დოზის მიღების შემთხვევაში: ნერვული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა, შფოთვა, აგრესია, მოძრაობითი აქტივობის მომატება, ძილის დარღვევა. გვერიდთი ეფექტები 2 %-ზე ნაკლები სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის ტკივილი, სხეულის წონის მომატება. იშვიათად: არტერიული წნევის მომატება ან შემცირება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ლიბიდოს გაზრდა, ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად: უძილობა და დაღლილობა (პარადოქსული ეფექტები). სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული კლინიკური კვლევებით: გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), მოძრაობის დროს გაუბედაობა, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება, სისხლძარღვთა გაფართოვება შეშუპებით, დერმატიტი, კანის ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორპროლაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორპროლაკის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,  უძილობა,  ძილიანობა, სისუსტე,  გაზრდილი მოთენთილობა, მწვავე ფსიქოზი (რომელიც გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ). საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პიღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან დიარეა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიკური კოლაფსი. სხვადასხვა: სახის კანის ჰიპერემია, ცხვირის გაჭედილობა. გვერდითი მოვლენები თავისით ქრება მკურნალობის პროცესში და არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას. გადაჭარბებულლი დოზირება: სიმპრომები: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ჰალუცინაციები. მკურნალობა:სიმპტომატური, გულისრევისა და ჰალუცინაციების დროს ნიშნავენ მეტოკლოპრამიდს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფეროლინ C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეროლინ C-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნონდეპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონდეპრესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია მკურნალობისას გამოვლენილი საერთო მონაცემებიდან ფარდობითი პროცენტით. საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (12%); შედარებით იშვიათად – ყაბზობა დიარეა, მადის დაქვეითება; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება; ერთეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციათა მძიმე დარღვევა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პაროქსეტინის მიღებასა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ ღვიძლის ფუნქციათა დარღვევისას რეკომენდებულია პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა. ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (9%); ტრემორი (8%); საერთო სისუსტე და დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ერთეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, პარესთეზიები, სომნამბულიზმი, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები, ოროფარინგეალური დისტონია. ექსტრაპირამიდული დარღვევები ვლინდება ნეიროლეპტიური საშუალებებით ინტენსიური თერაპიის შემდგომ. იშვიათად აღინიშნა ეპილეფსიის მსგავსი გულყრები (რაც დამახასიათებელია სხვა ანტიდეპრესანტებისთვისაც); ქალასშიდა წნევის მომატება. ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლის გამოყოფის მატება (9%), პირის სიმშრალე (7%). მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ტაქიკარდია, ცვლილებები ეკგ-ზე, არტერიული წნევის ლაბილობა, გულისწასვლა. სასქესო სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევები (13%), ერთეულ შემთხვევებში – ლიბიდოს ცვლილება. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდვის გაძნელება წყალ-მარილოვანი ცვლის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ჰიპონატრემია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, ცნობიერების დაბინდვით ან ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომებით. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნატრიუმის დონე სისხლში ნორმალიზდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა განვითარდა ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერპროდუქციის შედეგად. ასეთი შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პაროქსეტინის გარდა იღებდნენ შარდმდენ და სხვა საშუალებებს. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ჰიპერემია, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სახისა და კიდურების შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), ქავილი. სხვა: ერთეულ შემთხვევებში – მიოპათია, მიალგია, მიასთენია, მიოკლონია, ჰიპერგლიკემია; იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული სიმპტომების განვითარება, გემოვნების შეცვლა. დაფიქსირებულია თრომბოციტოპენიის განვითარება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან დადგენილი არ არის). პაროქსეტინის მიღებას შესაზლოა თან ახლდეს სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია სისხლდენის განვითარების რამდენიმე შემთხვევა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, პაროქსეტინი იშვიათად იწვევს პირის სიმშრალეს, ყაბზობასა და ძილიანობას. პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (მაგ. პარესთეზიები), შიში, ძილის დარღვევა, აჟიტაცია, ტრემორი, გულისრევა, ოფლის გამოყოფის მატება და ცნობიერების დაბინდვა, ამიტომ თერაპიის შეწყვეტა აუცილებელია თანდათანობით (მიზანშეწონილია დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს). გვერდითი მოვლენების ინტენსივობა და გამოვლენის სიხშირე მცირდება თერაპიის გაგრძელებისას, ამიტომ უმეტესობის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნავობანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნავობანის გვერდითი მოვლენებია: ნავობანის გამოყენებისას რეკომენდებულ დოზებში გვერდითი ეფექტები გარდამავალი ხასიათისაა. 2 მგ-იანი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი, ხოლო 5 მგ-იანი დოზით პრეპარატის გამოყენებისას ადგილი აქვს თავბრუსხვევას, გადაღლილობას და ცვლილებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – მუცლის ტკივილს და დიარეას. ისევე როგორც 5-HT3 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების გამოყენების დროს, იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (“I ტიპის რეაქცია”), რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: სახის ჰიპერემია და/ან გენერალიზებული ურტიკარია, მკერდის ძვლის არეში სიმძიმის შეგრძნება, ქოშინი, სწრაფად მიმდინარე ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია. იშვიათ შემთხვევებში: კოლაფსი, გულის წასვლა ან გულის გაჩერება, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას თანმხლები თერაპიით ან ძირითადი დაავადებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზამეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზამეტის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფერმენტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერმენტინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორვასკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორვასკის გვერდითი მოვლენებია: ნორვასკი ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკური პლაცებო კონტროლირებადი კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ არტერიული ჰიპერტენზიით და სტენოკარდიით შეპყრობილი პაციენტები, შედარებით ხშირად აღინიშნებოდი შემდეგი გვერდითი მოვლენები:თავის ტკივილი, შეშუპება, გადაღლილობა, ძილიანობა, მუცლის არეში ტკივილი, სახის ჰიპერემია, გულისცემის გახშირება და თავბრუხვევა. შედარებით იშვიათად – კანის ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, ასთენია, კუნთების კრუნჩხვები, დისპეფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია და იშვიათად მრავალფორმიანი ერითემა. როგორც სხვა კალციუმის ანტაგონისტების გამოყენებისას, აღწერილია გვერდითი მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რომელთა განსხვავება შეუძლებელია ძირითადი დაავადებების ბუნებრივი მიმდინარეობებისაგან, როგორიცაა მიოკარდის ინფარქტი, არითმია (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ციმციმის ჩათვლით) და ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ძალიან იშვიათად აღინიშნება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დონის მომატება (რომელიც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ქოლესტაზით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამბრობენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბრობენე გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, თავის ტკივილი, პირის და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეკზანთემა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქციები შემცივნებასთან ერთად). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ხოლო ერთ შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები