Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ლიპიდონორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიპიდონორმის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად – კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია. Aამ ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადვანტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადვანტანის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ქავილმა, წვამ, ერითემამ, პრეპარატის წასმის ადგილას გაჩნდეს ბუშტუკები. იშვიათია დერმატიტი და ალერგიული რეაქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვერაპამილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვერაპამილის გვერდითი მოვლენებია:  – წამოხურება, ჰიპერემია, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ბრადიკარდია, გადაღლილობა, გასტროენტერალური დარღვევები – ხშირად შეკრულობა, გულისრევა; – იშვიათად: ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, წერტილოვან-პაპულოზური ეგზანთემა, ანგიონევროზული შეშუპება და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. – ხანგრძლივი თერაპიით ვითარდება გინეკომასტია და ღრძილების ჰიპერპლაზია; ჰეპატოტოქსიურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიტროს (საინექციო) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტროს (საინექციო) გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემა: ნიტროგლიცერინი იწვევს დოზა-დამოკიდებულ თავის ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაციის გამო. აგზნება და ფსიქიური წონასწორობის დარღვევა აღინიშნება მაღალი დოზების მიღების დროს. გულყრები აღინიშნება იშვიათად. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა. ხშირად ამას იწვევს შეუმჩნეველი ჰიპოვოლემია. ასევე ნიტორგლიცერინი იწვევს სიმხურვალეს, სისუსტეს, თავბრუსხევავს და პოსტურალულ ჰიპოტენზიას, რომელიც ასოცირდება რეფლეტორულ ტაქიკარდიასთან. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან. შესაძლებელია ნიტორგლიცერინმა გამოიწვიოს ასისტოლია და ბლოკადა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება. სხვა: ინფუზიის მაღალი სიჩქარის (290მკგ/წუთში) დროს, ან პაციენტებში დაბალი კლირენსით შესაძლებლია მეტჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება. შეიძლება აღინიშნოს ჰიპოქსემია, რომელიც გამოწვეულია მისი ინტრავენური შეყვანით. აღნიშნული იწვევს პარადოქსულ რეაქციებს, როგორიცაა გულმკერდში ძლიერი ტკივილები და შთ სეგმენტის ცვლილება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლოდიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოდიგამას გვერდითი მოვლენებია: გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ქოშინი, არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, გულის წასვლა, ვასკულიტი, შეშუპება ( წვივებისა და ტერფების) სისხლის,,მოწოლა” სახეზე, იშვიათ-რითმის დარღვევა( ბრადიკარდა პარკუჭული) ტაქიკარდია, წინაგულის ფრიალი, გულმკერდის არეში ტკივილი, ორტოსტატიკური ჰიპოთენზია, ძალზედ იშვიათად გულის უკმარისობის განვითარება ან განმძაფრება, ექსტრასისტოლია, შაკიკი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ; თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, განწყობის შეცვლა, კრუნჩხვები, იშვიათად გონების დაკარგვა, ჰიპესთეზია,ნერვოზულობა, პარესთეზია, ტრემორი, ვერტიგო, ასტენია, შეუძლოდ ყიფნა, უძილობა, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძალზედ იშვიათად_ატაქსია,აპატია, აჟიატაცა, ამნეზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში,იშვიათად_ ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ზრდა და სიყვითლე ( ქოლესტაზით განპირობებული) გასტრიტი, მადის გაზრდა, ანორექსია, ჰიპერბილირუბინემია. შარდ_სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად პოდაკიურია, მოშარდვის სურვილის დროს ტკივილები, ნიქტურია, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ( მათ შორის პოტენციის დაქვეითება);ძალზე იშვიათად – დიზურია, პოლიურია. კანის საფარველის მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი (მათ შორის ერიტემაზოტური, მაკულოპაპულეური გამონაყარი,ჭინჭრის ციება) ანგიონევროტული შესიება. საყრდენ_მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად_ართრალგია, ართროზი, მიალგია(ხანგრძლივი მიღებისას), ძალზე იშვიათად_მიასთენია. სხვა: იშვიათად_გინეკომასტია, პოლიურიკემია, სხეულის მასის ზრდა, კლება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერგლიკემია, მხედველობის დარღ – ვევა, დიალოპია, კონიუქტივიტი, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, ზურგის ტკივილი, დისპნოე, ცხვირიდან სისხლდენა, გაძლიერებულად ოფლის გამოყოფა, წყურვილის შეგრძნება, ძალზე იშვიათად-ცივი, წებოვანი ოფლი, ხველება, რინიტი, პარაოსმია, გემოს შეგრძნების დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა,ქსეროფტალმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნონბლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონბლონის გვერდითი მოვლენებია: ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც); ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება; სხვა: ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფიტოლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფიტოლაქსის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს: • მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია; • ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის); • ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოაგრეგანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოაგრეგანის გვერდითი მოვლენებია: აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება;  ზოგიერთ შემთხვევაში – სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი. ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი. ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალბეზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალბეზის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ჰეპატიტი; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; დერმატოლოგიური რეაქციები: სხვადასხვა გენეზის ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შექცევადი ალოპეცია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, პანციტოპენია; სხვადასხვა: ცხელება, არტერიული წნევის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები