Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ადენოფორტი ინექციას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადენოფორტი ინექციის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინისა და ციანკობალმინის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მელეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელეფსინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ასთენია; ხშირად – თავის ტკივილი, აკომოდაციის პარეზი; ზოგჯერ – ანომალური უნებლიე მოძრაობები (მაგალითად ტრემორი, „მოფარფატე“ ტრემორი – asterixix, დისტონია, ტიკები), ნისტაგმი; იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად დიზართრია), ქორეოათეტოზური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზიები, მიასთენია და პარეზის სიმპტომები. ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი ან აუდიტორული), მადის დაქვეითება, შფოთვა, აგრესიული ქცევა, აგზნებადობა, დეზორიენტაცია; ძალიან იშვიათად – ფსიქოზის გამწვავება. ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება; ზოგჯერ – ერითროდერმია; იშვიათად – წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი. კანის ქავილი; ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ფოტომგრძნობელობა; იშვიათად – შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის მულტიორგანული გამოვლინებები ცხელებით, გამონაყარით, ვასკულიტით (მათ შორის, კვანძოვანი ერითემა, როგორც კანის ვასკულიტის გამოვლინება), ლიმფადენოპათიით, ლიმფომის მსგავსი ნიშნებით, ართრალგიებით, ეოზინოფილიით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციების შეცვლილი მაჩვენებლებით. შესაძლოა ჩათრეული იყოს სხვა ორგანოებიც (მაგალითად, ფილტვები, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი); ძალიან იშვიათად, შესაძლებელია, განვითარდეს ასეპტიური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერული ეოზინოფილიით. ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული პნევმონიტი ან ეოზინოფილური პნევმონია. აღნიშნული ალერგიული რეაქციების განვითარებისას, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად – ლეიკოპენია; ხშირად – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი; ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე „ხანგამოშვებითი“ პორფირია, რეტიკულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, ღებინება; ხშირად – პირის სიმშრალე; ზოგჯერ – ფაღარათი ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი; ძალიან იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი. აქტივობის მომატება (ღვიძლში ამ ფერმენტის ინდუქციის გამო), რაც ხშირ შემთხვევებში უმნიშვნელოა; ხშირად – ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება; ზოგჯერ – „ღვიძლის“ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; იშვიათად – ქოლესტაზური, პარენქიმატოზული (ჰეპატოცელულური) ან შერეული ტიპის ჰეპატიტი, სიყვითლე; ძალიან იშვიათად – გრანულომატოზური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება. ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა გულყრით, კოლაფსი, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან გამწავება, გულის იშემიური დაავადების გამწვავება (სტენოკარდიის შეტევების განვითარება ან გახშირება), თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლური სინდრომი. ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მატება, ჰიპონატრიემია (პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება ადჰ-ის მსგავსი მოქმედების შედეგად, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს ჰიპონატრიემიას, რასაც თან ახლავს ლეთარგია, ღებინება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია და ნევროლოგიური დარღვევები); ძალიან იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია (შეიძლება თან ახლდეს გალაქტორეა და გინეკომასტია); L-თიროქსინის (თავისუფალი T4 – T3) კონცენტრაციის დაქვეითება და თირეომასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის მატება (ხშირად თან არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები); ძვლოვან ქსოვილში კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა (პლაზმაში Ca2+ და 25-OH-ქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის დაქვეითება); ოსტეომალაცია: ჰიპერქოლესტერინემია (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჩათვლით) და ჰიპერტრიგლიცერიდემია. შარდ-სასქესო ორგანოთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას მომატება, აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია ან კრუნჩხვები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების გაუკუღმართება, თვალის ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, მათ შორის – ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის შეცვლა. სხვა: კანის პიგმენტაციის დარღვევა, პურპურა, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოსილის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად ამტანობით ხასიათდება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია) სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით. ნეოსილმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზიგამას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტიფლუს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტიფლუს გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ალკოჰოლთან ერთად პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება. ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ძილის დარღვევა, მომატებული აგზნებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში). ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება. სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოსარტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოსარტანის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი თავბრუ, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, იშვითად – ზურგის ტკივილი, ფაღარათი, ცხვირში შეგუბება, დაღლილობა, მშრალი ხველება, სპაზმები და ტკივილი კუნთებში, ალერგიული რეაქციები; იშვიათად – სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კალიუმის დონეების მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალერფასტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერფასტის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცალკეულ შემთხვევებში – აგზნებადობა, ძილის დარღვევა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; სხვა: იშვიათად – ცხვირის ღრუს და/ან ხორხის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – კანზე გამონაყარი, ქავილი და სხვა, ტკივილი გულის არეში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალფლუტოპი-გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფლუტოპი-გელის გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტირინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტირინოლის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა დაფიქსირდეს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოპრესორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოპრესორის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია; AV გამტარობის დარღვევა, რეინოს სინდრომი; იშვიათად – გულის უკმარისობის სიმპტომები. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, დიარეა, ყაბზობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გამოვლინება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი. სხვადასხვა: შესაძლებელია წონის მატება, იშვიათად – თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები