Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფოლიკულინის ზეთოვანი ხსნარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოლიკულინის ზეთოვანი ხსნარის გვერდითი მოვლენებია: ფოლიკულინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ენდომეტრიუმში პროლიფერაციულ ცვლილებებს და საშვილოსნოდან სისხლდენებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლინკოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინკოცინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას – ეზოფაგიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში). ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს – თრომბოფლებიტი. სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება. * ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპრობას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრობაის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა, კრუნჩხვები, დეპრესია, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება. ზემგრძნობილობის რეაქციები: კანის მხრივ – ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები, სტივენს-ჯონსონის (ავთვისებიანი ერითემა) და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით. ანაფილაქსიისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება. სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი. კუნთების ტკივილი. სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. ლაბორატორიულად, შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფაქტორი დერმიკოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტორი დერმიკო გვერდითი მოვლენებია: ზოგადად ფაქტორი დერმიკო არ იწვევს ბევრ გვერდით მოვლენას. თუ პრეპარატი 4 კვრაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება სხეულის ფართობის 10%ზე მეტ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მეორადი რეაქციების განვითარება, როგორიც არის კანის ატროფია და გაღიზიანება, სტრიები, ქავილი, კანის სიმშრალე, ტელანგიექტაზიები და ფოლიკულიტი. ასევე გვერდითი ეფექტების გამოვლენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სტეროიდების სისტემურ აბსორბციასთან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოიწვიოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მჭიდრო ნახვევების გამოყენებამ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ართრობენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ართრობენე გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფორტრანსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორტრანსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, შეშუპებები), აგრეთვე გულისრევა და ღებინება, მუცლის შებერვა, პრეპარტის პირველ დოზის მიღებისას სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხარტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხარტანის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად ხარტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). პრეპარატების გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში; ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში; არახშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში; იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში; ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში; უცნობი სიხშირით: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. ხშირი: თავბრუსხვევა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია), სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია). არახშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, გახშირებული გულისცემა, სტენოკარდია, ჰიპოტენზია (გულის მწვავე უკმარისობის ან დიურეტიკების მაღალი დოზებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში), დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიური ეფექტები (ორთოსტატიული ჰიპოტენზია), ქოშინი (დისპნოე), მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ლოკალიზებული შესიება (შეშუპება). იშვიათი: სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი ჰენოხ-შონლეინის პურპურა), დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), გონების დაკარგვა (სინკოპე), ფიბრილაცია, ინსულტი, ჰეპატიტის, სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ჩვეულებრივ გადის მკურნალობის შეწყვეტისთანავე უცნობი სიხშირით: ანემია, თრომბოციტოპენია, შაკიკი, ხველა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, კუნთების და სახსრების ტკივილი, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება იყოს ცვალებადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), მათ შორის თირკმლის უკმარისობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის მომატება, ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოზრდილებში გამოვლენილი ეფექტების ანალოგიურია. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მედექსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედექსოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოლპაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოლპაზას გვერდითი მოვლენებია: მოყვანილია გვერდითი მოვლენები ჯანმოს კლასიფიკაციით: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, მეტეორიზმი; არახშირი – გულისრევა, ღებინება; იშვიათი – პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათი – “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის და გამა-გლუტამინტრანსფერაზის (გგტ) მომატება, ღვიძლის მძიმე დაზიანებები, რომელსაც მოყვება სიყვითლე ღვიძლის უკმარისობით ან მის გარეშე. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შიკოს ჩათვლით. საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათი – ართრალგია; ძალიან იშვიათი – მიალგია. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი; არახშირი – თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა). ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი – დეპრესია. შარდ – სასქესო სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ინტერსტიციალური ნეფრიტი. ალერგიული რეაქციები: არახშირი – ქავილი და გამონაყარი; ძალიან იშვიათი – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, პოლიმორფული ერითემა ან ლაილის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია. ზოგადი დარღვევები: ძალიან იშვიათი – პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერთერმია, სისუსტე, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული დაჭიმულობა, ტრიგლიცერიდების დონის მომატება. მძიმე, არასასურველი მოვლენების განვითარებისას, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტი-რეფლუქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტი-რეფლუქსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, ალოე ვერას გელის ორალური გამოყენება კარგი ამტანობით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ალოე ვერას გელის ჩაყლაპვისა  და ადგილობრივი გამოყენების დროს დაფიქსირდა დერმატიტები. in vivo კვლევის შემთხვევაში, ალოე ვერას გელის მიღების გამო, დაფიქსირდა შრატში თიროიდული პროტეინების(T3, T4)  დონის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები