იცით კავსურონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
კავსურონის გვერდითი მოვლენებია: არ არის შემჩნეული
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კავსურონის გვერდითი მოვლენებია: არ არის შემჩნეული
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ინდოვაზინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციების სახით იშვიათად აღინიშნება გამონაყარი, ჰიპერემია, ურტიკარია, ქავილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
როტაპროსტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, გულძმარვა, გასტრალგია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება უზმოზე).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ციპროფლავის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა ციპროფლავი 0,3% შეიძლება გამოიწვიო არასასურველი ეფექტების განვითარება. შესაძლო გვერდითი ეფექტები: წვა, დისკომფორტი თვალებში, რაც ხასიათდება თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნებით; თეთრი კრისტალური პრეციპიტატის და (ან) იქტიოზური მდგომარეობის გამოვლენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ჩაწვეთებისთანავე არასასიამოვნო გემო პირში. გამოვლენილია: რქოვანას ლაქების განვითარება, კერატოპათია და (ან) კერატიტი, ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში, პათოლოგიური ჩანართები რქოვანაში, ღებინება, მხედველობის დარღვევა. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რქოვანას წყლულის მქონე პირებში პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე თეთრი პრეციპიტატების განვითარება. მოცემული რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოყენებისათვის და არ მოქმედებს რქოვანას წყლულის მკურნალობის ეფექტზე. პრეციპიტატები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 1-7 დღის განმავლობაში და ქრება თერაპიის დასრულების შემდეგ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მოცემული რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 13 დღის განმავლობაში. პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული, ან სხვა ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
როტალფენის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ძალიან იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა; იშვიათად – პარესთეზია. გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, სიცხის შეგრძნება, კანის საფარველის ჰიპერემია; იშვიათად – ექსტრასისტოლა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, პერიფერიული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრადიპნოე, ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი, დისპნოე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება; ნაკლები სიხშირით – აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ფაღარათი, ჰემატემეზი, პირის სიმშრალე; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები სისხლდენის და პერფორაციის ჩათვლით, ანორექსია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სიყვითლე; ძალიან იშვიათად – კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – პოლიურია, თირკმლის ჭვალი, პროტეინურია, კეტონურია. ძალიან იშვიათად – ნეფრიტი ან ნეფროზული სინდრომი. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათად – ქალებში – მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – კუნთების სპაზმი, სახსრებში მოძრაობის გაძნელება. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – დერმატიტი, გამონაყარი, ოფლიანობა; იშვიათად – აკნე. ალერგიული რეაქციები: იშვიათდ – ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია. ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია. ლაბორატორიული მაჩვენებელების მხრივ: იშვიათად – კეტონურია, პროტეინურია. ადგილობრივი და საერთო რეაქციები: ხშირად – ტკივილი ინექციის ადგილას; ნაკლები სიხშირით – ანთებითი რეაქცია, ჰემატომა, ჰემორაგიები ინექციის ადგილას, სიცხის შეგრძნება, შეციება, დაღლილობა; იშვიათად – ზურგში ტკივილი, გულის წასვლა, ცხელება; ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, სახის შეშუპება. სხვა: ასეპტიური მენინგიტი, რომელიც უმეტესად უვითარდება წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებს, ჰემორაგიული დარღვევები (პურპურა, აპლასტიური და ჰემორაგიული ანემიები, იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
არბიბათის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად: ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნატურკაფს კოენზიმი Q10-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლიზინოპრილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში. ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
მბე გვერდითი მოვლენებია: ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტები იშვიათად ვითარდება. აღინიშნა კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი. ამიტომ მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება დიარეის დროს. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც. ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. განსაკუთრებული მითითებები: – მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ: – პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; – მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები (ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია); – პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა; – პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება (მაგ. ე.წ. ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა); – პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია (Myasthenia gravis); – პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია; – პაციენტი იღებს ლ-დოპას ე.წ. პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე. მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ. ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოს მარცვლებზე ან მიწის თხილზე.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლივორმაკის გვერდითი მოვლენებია: 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები ისევე როგორც ყველა სხვა წამალს, ამ პრეპარატსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ძალიან იშვიათდ (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში) – ცალკეული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მაგალითად დერმატიტი ან ურტიკარია – ვაგინალური წვა და ქავილი (ეს სიმპტომები როგორც წესი მსუბუქია და თავისით ალაგდება) გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები