Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ნევროქსინ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევროქსინ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები იშვიათად შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ტკივილი და/ან გამკვრივება ინექციის ადგილზე განსაკუთრებით კი აბსცესი და ნეკროზი ზრდასრულ დიაბეტიან პირებში. გასტროინტესტინალური დარღვევები (გულის რევა, ფაღარათი). ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჭინჭრის ციება, ეკზემა და გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რომიკლარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რომიკლარის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:  კლარითრომიცინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს უმნიშვნელო და გარდამავალი გვერდითი მოვლენები. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზისი, გემოს გაუკუღმართება (3%), ტკივილი მუცლის არეში (2%), დისპეფსია (2%), გულისრევის შეგრძნება (3%), დიარეა (3%), თავის ტკივილი (2%), თავბრუსხვევა, უძილობა, ჰალუცინაცია. კლარითრომიცინისა და ომეპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ენის შეფერილობის გარდამავალი შეცვლა. აღწერილია ყნოსვის გაუკუღმართების შემთხვევები, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა. კლარითრომიცინით მკურნალობისას ზოგჯერ შეიმჩნევა ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მატება სისხლში, ჰეპატოცელულარული/ქოლესტატური დისფუნქცია სიყვითლის გამოვლენით ან მის გარეშე. ეს დარღვევბი, როგორც წესი, შექცევადია. არის ინფორმაცია თრომბოციტოპენიის განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ. კლარითრომიცინის პერორალურად მიღებისას შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება, რომელთა ინტენსიურობა ვარიაბელობს ჭინჭრის ციებიდან და კანის გამონაყრიდან ანაფილაქსიურ შოკამდე და სტივენსონ-ჯონსის სინდრომამდე. შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინით მკურნალობისას იყენებენ ფიპოგლიკემიურ საშუალებებს პერორალურად მიღებისთვის და ინსულინს. გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პირებს, რომლების იტარებენ კლარითრომიცინით მკურნალობას, შეიძლება განუვითარდეთ ვენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური არითმია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია. „torsade de pointes” ტიპის. პედიატრიული პაციენტები იმუნური სისტემის დარღვევით: შიდსით დაავადებული და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იტარებენ ანტიმიკობაქტერიულ მკურნალობას კლარითრომიცინის დიდი დოზებით, ხშირად რთულია პრეპარატით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამიჯვნა ძირითადი და ინტერკურენტული დაავადებების სიმპტომებისაგან. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: ღვიძლი: მაღალი მაჩვენებელი ALT<1%, AST<1%, GGT<1%, ტუტეფოსფატაზა<1%, LDH<1%, საერთო ბილირუბინი<1%. ჰემატოლოგიური: ლეიკოციტების რიცხვის შემცირება, პროთრომბინის რაოდენობის მომატება 1%. რენალური: მაღალი AMK – 4%, კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი <1%. მოულოდნელი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მელატონინი ლაროფარმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელატონინი ლაროფარმის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იზოკეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზოკეტის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის პირველი მიღებისას ან დოზის მომატებისას აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება ან/და ორთოსტატული ჰიპოტენზია, რასაც შეიძლება მოჰყვეს პულსის რეფლექტორული გახშირება, დისკოორდინაცია, თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია გაჩნდეს “ნიტრატული თავის ტკივილები”, რომლებიც ქრება პრეპარატის შემდგომი მიღებისას. იშვიათია გულისრევა, ღებინება, კანის სიწითლე და კანის ალერგიული რეაქციები. სისხლის მიმოქცევის გადანაწილებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ტრანზიტორული იშემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალცინორმ D3-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალცინორმ D3-ის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია: (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (შარდში ან სისხლში კალციუმის მაღალი შემადგენლობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნევროსტიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევროსტიმის გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჯენოდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჯენოდექსის გვერდითი მოვლენებია: გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის შემცირება, უკანა კაფსულასქვეშა კატარაქტის წარმოქმნა, თვალის მეორადი ინფექცია, განპირობებული პათოგენური გამომწვევებით, Herpes simplex –ის ჩათვლით, გამოყოფილი თვალის ქსოვილიდან, თვალის კაკლის პერფორაცია. რქოვანას გათხელებისას დგება პერფორაციის საშიშროება. იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – თვალშიგა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას  კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია რქოვანას ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გამწვავება. შესაძლებელია ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიკოშპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიკოშპანის გვერდითი მოვლენებია: – ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, ამიტომ მისი პერორარულად ან პარენტერულად მიღების შემთხვევაში იგი იწვევეს სახის ჰიპერემიას, წვის შეგრძნებას, გულყრას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს; – კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას და გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, კუჭის წნევის მომატებული მჟავიანობა, დისპეფსია. – დროტავერინ-ჰიდროქლორიდის მხრივ: ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია, უძილობა, ყაბზობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზინოკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზინოკორის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება, ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არისეპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არისეპტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულოვანი ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრული ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება. ენდოკრინკული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი. მეტაბოლური დაავადებების მხრივ: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინკინაზას და ლაქტატ დეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპერგლიკემია, წონის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძვლების მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია. ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე. კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული. მგრძნობელობითი ორგანოების მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივში სისხლჩაქცევები, ოტიტი, ლაქები მხედველობის არეში. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამით, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბოცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები