Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ჰარტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰარტილის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰარტილსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვეტილ უნდა იქნას ჰარტილის ტაბლეტების მიღება (პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან გამოძახებულ უნდა იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა): ♦ ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პაციენტს აქვს ძალიან მძიმე, შეშუპებითი ალერგიული რეაქცია. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. რის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენისას უნდა შეწყდეს ყველანაირი პრეპარატის მიღება, რომელიც შეიცავს აგფ-ინჰიბიტორებს. ჭინჭრის ციება ♦ ჭინჭრის ციება, ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლინება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ♦ სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მთელ ტანზე გამოხატული გამონაყრის განვითარებისას. იშვითად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მათგან ნებისმიერის განვითარებისას: ♦ პრეპარატის პირველი დოზის ან მაღალი დოზის პირველი მიღების შემდეგ, ან შარდმდენი საშუალებების დამატების დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავბრუსხვევა, უგუნებობა, გონების დაკარგვის გარდამავალი მდგომარეობა (ზოგიერთ პაციენტში, მაგალითად: მძიმე ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის ან ნატრიუმის დეფიციტის, თირკმელთა სისხლძარღვების ძლიერი შევიწროებისა და შარდმდენი თერაპიის დროს, პრეპარატის პირველი დოზის მიღებამ ან მომატებული დოზის პირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი, შოკში გარდამავალი დაქვეითება); ♦ პირის და ხახის ლორწოვანი გარსების დაზიანება, მორეციდივე ინფექციები შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენების გამოხატულება სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: სიყვითლე, კანის ქავილი, თიხის ფერი განავალი, შარდის გამუქება, ძლიერი ცხელება (ეს სიმპტომები შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანებასა და/ან მექანიკურ სიყვითლეზე მიუთითებდეს); ♦ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება (ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პანკრეატიტზე). ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები ორგანოთა ცალკეული სისტემის მხრივ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძირითადად, მკურნალობის კურსის დასაწყისში, სისხლძარღვთა გაფართოებისა და არტერიული წნევის დაცემის შედეგად – თუნდაც თუ ის არ არის საჭირო დონეზე ნაკლები – შეიძლება აღინიშნებოდეს მეხსიერების დაქვეითება (ზოგჯერ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით), რეაქციის შენელება, დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს), გულისრევა, ოფლიანობა, შუილი ყურებში, მხედველობის და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა და გონების დაკარგვა. იშვიათ შემთხვეველში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს პერიფერიულ სისხლძარღვთა ფუნქციის მორეციდივე დარღვევა. ♦ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კორონარული არტერიების დაავადებების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დროს, შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა. ♦ თირკმლოვანი გვერდითი მოვლენები: პრეპარატ ჰარტილის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებისა და თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატების მიხედვით (შარდოვანისა და კრეატინინის დონე). პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შარდის მოცულობის შემცირება. პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს არსებული პროტეინურია შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა თირკმელებით ცილის გამოყოფა შეიძლება, ასევე, შემცირდეს. ♦ კანი, სისხლძარღვები და ალერგიული რეაქციები: იშვიათად სახის მძიმე, ხახის და ხორხის შეშუპების შემთხვევების გარდა, შესაძლებელია კანის შემდეგი რეაქციები: წამოხურება კანის ზოგიერთ ადგილას, კონიუნქტივიტი, კანის ქავილი, ურტიკარული ელემენტები, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, რეინოს სინდრომის რეციდივი ან გამწვავება (სისხლმიმოქცევის დარღვევა თითებში). როგორც ყველა სხვა აგფ-ინჰიბიტორი, ჰარტილს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზისმაგვარი დარღვევები, კანის ფოტოსენსიბილიზაცია და ონიქოლიზი (ფრჩხილების დაშლა). ♦ შესაძლებელია ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ვასკულიტი, ცხელება და სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება. სუნთქვის ორგანოების მხრივ: ხშირად ვითარდება მშრალი ხველა. იგი ძლიერდება ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად აღინიშნება ქალებსა და არამწეველებში. გარდა ამისა, შესაძლებელია რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი და ქოშინი. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, პირის ლორწოვანი გარსის მაღალი მგრძნობელობა ან ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, გულის რევა და ღებინება, გასტრიტისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭში. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება, ხანდახან კი სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატიტი. სისხლის ფორმულა: შეიძლება მოხდეს ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ზოგჯერ ჰემოლიზური ანემიის შედეგად, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რიცხვის შემცირება. სხვა გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია წვივების შეშუპება, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნება, შფოთვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, გაბრუება, უმადობა, გუნება-განწყობის დარღვევა, არასასიამოვნო შეგრძნებები, გემოვნების შეგრძნებების დაქვეითება ან დაკარგვა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ამ პრეპარატის მიღების დროს თირკმლის ფუნქციის მახასიათებელმა პარამეტრებმა (სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა) და კალიუმის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს, ნატრიუმის დონე კი სისხლის შრატში შემცირდეს. შეიძლება მოიმატოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის დონემ; ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ზოგიერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება პათოლოგიური იმუნური რეაქციები (ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები). შეიძლება შემცირდეს ერითროციტების რიცხვი, ჰემოგლობინის დონე და, ასევე, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰეპარინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰეპარინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: – სისხლდენა – იშვიათად- ჰეპარინთან დაკავშირებული სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში (იშვიათად) თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.  – იშვიათად თრომბოციტოპენია. განსაზღვრულია ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის 2 ტიპი: I ტიპი არის ხშირი, საშუალო (როგორც წესი >50 X 109/ლ) და გარდამავალი, რომელიც ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 – 5 დღეში. II ტიპი ნაკლებად ხშირია მაგრამ, დაკავშირებულია ძლიერ თრომბოციტოპენიასთან (როგორც წესი <50 X 109/ლ). ეს წარმოადგენს იმუნომედიატორულ რეაქციას და ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ (პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ჰეპარინით). აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია თრომბოციტების მიერ ანტისხეულებთან  აგრეგაციასთან და თრომბოემბოლიურ გართულებებთან, რომლებიც წინ უსწრებენ თრომბოციტოპენიის განვითარებას. საჭიროა ჰეპარინის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.  – არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰეპარინის გახანგრძლივებული მიღება შესაძლოა იწვევდეს თმის ცვენას (მრავალი თვის შემდეგ) და ოსტეოპოროზს. ძვლების მნიშვნელოვანი დემინერალიზაცია აღწერილია ქალებში, რომლებიც დღეში ღებულობდნენ ჰეპარინის 10.000 სე-ზე მეტს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.  – ჰეპარინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის დონის მომატება.  – იშვიათად შეიძლება განვითარდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია თირკმლის ფუნქციის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. – იშვიათად ვითარდება ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, რინიტი, ასთმა, ციანოზი, ტაქიპნოე, დათრგუნვის შეგრძნება, ცხელება, შემცივნება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ითვლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად არის კონსერვანტი ნივთიერება, ვიდრე თვითონ ჰეპარინი. იშვიათად  – შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანება და კანის ნეკროზი. ჰეპარინით მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღის განმავლობაში, ხშირია ინექციის ადგილას ერითემატოზული კვანძების, ინფილტრირებული და ზოგჯერ ეგზემის მსგავსი ფოლაქების წარმოქმნა.  – დაფიქსირებულია პრიაპიზმის შემთხვევა.  – შესაძლოა განვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება და როგორც წესი, იკლებს ჰეპარინის შეწყვეტასთან ერთად. ჰეპარინის გამოყენება დაკავშირებულია პლაზმაში ლიპოპროტეინ ლიპაზას გამოთავისუფლებასთან; ჰიპერლიპიდემია გაივლის ჰეპარინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქვაზარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქვაზარის გვერდითი მოვლენებია: – გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შაკიკი, უძილობა და ძილის სხვა დარღვევები, აჟიტირება, განგაში, ნევროზულობა, ცნობიერების აღრევა, ძილიანობა, პარესთეზიები, ტრემორი, კრუნჩხვები, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, პანიკის შეტევა, პარანოია, მტრული განწყობა, ფოტოფობია, ატაქსია, ჰიპერესთეზია, მხედველობის დარღვევა, თვალების ფოტომგრძნობელობა, გემოვნების დარღვევა, პაროსმია, ეპიტაქსისი; – პერიფერიული ნეიროპათია; – ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია; – პათოლოგიური რეაქციები საყდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ (მყესების გაწყვეტის მომატებული რისკი); – სახის შეშუპება, პირის ღრუს და ენის შეშუპება, გენერალიზებული შეშუპება, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ვეზიკობულოზური გამონაყარი; – ტკივილი გულმკერდის არეში, ბრონქოსპაზმი, ყურების ტკივილი, წყურვილი, პირის სიმშრალე, ცხელება; – ჰიპერვენტილაცია, ართრიტი, ვაგინიტი, ოსსალგია, ჰიპოგლიკემია, ჰემატურია, მეტრორაგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰალოპერიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰალოპერიდოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ჰალოპერიდოლის ხანმოკლე მიღებისას მცირე დოზებით (10-2მგ დღეში) გვერდითი ეფექტები იშვიათია, გამოახტულია სუსტად და შექცევადია. დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია. მეტ-ნაკლებად ხშირია ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოქმედება . ექსპტაპირამიდული სიმპტომები: ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნეიროლეპტიკების დამახასიატებელი ნიშნები, ტრემორი, კუნთების რიგიდობა, გაძლიერებული ლორწოს გამოყობა, ბრდიკინეზია, ატაქსია, მწვავე კუნთოვანი დისტონია, ოკულოგირული კრიზი (ცრისის ოცულოგყრიცუს), ლარინგული დისტონია. ამ შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს პარკინსონისსაწინააღმდეგო პრეპარატები ანტიქონილრგული მოქმედების, მაგრამ არა პრევენციული თერაპიის სახით, რადგან მათი მიღება აქვეითებს ჰალოპერიდოლის ეფექტურობას. გვიანი დისკინეზია: როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალეებბის გამოყენებისას, აგრეთვე ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი მიღებისას აგრეთვე მისი მოხსნისას შეიძლება განვითარდეს გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის ან პირის უნებლიე რიტმული მოძრაობით. ზოგიერთ ავადმყოფს ეს სიმპტომები მუდმივად აღენიშნება. მათი შენიღბვა შეიძლება თერაპიის განახლებით, ჰალოპერიდოლის დოზის მოამტებით ან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატზე გადასვლით. გვიანი დისკინეზიის მოვლენების განვითარებისას თერაპიის კურსი რაც შეიძლება ადრე უნდა შეწყდეს. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს): ანტიფსიზური საშუალებების გამოყენებამ, კერძოდ ჰალოპერიდოლმა შეიძლება გამოიწვიოს ანს. ეს იშვიათი იდიოსინკრაზია ხასიათდება ჰიპერთერმიით კუნთების გენერალიზებული რიგიდულობით, ვეგეტატური ლაბილობით და ავადმყოფის ცნობიერების დარღვებით. ჰიპერთერმია ხშირად ანს-ს ადრეული სიმპტომია. ანს სიმპტომბის გამოვლენისას ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ნეიროლეფსიური თერაპიის კურისს შეწყვეტა და  ინტენსიური დაკვირვების პირობებში დამხმარე თერაპიის დაწყება.  სხვა გვერდითი მოვლენები ცნს მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში არინიშნება დეპრესია, სედაცია, აჯიტირება, ძილიანობა, უზილობა, თავის ტკივილი, კონფუზიური მდგომაერობა, თავბრუსხვევა, დიდი ეპილეფსიური გულყრები და ფსიქოზური ნიშნების გაუარესება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება და დისპეფსიური მოვლენები. შესაძლებელია წონის როგორც მომატება, ისე დაკლება. ენდოკრინული სისტემა: ანტიფსიქოზური მოქმედების ნეიროლეპსიური საშუალების ჰორმონალური მოქმედება არის ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც იქვევს გალაქტორეას, გინეკომასტიას, ოლიგო ან ამენორეას. გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნა ჰიპოგლიკემია და ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დაქვეითება.  გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ზოგირთ შემთხვევაში აღინიშნა ტაქიკარდია და ჰიპოტონია. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში-ეკგ ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება და/ან პარკუჭოვანი არითმიები, ძირითადად ჰალოპერიდოლის პარენტერული შეყვანისას. აღნიშნული დარღვევები აღინიშნა ავადმყოფებში, რომლებიც პრეპაარტის დიდ დოზებს იღებდნენ, ან მიდერკილნი იყვნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევებისკენ. სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლის ფორმიანი ელემენტების უმნიშვნელო, შექცევადი დაქვეითება. ძალიან იშვიათად აღნისნავდნენ აგრანულოციტოზს და თრომბოციტოპენიას, როგორც წესი ჰალოპერიდოლის სხვა პრეპარატებტან კომბინაციისას. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ღვიზლის ფუნქციის ცვლიელბები, ყველაზე ხშირად ქოლესტაზური. გამონაკლის შემთხვევებში აEღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები კანის გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანაფილაქსიისმ ფოტოსენსიბილიზაციისს ახით.  ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდი შეკავება, პრიაპიზმი, ერექციის დარღვევა, პერიფერიული შეშუპება, გულძმარვა, სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის შეტევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰელიდონიუმ-ჰომაკორდ ნს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰელიდონიუმ-ჰომაკორდ ნ-ის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქოლენატი (გრანული)ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქოლენატი (გრანული) გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელიდესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელიდესის გვერდითი მოვლენებია: ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰემატინიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰემატინიკის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.     

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდის გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა. გულისრევის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები. იშვიათად (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში): პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა. ძალზე იშვიათად: ტრემორი, კრუნჩხვები, დეზორიენტაცია. ზოგადად გვერდითი ეფექტები სუსტად არის გამოხატული და სწრაფად გაივლის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან დოზის შემცირებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჰისტალორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰისტალორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედებები როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ჰისტალორის სიროფს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავას იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. ჰისტალორის სიროფით მკურნალობის დროს შესაძლებელია, თუმცა იშვიათად, შემდეგი გვერდითი მოქმედებების აღნიშვნა: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის მომატება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.   ბავშვებში ჰისტალორის სიროფის გამოყენებამ ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ნერვოზულობა, მსტვენავი სუნთქვა, დაღლილობა, ჰიპერკინეზია, ტკივილი მუცლის არეში, კონიუქტივიტი, დისფონია, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.  თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები